მორცხვი მიმოზა გამრავლება და მოვლა (Mimosa pudica)

ამ მცენარის პოპულარობა გარდა მისი ვიზუალური მხარისა, განაპირობა სახელმაც- „მორცხვი მიმოზა“. ასეთი ორიგინალური დასახელება მომდინარეობს მცენარის ფოთლების თვისებიდან - დაიხუროს და დაიხვეს უმნიშვნელო შეხებისას.
მორცხვი მიმოზას სამშობლო  სამხრეთ ამერიკის ტროპიკებია. ბუნებრივ პირობებში მცენარე 1,5 მ-მდე იზრდება. სახლის პირობებშიც კი, თუ მას შეექმნება ხელსაყრელი გარემო, თავისუფლად შეიძლება ნამდვილ ხედ იქნეს. რთულია მიმოზას პატრონობა ზამთრის სეზონზე - ღია გრუნტში შეიძლება ვერ გაუძლოს სიცივეებს და დაავადდეს. ამიტომ, მორცხვი მიმოზა გვხვდება, როგორც მრავალწლიანი, ოთახის მცენარე, არც თუ ისე დიდი ზომის ხე-ბუჩქის ფორმით.
მიმოზა თითქმის ოთხი თვის მანძილზე ყვავის, როგორც წესი, ზაფხულსა და შემოდგომაზე. ყვავილედი ფუმფულა ბურთის ფორმის აქვს, რომელიც სულ რაღაც 2-3 დღე ძლებს, მერე ჭკნება და ცვივა. თუმცა, მთელი ყვავილობის პრიოდში ისე მიმდინარეობს ახალი ყვავილების ცვლა, რომ ბუჩქი მუდმივად ფუშუშა და ვარდისფერი რჩება. ყვავილობის შემდეგ, თუ მცენარემ მოახერხა თვითდამტვევრვა, შეიძლება მიმოზამ გაიკეთოს ნაყოფი, პარკის სახით, სადაც მარცვალს მოიმწიფებს.
მორცხვი მიმოზას დათესვა პროცესის დაწყებამდე უნდა მომზადდეს კონტეინერი. კონტეინერი შეიძლება იყოს როგორც ხის, ასევე პლასტმასის. შეიძლება ერთჯერადი ქაღალდის, პლასტმასის ან ტორფის ჭიქების გამოყენებაც. ჭურჭლის ძირში აუცილებლად უნდა გაკეთდეს სადრენაჯე ნასვრეტები და შრე. წყალი არ უნდა გაჩერდეს გრუნტში, წინააღმდეგ შემთხვევაში მიმოზას ჩიტილებს ფესვები გაუფუჭდებათ. შეგვიძლია გამოვიყენოთ ყვავილებისათვის განკუთვნილი უნივერსალური მიწა, რომელიც მეტი სიმსუბუქისა და ჰაერგამტარობისათვის გაზავებული იქნება რომელიმე გამაფხვიერებელში.
თესლის დათესვის ნაბიჯები შეიძლება შემდეგნაირად განვსაზღვროთ:
 მოამზადეთ კონტეინერი, გაავსეთ გრუნტით;
გრუნტი ოდნავ დატკეპნეთ;
უხვად მორწყეთ გრუნტი ოთახის ტემპერატურის ნადგამი, ან რბილი წყლით;
სურვილის შემთხევაში დაალბეთ მარცვლები რომელიმე ფუნგიციდის სუსტ ხსნარში;
დაალაგეთ მარცვლები გრუნტის ზედაპირზე დაახლოებით 2-3 სმ. დაშორებით;
მარცვლებს გადააფარეთ გრუნტის თხელი ფენა, ისე, რომ სიმაღლე არ აჭარბებდეს 5-10 მმ.-ს;
დანამეთ ნათესი პულივიზატორის საშუალებით;
გადააფარეთ ნათესებს გამჭვირვალე პოლიეთილების პარკი, ან მინა, და დაასათბურეთ.
ნათესები უნდა განთავსდეს ნათელ ადგილას. იდეალური იქნება, თუ დადგავთ ფიტონათურის ქვეშ. თუ სინათლე საკმარისი აქ იქნება, ჩითილების ღეროები დაგრძელდება და საბოლოოდ ბუჩქს არ ექნება სასურველი დეკორატიული ფორმა.
ჰაერის ტემპერატურა თესლის გაღვივებამდე უნდა შეადგენდეს +25°. პერიოდულად საჭირო იქნება ნათესების დანამვა და ჰაერის განიავება.
როგორც წესი, პირველი ფოთლები 1-2 კვირის შემდეგ იჩენენ თავს. თუ ნათესი გაკეთებული იყო საერთო კონტეინერში, მაშინ მას დასჭირდება პიკირება ცალკე ქოთნებში. პიკირება კეთდება მხოლოდ მაშინ, როცა ჩითილი მიაღწევს 5 სმ.-ს. შესაძლებელია ერთ ქოთანში 2 ძირის გადატანა.
მოვლის პირობები მორცხვი მიმოზას მოვლა რთული არაა. ყველაზე მნიშვნელოვანია ჰაერის ტენიანობა. იდეალური ვარიანტი იქნება ტენიანობის 70% აწევა, თუმცა ოთახის პირობებში ამ ნიშნულის მიღწევა მარტივი არაა.
ტემპერატურის ყველაზე კომფორტულ დიაპაზონს შეადგენს +20 - +25°. პიკირებული მცენარეები უმჯობესია განთავსდეს კარგი განათების პირობებში, სამხრეთ პანჯრის რაფებზე, ან დავამატოთ ფიტოგანათება, ისე რომ განათებული დღის ხანგრძლივობა შეადგენდეს 12 სთ-ს.
ჩვენი გუნდი facebook-ზე შემოგვიერთდით ყვავილები და მათი მოვლის მეთოდები
თარგმანი: ხათუნა კალატოზიშვილი
ასევე გაიცანით სტატიებს მიმოზას შესაახებ: https://yvavilebismovla.ge/yvavilebi/152-mimoza.html 
15 April 0 26

лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно