გადმოწერე ჩვენი ანდროიდ აპლიკაცია

აზალია

აზალია ულამაზესი დეკორატიული მცენარეა,თავისი ყვავილობით სწორედ  მაშინ გვახარებს, როდესაც თითქმის ყველა ოთახის ყვავილი მოსვენების მდგომარეობაშია.ზამთარში, როდესაც ძალიან გვჭირდება მკვეთრი და კაშკაშა ფერები ,აზალია იწყებს ყვავილობას,ამ პერიოდში მას ხშირად თაიგულის ნაცვლად ჩუქნიან ერთმანეთს.ახასიათებს უხვი და ხამგრძლივი ყვავილობა.

აზალიას გავრცელების არეალი ფართოა,გვხვდება ინდოეთში,იაპონიასა და ჩინეთში.იზრდება მთიანი,გრილი ტყეების მასივებში მცირე ზომის ბუჩქების სახით.იაპონიაში ძალიან პოპულარულია აზალიას ბონსაი.როდოდენდრონი და აზალია უდავოდ  ერთ ერთი ულამაზესი მოყვავილე ბუჩქნარია ჩვენს სახლებსა თუ ბაღებში.ტერმინი "აზალია" ბოტანიკოსების მიერ გამოიყენება როდოდენდრონის ერთი ქვესახეობის აღსანიშნავად. მიუხედავად ამისა, გამოიყენება ორივე დასახელება,აზალიას უწოდებენ ფოთოლმცვენ სახეობას,როდოდენდრონს კი _ მარადმწვანეს.

სახელწოდება მომდინარეობს ბერძნულიდან და შედგება ორი სიტყვისგან:"rhodon" - ნიშნავს "ვარდს","dendron" - ნიშნავს "ხეს",ანუ "ვარდის ხე".სახელწოდება "აზალია" სიტყვასიტყვით "მშრალს" "გამხმარს"აღნიშნავს.მართლაც აყვავებამდე ეს მშვენიერი მცენარე გამხმარ ბუჩქს ჰგავს,ფოთლები ხაოიანია,თითქოს ქაღალდისაა.აზიის ქვეყნებში აზალიას "ინგლისურ ვარდს" უწოდებენ,გერმანიაში კი "ალპურს",იაპონელები "ცუცუძის".

თუ აზალიას სწორ პირობებს შეუქმნით,იგი ძალიან უხვად  იყვავილებს,ისე რომ ყვავილები მთლიანად დაფარავს ფოთლებს.
აზალია როგორც ოთახის კულტურა  
თავისი დეკორატიული თვისებების გამო აზალია საკმაოდ მიმზიდველი და სასურველი მცენარეა.ხანგრძლივი ყვავილობა,მრავალფეროვანი და დახვეწილი ყვავილები მრავალი ყვავილების მოყვარულის გულს იპყრობს.თბილი კლიმატის მქონე ქვეყნებში აზალიას ბაღებსა და ეზოებში რგავენ,ცივ ქვეყნებში კი ოთახის მცენარედ გვევლინება.

  • Rhododendron simsii _ სიმსის როდოდენდრონი,ან სიმსის აზალია,იგივე ინდური აზალია.(იხ.ფოტო) 
  • Rhododendron obtusum _ როდოდენდრონი ობტუსუმი,ანუ იაპონური აზალია.ეს ორივე სახეობა ჯუჯა ბუჩქის სახით იზრდება 30-50 სანტიმეტრამდე.

იაპონური აზალია(Satsuki azaleas) ერთერთი ყველაზე დეკორატიული საბაღე სახეობაა,ოთახის კულტურაში საკმაოდ  იშვიათია,ინდურისაგან განსხვავდება შედარებით  წვრილი  ყვავილებით,მაგრამ მასთან შედარებით ერთი უპირატესობა აქვს -,ქოთანში ყვავილობის შემდეგ შეიძლება მისი ბაღში გადატანა,იგი ზრდას განაგრძობს, როგორც ეზოს მცენარე.ყვავილების შეფერილობა მრავალგვარია:ვარდისფერი,იასამნისფერი,თეთრი,წითელი,ნარინჯისფერ-წითელი.არის ისეთი ჯიშებიც ,რომლებიც სხვადასხვა ფერის ყვავილებით ყვავის.

