ტორფის ჭიქა

ტორფის ჭიქა, ხშირად მას სამგზავრო ჭიქასაც უწოდებენ, წარმოადგენს დატკეპნილი ტორფისაგან გაკეთებულ სუბსტრატს, რომელსაც შესაძლებელია
შემოკრული ჰქონდეს ან ბოჭკოვანი თხელი ქსოვილი, ან ჩასმული იყოს პლასტმასის ფორმაში, ან თუნდაც, დამგრების გარეშე ჰქონდეს ჭიქის, ან უბრალოდ ცილინდრის ფორმა. ხშირად ასეთი „ჭიქა“ გვხვდება ახალშეძენილი მცენარეების და განსაკუთრებით, ორქიდეების გრუნტში. აზიიდან შემოტანილი ორქიდეა შეიძლება მოთავსებული იყოს მჭიდროდ დატკეპნილი სფაგნუმის ხავსის „ჭიქაში“, რომელიც იგივე ფუნქციას ასრულებს, რომელსაც ტორფის ჭიქა.
ტორფის ჭიქის დანიშნულება ტორფი გამოიყენება მცენარეების კულტივაციისათვის. მასში იზრდება დაფესვიანებული მინიატიურული ზომების ორქიდეას ჩითილი. ორქიდეას ასეთი გაზრდა ყველაზე ეფექტური და მოსახერხებელი გზაა. ტორფში თანაბრად არის გადანაწილებული სასურველი ტენი, პატარა ფესვები ადვილად პოულობენ ზრდისა და განვითარების სივრცეს. მთავარია სასათბურე გარემო იყოს სწორად მოწყობილი,
კარგად განათებული, განიავებული და ა.შ. რასაც ადვილად ახერხებენ შესაბამისი აღჭურვილობის პლანტაციები.  ამ ჭიქაში მცენარე საკმაოდ დიდ დროს ატარებს, სანამ ზრდასრულ ფორმამდე მივა.
რა საფრთხეს წარმოადგენს ტორფის ჭიქა? ორქიდეა არასათანადო მოვლის გამო შეიძლება დალპეს! როცა ორქიდეას ჩითილს საკმარისად განვითარებული ექნება ფესვთა სისტემა, მცენარე გადააქვთ სხვა ქოთანში, ისე რომ ფესვებიდან ტორფის ჭიქას არ აშორებენ და დარჩენილ სიცარიელეს ავსებენ სუბსტრატით. ფესვების დაზიანების თავიდან აცილებისათვის პლანტაციებში უბრალოდ გადააქვთ მცენარე უფრო დიდი ქოთანში,
ასე უფრო უსაფრთხო, მომგებიანი და სწრაფია ორქიდეების გაზრდა. მთელი პროცესი ისეა ორგანიზებული, რომ განრიგის მიხედვით ხდება გადარგვა, მორწყვა, განათება კვება და ა.შ. საბუთებიდან მცენარე, არც თუ ისე ხანმოკლე ტრანსპორტირების შემდეგ, ხვდება
მაღაზიის დახლზე, სადაც, პირობები არ გავს პლანტაციებში არსებულ გარემოს. თავად ტრანსპორტირების პროცესი საკმაოდ დიდ სიზუსტესა და კლიმატური პარამეტრების დაცვას მოითხოვს. ნებისმიერი დაყოვნება გზაში ამცირებს ორქიდეას ადაპტაციის უნარს. სახლისა და ორანჟერეების პირობებიც მკვეთრად განსხვავებულია პლანტაციების პირობებისაგან.
მოვაშოროთ თუ არა ტორფის ჭიქა? არსებობს სამი შესაძლო პასუხი: კი, უნდა მოშორდეს-ოღონდ უკიდურესად ფრთხილად. ფესვები არ უნდა დაიბზაროს. ჭიქის მოშორებისა და გადარგვის შემდეგ მცენარე შეიძლება დალპეს თუნდაც იმიტომ, რომ ფესვის გარსი ოდნავ გაიბზარა. შესაძლებელია გრუნტიდან ტორფის „გამოჩიჩქნა“ რომელიმე გრძელი საგნით, ისე, რომ არც ფესვებს და არც გრუნტს დიდად არ შევეხოთ და წარმოქმნილი სიცარიელე შევავსოთ ახალი სუბსტრატით. არა, არ უნდა მოშორდეს-იმიტომ, რომ ფესვები არ დაზიანდეს და ორქიდეაც ადვილად შეეგუოს ახალ გარემოს. თუმცა, ამ შემთხვევაში მცენარე არ უნდა მოირწყოს „ჩაძირვის“ მეთოდით!!! უმჯობესია გრუნტი დაინამოს, უმეტეს წილად ქოთნის კიდეებთან. ან უკიდურეს შემთხვევაში წყალში ჩაიძიროს ქოთნის მხოლოდ 1/3 ნაწილი.
გააჩნია შემთხვევას-ფესვებისა და მცენარის მდგომარეობას. თუ ფესვებზე შეინიშნება ლპობის ნიშნები, გრუნტს ასდის უსიამოვნო, ობის სუნი, ჭიქა უნდა მოვაშოროთ. თუმცა ძალიან ფრთხილად! ტორფის ჭიქა უნდა დანაწევრდეს და ისე მოშორდეს ორქიდეას ყელს. და ჭიქის შიგნით არსებული ყვითელი ფერის ფესვების მოცილება არ შეიძლება, ასეთი შეფერილობა იმიტომ აქვთ, რომ სინათლე მათ ჯერ არ მოხვედრია. ნებისმიერ შემთხვევაში, აუცილებელია (!) ადეკვატურად შევაფასოთ ის გარემო რომელშიც უნდა მოხვდეს მცენარე: როგორია განათება, ჰაერის ტენიანობა, ტემპერატურული რეჟიმი, ვენტილაცია და  ა.შ. და თუ აღმოვაჩენთ, რომ ვერ ვქმნით მცენარისათვის საურველ პირობას, ჭიქა უნდა ამოვაცალოთ და ორქიდეა გადავრგოთ. რადგან ორქიდეას ტორფიანი ჭიქით  განსხვავებული მოვლა სჭირდება, დამწყებ ორქიდეომანებს ყოველთვის ვურჩევთ, რომ ჭიქა ამოიღონ.
ჩვენი გუნდი facebook_ზე ყვავილები და მათი მოვლის მეთოდები
შეადგინა: ხათუნა კალატოზიშვილი
06 November 0 0

лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно