მიმოზა
ეკუთვნის მიმოზისებრთა ოჯახს და მოიცავს 300-450 სახეობას.სამშობლო ამერიკის,აფრიკის და აზიის ტროპიკებია. ბალახოვანი, ბუჩქოვანი ან ხე მცენარეებია. კულტურაში ყველაზე გავრცელებულია მორცხვი მიმოზა.მისი ყვავილი პატარაა, შეკრებილი თავთავისებურა, ფოთლები ორმაგფრთართული.
განათება - ესაჭიროება კარგი განათება, ზოგჯერ პირდაპირი მზეც. მოსწონს ს. მხარეს, თუმცა კარგად იზრდება აღ. და დას. მხარეზეც. სიცხეში 2-3 სთ ით თხელი ფარდა უნდა ჩამოუფაროთ, რომ ფოთლები არ დაეწვას, ამის გამო მზის სხივებს თანდათან უნდა მიაჩვიონ.
ტემპერატურა - მარტიდან ოქტომბრამდე ოპტიმალურია 20-24გრ,ზამთარში კი 15-18გრ.
მორწყვა - ირწყვება ნადგამი წყლით მიწის ზედა ფენის გაშრობის მერე გაზაფხულ - ზაფხულში უხვად, ზამთარში - ზომიერად, მისი არც ზედმეტად გამოშრობა ვარგა და არც მეტად მორწყვა, განსაკუთრებით ზამთარში.
შესხურება - დღეში ერთხელ რბილი ნადგამი წყლით ნამავენ და დებენ სველ კერამზიტიან სადგამზე ისე, რომ ქოთანი არ ეხებოდეს წყალს.
კვება -ზაფხულში თვეში 2ჯერ აძლევენ ორმაგად გაზავებულ მინერალურ სასუქს
გასხვლა - იგი იზრდება, როგორც ერთწლიანი მცენარე სახლის პირობებში, თუმცა ამ ვადის გაორმაგება შესაძლებელია თუ მცენარეს კარგად გასხლავთ, კარგი განათების პირობებში ტოტები სწრაფად გაეზრდება.
გადარგვა - რადგან მცენარე ერთწლიანია, იგი არ საჭიროებს გადარგვას. თუ ამის საჭიროებაა, ჯობს მიწიანად გადატანა. ქოთნის ძირში ყრიან დრენაჟს, ნიადაგი კი შედგება ქვიშის, ტორფის, კორდის მიწის, ფოთლიანი ნეშომპალის თანაბარი ნაწილებისგან.
დათესვა - პირველივე წელს მცენარე იძლევა თესლს. ითესება გაზაფხულის შუა პერიოდში, ნათესი გადააქვთ 2-3 ერთად 7სმ იან ქოთნებში სუბსტრატში, რომელიც შედგება 2წილი კორდის, 2წილი ფოთლოვანი მიწის და 1წილი ქვიშისგან. როცა ფესვბი აავსებენ ქოთანს, გადააქვთ 11სმ იან ქოთანში.იმისთვის ,რომ მცენარემ თესლი მოგვცეს, კარგი განათება სჭირდება.
შხამიანობა - ვისაც ყვავილის მტვერზე ალერგია აქვს, მისთვის ამ მცენარესთან ურთიერთობა არ შეიძლება
დაავადებები - ფოთლები სცვივა - არარეგულარული მორწყვით მას ფოთლები სცვივა
ფოთლები ყვითლდება - ზედმეტი მორწყვის შედეგად დღისით ფოთლები არ იშლება და სცვივა.
მცენარე იწელება - არასაკმარისი განათების გამო ტურგორს კარგავს და ტოტები ეწელება
არ ყვავილობს - თუ დაბალია ტემპერატურა და არასაკმარისია განათება
მავნებლები- მთავარი მავნებელია ბუგრი და აბლაბუდა ტკიპა.
სახეობები - მორცხვი მიმოზა - ცხოვრობს ბრაზილიის წვიმიან ტყეებსა და ანტილიის კუნძულებზე. ბუჩქი ან ნახევრადბუჩქია, 0,5-1მ მდე . ტოტები შებუსულია,სწორმდგომი, წვრილი, მრავალი ფოთლით, მის ფოთლებს განსაკუთრებული თვისება აქვს - ხელის შეხებით გარკვეული დროით იხურებიან. ყვავილი იზრდება ტოტის ზედა ნაწილში ფოთლის უბიდან. აქვს იისფერ - ვარდისფერი შეფერილობა, ყვავილობს ივნის-აგვისტოში.
თარგმანი თ. სუპატაშვილის