დიზიგოტეკა
გვარი აერთიანებს 17 სახეობის მცენარეს.იგი მარადმწვანე ბუჩქი, ან პატარა ხეა, პოლინეზიიდან და ახალი კალედონიიდან.სახლის პირობებში უმეტესად ერთ სახეობას ახარებენ - ელეგანტურ დიზიგოტეკას, თუმცა საკმაოდ რთული მოსავლელია. იგი ახლოსაა შეფლერასთან, თუმცა მისი მოვლისას მეტი ყურადღებაა საჭირო.
განათება - ესაჭიროება გაბნეული სინათლე, თუმცა იტანს პირდაპირ მზესაც,შუადღეზე ჯობს ჩამოუფაროთ თხელი ფარდა, რომ ფოთლები არ დაეწვას.იგი კარგად გრძნობს თავს აღ. და დას. მხარეს,,მაგრამ იზრდება ასევე ჩრ. მხარეზეც. თუ ზამთარში 18გრ ზე მეტია ოთახში, უმაგრებენ დამატებით განათებას, ზაფხულში კი გარეთ გააქვთ ჩრდილში.
ტემპერატურა - გაზაფხულ-ზაფხულის დროს 20გრ, ზამთარში კი 16 - 18გრ მდე, მისი დადება გამათბობლებთან არ შეიძლება.
მორწყვა - გაზაფხულ -ზაფხულში რწყავენ ნადგამი წყლით ,როცა მიწის ზედა ფენა გაშრება. ზედმეტი მორწყვა სუბსტრატს ამჟავებს, და მცენარე კვდება.
შესხურება - მას ჰაერის მაღალი ტენიანობა უნდა, ამიტომ ხშირი შესხურება სჭირდება, ინამება ნადგამი წყლით, ზოგჯერ ქოთანს დებენ სველ კერამზიტიან სადგამზე, განსაკუთრებით ზამთარში, როცა ნორმაზე მაღალი ტემპერატურაა.
კვება - სასუქს აძლევენ 2 კვირაში ერთხელ გაზაფხულ-ზაფხულზე, სასუქად იყენებენ ოთახის ყვავილებისთვის ნებისმიერ სასუქს.
გადარგვა - იგი ყოველ წელს უნდა გადაირგას, სუბსტრატი კი ასეთი შემადგენლობისაა - 1წილი ნეშომპალა მიწა, 1წილი ქვიშა და 2წილი კორდის მიწა.
დათესვა - ითესება ზამთრის ბოლოს ტორფნარევ ქვიშაში ან კორდის და ფოთლოვანი მიწისა და ქვიშის ნარევში თანაბარი პროპორციით. დათესვამდე დეზინფიცირებაა საჭირო, თესლს ალბობენ ეპინის ან ცირკონის ხსნარში. მერე თესავენ 2 თესლის სიგრძის სიღრმეში.ნამავენ ,დებენ 20-24 გრ ზე, პერიოდულად ანიავებენ და ნამავენ მიწას. როცა ნათესს 2 -3 ფოთოლი ექნება ,ხდება პიკირება პატარა ქოთნებში 18-20გრ ზე. მერე როცა ფესვები მთლიანად გაავსებენ იმ ქოთნებს, გადააქვთ 7სმ იან ქოთნებში. საშემოდგომოდ კი რგავენ 10სმ იან ქოთნებში, სადაც 2წილი კორდის მიწა, 1წილი ფოთლოვანი მიწა და 1წილი ქვიშაა.
გამრავლება ტოტით - ტოტებს ავლებენ ფესვის სტიმულატორში, მერე რგავენ ტორფნარევ ქვიშაში . დებენ 21გრ ზე, აფარებენ ცელიფნის პაკეტს, პერიოდულად ანიავებენ და ნამავენ მიწას,დაფესვიანების მერე ტემპერატურას დაბლა სწევენ 2-3 გრ ით და როცა ფესვები კარგად გაეზრდება, გადააქვთ 7-9სმ იან ქოთნებში. დებენ ნათელ ადგილზე 14-16 გრ ზე.
შხამიანობა - მისი ყველა ნაწილი შხამიანია!
დაავადებები -ცვივა ფოთლები -ასე ხდება ,თუ მცენარე ორპირშია, ან ოთახში მშრალი ჰაერია.
მავნებლები - მცენარეს ხშირად აზიანებს ფარიანა, ბუგრი, აბლაბუდა ტკიპა.
სახეობები - ელეგანტური დიზიგოტეკა - იგი პირველად აღმოაჩინეს ახალ კალედონიაზე. მარადმწვანე ხისებრტოტებიანი მცენარეა, თითისებრ რთული ფოთლები იზრდება გრძელ ყუნწებზე, და დაახლოებით 4-11 ნაწილისგან შედგება, მათ დაკბილული კიდე აქვთ, წვრილი ყვავილები იზრდება ქოლგისებრ ყვავილედად.