პელარგონია , ბალბიფოთოლა
მცენარე ეკუთვნის ნემსიწვერასებრთა ოჯახს, ამ გვარში 350 სახეობაა გაერთინებული, უმეტესობა მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა, თუმცა გვხვდება ბუჩქოვნებიც , სუკულენტებიც,ეს მცენარე დიამეტრალურად განსხვავებულად მოქმედებს ადამიანებზე - ზოგს მისი სურნელი ცუდად ხდის, ზოგს ამშვიდებს.მისი რამდენიმე სახეობაა კულტივირებული, თუმცა არჩევანი მათ შორის ძალიან დიდია.დეკორატიულობის გარდა სასარგებლოცაა -იყენებენ მედიცინაში, პარფიუმერიაში. ეთერზეთს იყენებენ საპნების და სუნამოების დასამზადებლად, ამავე დროს იგი კარგად წმენდს ჰაერს მავნე მინარევებისგან .
განათება - იგი იმ მცენარეებს ეკუთვნის, რომლებიც კარგად იტანენ პირდაპირ მზის სხივებს, ამიტომ თავს კარგად გრძნობს ს. მხარეს ფანჯარაზე. თუმცა კარგად იზრდება ასევე ჩრ, მხარესაც, მისთვის აუცილებელია დიდი ,ხანგრძლივი დღე, წინააღმდეგ შემთხვევაში ტოტები ეწელება. ზაფხულში გარეთ გააქვთ. ოთახს,კი სადაც იგი დევს , ხშირად ანიავებენ, ვინაიდან მას ნორმალური განვითარებისთვის სუფთა ჰაერი ესაჭიროება.
ტემპერატურა - ზაფხულში კარგადაა 25-50გრ ზე, ზამთარში დაბალი უნდა იყოს, რომ მომდევნო წელს ნორმალურად იყვავილოს. ამიტომ ზამთრის ტემპერატურა დაახლოებით 14გრ უნდა იყოს.
მორწყვა - მცენარეს რწყავენ 3-4 დღეში ერთხელ, როცა მიწა ზედაპირზე კარგად შეშრება ზაფხულში, ზამთარში ისე რწყავენ, რომ მიწა ბოლომდე არ გამოშრეს. დაბალ ტემპერატურაზე და მიწაში მომატებულ ტენიანობისას ფესვები ულპება, მცენარე ავადდება და კვდება კიდეც.
შესხურება - ჰაერის სიმშრალე არ მოქმედებს მასზე, ამიტომ შესხურება აუცილებელი არაა, მაგრამ ზაფხულში დიდი სიცხეების დროს სასურველია ხანდახან მისი დანამვა.
კვება - გადარგვიდან 2 თვის მერე 2კვირაში ერთხელ აძლევენ სასუქს ყვავილობის გაუმჯობესებისთვის, ძირითადად იყენებენ ფოსფორიან სასუქს. ორგანული სასუქი მისთვის არ ვარგა -მცენარე ცუდად ითვისებს მას.
გასხვლა - ყოველ წელს მცენარეს სხლავენ და უტოვებენ ტოტებს 2-4 მუხლით. ასე იქცევიან დიდი ბუჩქის მისაღებად, მას აჭრიან გაყვითლებულ გამხმარ ფოთლებს,მჭრელი დანით აჭრიან და არა ხელით, რადგან მოწყვეტილი ადგილები შეიძლება დალპეს. ასე რომ არ მოხდეს, გადანაჭერს აყრიან დაფხვნილ ხის ნახშირს.ფოთლებს კი ისე აჭრიან რომ ყუნწის ნაწილი დარჩეს ტოტზე.
გადარგვა - ახალგაზრდა მცენარე ყოველწლიურად ირგვება, მოზრდილი მას მერე, რაც ფესვები სრულად აავსებს ქოთანს. ქოთნის ძირში ყრიან დრენაჟს, ზემოდან ნიადაგს-ნეშომპალის, კორდის და ფოთლოვანის ნარევს, ტორფის და ქვიშის დამატებით- თანაბარი პროპორციით.
დათესვა - თესლიდან გახარებულ მცენარეს ჯიშის თვისებები არ გადაეცემა, რაც გასათვალისწინებელია. დასათეს ნიადაგს ამზადებენ ტორფის, ქვიშის და კორდის მიწის თანაბარი პროპორციის არევით. ყრიან დაბალ კონტეინერში და თესავენ , დებენ 22გრ სითბოში. როცა ნათესი გაიზრდება, ხდება მათი პიკირება პატარა ქოთნებში, როცა ისინიც დაპტარავდებიან მცენარისთვის, მერე გადააქვთ 9სმ იან ქოთნებში. პირველი ყვავილობა იწყება დაახლოებით ერთ წელიწადში.
გამრავლება ტოტებით - ასე ადვილია მცენარის გამრავლება. ზამთრის ბოლოს ან ზაფხულის დასასრულს აჭრიან ტოტებს ზედა ნაწილზე კვანძის დაბლა ირიბად ისე, რომ ზედ დარჩეს 3 -5 ფოთოლი. ტოტებს ცოტა ხნით აშრობენ, ფესვის სტიმულატორში ავლებენ და ხის ნახშირს აყრიან. მერე კი რგავენ სუბსტრატში , რომელიც შედგება კორდის მიწის, ქვიშის და ტორფის ტოლი ნაწილებისგან.ჭურჭელს დებენ გაბნეულ სინათლეზე , რეგულარულად ნამავენ მიწას. 15-20 დღეში ფესვიანდება, მერე კი ირგვება ცალ-ცალკე ქოთნებში.ქოთნის ზომა მნიშვნელოვანია ყვავილობისთვის- დიდ ქოთანში ცოტა ყვავილი ექნება ,დაფესვიანებიდან 5-7 თვეში იგი აყვავდება.
შხამიანობა - ყველა ბალბიფოთოლა არააა შხამიანი, მაგრამ მასთან მუშაობის მერე ხელის დაბანა აუცილებელია.
დაავადებები - მცენარე არ ყვავის - თუ იგი დაავადებული არაა, მაშინ მიზეზი ზამთარში მაღალი ტემპერატურაა და კარგი განათება.
ქვედა ფოთლები ყვითლდება და კიდეები უხმება -არ ყოფნის მორწყვა.
ქვედა ფოთლები ჭკნება ,ყვითლდება და ლპება - ზედმეტად რწყავენ და მიწა ვერ ასწრებს გაშრობას.
ღეროს ძირი შავია -ეს ფესვების ლპობის გამო განვითარებული „შავი ფეხია’
ფოთლები შებერილია -ესეც ზედმეტი მორწყვის შედეგია
ნაცრისფერი ლპობა -მცენარე ვერ იტანს ზედმეტ წყალს სუბსტრატში.
მავნებლებიდან ხშირად აზიანებს ბუგრი და ფრთათეთრა.
სახეობები - 1. სურნელოვანი ბალბიფოთოლა - მარადმწვანე ბუჩქი,ბუსუსა ღეროებით , დაჭრლი ფოთლებით,რომლებსაც სასიამოვნო სუნი აქვთ. ყვავილედი ქოლგისებრია, ვარდისფერი ბევრი ყვავილით. ყვავის ზაფხულში.2. ზონალური ბალბიფოთოლა -მარადმწვანე 1მ სიმაღლის ბუჩქია, ბუსუსა ხორციანი ტოტებით, მთლიანი ფოთლებით, რომელთაც მწვანე ფერი აქვთ და ყავისფერი არშია კიდეზე,წითელი ყვავილები შეკრულია ყვავილედად. ყვავის გაზაფხულის ბოლოდან შემოდგომამდე.3. ხუჭუჭა ბალბიფოთოლა -მარადმწვანე ბუჩქი ბევრი ტოტებით და გულის ფორმის ფოთლებით, რომელთა კიდეები დატალღული, დაკბილული ან შეჭრილია.აქვს სასიამოვნო სურნელი. ყვავის ზაფხულში.
თარგმანი თამარ სუპატაშვილის