ინდური აზალია ( Rhododendron simsii) აზალიების სახეობების წინაპარია ინდური აზალია - Rhododendron simsii,რომელიც იზრდება მთის ტენიან ტყეებში,სადაც ხშირად  ნისლი და წვიმიანი ამინდებია.ამიტომ სიგრილე მისი ჩვეული გარემოა.ინდური აზალიისგან მიღებულია მრავალრიცხოვანი ჰიბრიდები.ბაღის სახეობები ძალიან მრავალფეროვანია,აქვს მსხვილი ყვავილები,რომელთა დიამეტრი 5 სანტიმეტრს აღწევს,მოვარდისფრო წითელი ფერის,განლაგებულია ფოთლის ძირებში,რაოდენობით 2-დან 6-მდე.არის სხვა შეფერილობის მქონე ჯიშებიც: თეთრი,წითელი,კრემისფერი და ყვითელი.ასევე არსებობს ორფერა ჯიშებიც - ვარდისფერი თეთრი კანტით(Inga) და თეთრი ვარდისფერი შუაგულით(Osta).ყვავილები შეიძლება იყოს ხუჭუჭა,ნახევრად ხუჭუჭა,მარტივი ან გოფრირებული ფურცლებით.უკანასკნელ  ხანებში გამოჩნდა ამპელური და პირამიდული სახეობებიც.ამ ულამაზეს მცენარეს არ ეშინია სიცივის და ყვავის ნოემბრიდან ივნისამდე,იმის მიხედვით ,თუ  რომელი სახეობაა.საინტერესოა სურნელოვანი ჯიშებიც: "მისტრალი","ლარა","მარი ვან ესტველდე".ასი წლის წინ კი ევროპაში გამოიყვანეს ჯიში, რომელიც ყვავილობას იწყებს შობის დღეებში "მადამ პეტრიკი".

თუ  სხვადასხვა სახეობის აზალიას იყოლიებთ, რომელთა ყვავილობის პერიოდიც სხვადასხვა დროს იწყება,მაშინ შეგიძლიათ  ნახევარ წელზე მეტ ხანს დატკბეთ მათი მშვენიერი ყვავილებით.

საინტერესო ფაქტები აზალიას შესახებ კულტურაში გამოყავთ  არა მხოლოდ აზალიას მარადმწვანე და მსხვილყვავილიანი ჯიშები, არამედ ფითოლმცვენი სახეობებიც.მათი რიცხვის გაზრდამ ბიძგი მისცა კოლექციონერობას და სელექციური მუშაობის გაძლიერებას.150 წლის განმავლობაში სელექციური მუშაობის შედეგად მიღებული იქნა აზალიების და როდოდენდრონების 12000-მდე სახეობა და მათი რიცხვი კიდევ იზრდება.
აზალია კულტურაში შემოტანილი იქნა და გავრცელდა ინგლისიდან,18-19 საუკუნიდან.იმ დროიდან მოყოლებული ეს მცენარე ითვლება ოჯახში ბედნიერების მომტანად,ასევე ხალხში თვლიან, რომ მისი მფლობელი მცენარესთან ერთად  იძენს ჯანმრთელობას,გავლენას,ავტორიტეტს და სიძლიერეს.
აზალია ყვავილობს შემოდგომის ბოლოდან ან ზამთრის დასაწყისიდან,ყვავილობას იწყებს სამი-ოთხი წლის ასაკში.ხანდახან მას "ბრძენთა ყვავილს" უწოდებენ,შესაძლოა მისი მოზრდილი ყვავილების გამო,რომლებსაც შეიძლება ბრძენთა მსგავსად.საათობით, მდუმარედ ვუცქიროთ  და მათი სილამაზით უხმოდ  დავტკბეთ.
ითვლება, რომ მათ გააჩნიათ სასარგებლო თვისებები.მაგალითად: მუქ წითელ აზალიას უფრთხიან სახლის ჭიანჭველები და ჩრჩილი.აზალიას ფოთლები აცხრობს თვალის შეშუპებას.ასევე ითვლება, რომ თუ ნახევარი საათი ვუცერთ  აყვავებულ  აზალიას, გაღიზიანებულ  თვალებს დავიმშვიდებთ და მზერა უფრო მკვეთრი გაგვიხდება. აზალია საკმაოდ  პრეტენზიული  მცენარეა,მაგრამ თუ სწორად  მივუდგებით და სათანადო პირობებს შევუქმნით ,იგი წლების განმავლობაში გაგვახარებს და ხანგრძლივად  დაგვატკბობს თავისი მშვენიერი ყვავილებით,მთავარია ვისწავლოთ  მისი სწორად  მოვლა.(იხ.ფოტო აზალია და როდოდენდრონი) 

26 January 0 58 212

лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно