ობერონი კონტაქტური ინსექტიციდი
კონტაქტური ინსექტიციდი, გამოიყენება ისეთი მავნებლების წინააღმდეგ, როგორებიც არიან ტკიპა და ფრთათეთრა. ობერონის შემადგენლობაში შემავალი აქტიური ნივთიერებაა Spiromesifen აფერხებს ახალგაზრდა მავნებლების ზრდას და მნიშვნელოვნად ამცირებს ზრდასრული მავნებლების პოპულაციას. ობერონი არ არის რეზისტენტული სხვა ინსექტიციდებისა და აკარიციდების მიმართ. მიუხედავად იმისა, რომ ობერონის ეფექტურობა კონტაქტური ზემოქმედების პრინციპზეა აგებული, პრეპარატს აღწევს მცენარის წვენსა და ფესვთა სისტემაში, რის შედეგადაც მცენარის წვენი მავნებლებისთვის მომწამვლელი ხდება და კვენა აღარ შეუძლიათ. ეს თვისობრიბად ახალი მოქმედების პრინციპია მავნებლებზე. ასევე ობერონი არ არის საშიში სასარგებლო მწერებისათვის.გამოყენების წესი: გახსენით პრეპარატის მცირე რაოდენობა წყალში ( 3 მგ დაახ. 10 ლ-ს ყოფნის, ასე რომ ოთახის მცენარეებისათვის 1-2 წვეთი იქნება სალმარისი) და მიღებული ხსნარით კარგად დანამეთ მცენარე ისე, რომ ხსნარი ფოთლის ორივე მხარეს მოხვდეს.მცენარეების შეიძლება მაქს. 4-ჯერ დაამუშავო ობერონით ინტერვალით 10-11 დღის განმავლობაში. შესაძლებელია პრეპარატის კომბინირება სხვა ინსექტიციდებთან და აკარიციდებთან.პრეპარატი აქტიურად ებრძვის ტკიპებსა და ფრთათერას მათი განვითარების ადრეულ ეტაპებზე - ასტერილებს მათ კვერცხებს და ანადგურებს ნიმფებს, ანუ ახალგაზრდა მავნებლებს. ვინაიდან ობერონი არც თუ ისე ეფექტურია ზრდასრული მავნებლების წინააღმდეგ ფრთათეთრას ან ტკიპას ძლიერი და ხანგრძლივი დასევის შემთხვევაში რეკომენდირებულია მისი კომბინირება სხვა პრეპარატებთან, რომლებიც აქტიურად ებრძვიან ფრთათეთრას და ტკიპას ზრდასრულ წარმომადგენლებს. ოპერონი შეთავსებადია თითქმის ყველა გავრცელებულ ინსექტიციდთან, აკარიციდთან და ზრდის სტიმულატორთან (ცირკონთან, ეპინთან, რიბავ-ექსტრასთან და სხვა). მაგრამ პრეპარატების შერევამდე ყურადღებით გაეცანით ინსტრუქციას. უკეთესია მონაცვლეობით გამოიყენოთ სხვადასხვა პრეპარატები.ოპერონი მე-3 კლასის საშიშროების მქონე პრეპარატი გახლავთ. მასთან მუშაობისას დაიცავით სტანდარტული უსაფრთხოების ნორმები: გაიკეთეთ ნიღაბი-რესპირატორი, ხელთათმანები და სათვალე, კარგად დაიბანეთ ხელები და სახე საპვნით და გამოიცვალეთ ტანსაცმელი შეწამლვის დასრულების შემდეგ. დაუშვებელია პრეპარატის გახსნა ჭურჭელში, რომელსაც მერე კვევისთვის იყენებთ, ასევე დაუშვებელია წამლობისას მოწევა, სითხეებისა და საჭმლის მიღება. შეინახეთ ოპერონი ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას, საკვები პროდუქტებისგან შორს.
თარგმნა.ლილიან მეტრეველი
თარგმნა.ლილიან მეტრეველი
19 December
0
0