პუანსეტიას (შობის ვარსკვლავის) მოვლის საიდუმლოებები

· პუანსეტიას ფოთლის გაყვითლება და ცვენა უმეტესად მაღალი ტემპერატურის ბრალია. საჭიროა ტემპერატურის დაკორექტირება +18-25° დიაპაზონში. ანალოგიურად რეაგირებს მცენარე ზედმეტ მორწყვაზეც. დააკვირდით, სად დგას მცენარე, რომელი მიზეზი იკვეთება უფრო მეტად. შესაძლოა ეს ორი მოვლენა ერთად შეგვხვდეს - ოთახში მაღალია ტემპერატურაა, რასაც ზომაზე მეტად მორწყვებით ვაკომპენსირებთ. დაარეგულირეთ ორივე - დაწიეთ ტემპერატურა და შეამცდირეთ მორწყვა, დაელოდეთ გრუნტის ზედაპირის გაშრობას.

· მცენარე ვერ ეგუება ორპირს. ოთახის განიავებისას მივაქციოთ ამ ფაქტს ყურადღება. შესაძლოა მცენარე თავისი დეკორატიულობის და გამო, გამოსაჩენ ადგილზე დგას, ასე მაგალითად ოთახის შუაგულში, სადაც ჰაერის ინტენსიური ნაკადებია. დააკვირდით სიტუაციას და შესაბამისად იმოქმედეთ.

· თუ რატომ არ ყვავის პუანსეტია (არ იცვლიან ზედა ფოთლები ფერს) მომდევნო წელს, ძირითად მიზეზად სახელდება მშრალი ჰაერი. საჭიროა ჰაერის ტენიანობის აწევა ოპრიმალურ ნიშნულამდე - 60%. თუ მცენარე გამათბობელთან დგას, შეუცვალეთ ადილი. წყლის შესხურება შეიძლება დაგვეხმაროს გარემოს დატენიანებაში, მაგრამ ეს საკმარისი არ არის. უმჯობესია ქოთანი წყლით სავსე ჭურჭელში ჩაყრილ კენჭებზე დავდგათ, რომ ამონაორთქლმა წყალმა მიაწოდოს ფოთლებს საჭირო ტენი.

· ფოთოლი არ იცვლის ფერს იმ შემთხვევაშც კი, როცა ფოთლები საკმაოდ ჯანმრთელად გამოიყურება. ესეიგი მცენარეს არ ყოფნის სინათლე. ფოტოსინტეზის პროცესი არასრულფასოვანია, ამიტომ, ვიფიქროთ განათების დამატებაზე, ან გადავდგათ პუანსეტია ნათელ ადგილზე, ან შევურჩიოთ სწორი ნათურები. 

· მოსვენების პერიოდის სწორად ორგანიზება ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია. ყვავილობის შემდეგ, პუანსეტია იწყებს ფოთოლცვენას და მცენარე გადადის მოსვენების პერიოდში. დავეხმაროთ მცენარეს, რომ ამ მდგომარეობაში ჯანსაღად შევიდეს, ანუ:

შევამციროთ მორწყვა, საორიენტაციოდ თვეში 2 ჯერ,

გავსხლათ მცენარე ცერად, დავტოვოთ ტოტები 10-15 სმ. გადანაჭერი ადგილი დავამუშვოთ ნახშირით,

მოვათავსოთ ბნელ და გრილ ადგილზე (ოპტიმალური ტემპერატურა +16°). დაუშვებელია ტემპერატურის +10° დაბლა დაწევა. დაბალ ტემპერატურაზე პუანსეტია იღუპება.

მოსვენების პერიოდის ოპტიმალური ხანგრძლივობა 2-3 თვეა, ახალი კვირტების გაჩენამდე. მოსვენების ფაზის დასრულების შემდეგ მცენარე უნდა გადაირგას.

მოვლა სეზონების მიხედვით გაზაფხული: გაზაფხულის დადგომა ემთხვევა პუანსეტიას მოსვენების პერიოდს. წესით ამ დროს მცენარე ბნელ ადგილზე უნდა იდგას, სადაც ოპტიმალური ტემპერატურა იქნება +16°. მოსვენების პერიოდის გავლის შემდეგ, მცენარე უნდა გადაირგას (გადარგვის წესები იხილეთ ქვემოთ).

ზაფხული: უმჯობესია მცენარე გავიტანოთ სუფთა ჰაერზე და მოვარიდოთ მზის პირდაპირ სხივებს. სინათლე და ჰაერი დაიწყებენ მცენარის ზრდის წახალისებას. დავაკვირდეთ, რომ მცენარე ზომაზე მეტად არ დაფოთლიანდეს. შევაჭრათ „ცელქი“ ტოტები. ვრწყავთ და ვკვებავთ პუანსეტიას ზომიერების ფარგლებში, ისე, როგორც სხვა დეკორატიულ მცენარეებს.

შემოდგომა: მცენარე შემოგვაქვს სახლში. თუ რაფაზე იდგა, მაშინ გადაგვაქვს უფრო გრილ ადგილზე. სინათლის ხანგრძლივობა უნდა შემცირდეს, ამიტომ საღამოს 18:00 დილის 8:00 მცენარეს აფარებენ მუქ ქაღალდს, ცელოფანს ან ყუთს. ასე უნდა მოვიქცეთ 8-10 კვირის მანძილზე.

ზამთარი: როგორც კი დავინახავთ, რომ ზედა ფოთლებს ეწყებათ ფერის ცვლა, „დაბნელების“ პროცედურები და კვება უნდა შევწყვიტოთ. ავწიოთ ტემპერატურა +20° და დავუმატოთ განათება. 

პუანსეტიას გადარგვა-გადატანა

1. ახალი ქოთანი უნდა იყოს ორნავ დიდი. ჭურჭელს უნდა ქონდეს სადრენაჟე ნასვრეტები.

2. ქოთნის ძირში ჩავყაროთ კერამზიტი ან პემზა და ა.შ. და გავაკეთოთ სადრენაჟე ფენა.

3. შევარჩიოთ გრუნტი, ან შევიძინოთ მზა მიწა ფოთლოვანი მცენარეებისათვის, ან მოვამზადოთ თავად: ფოთლოვანი მიწა, ტორფი, კორდის მიწა, ქვიშა 2:1:3:1

4. აკურატულად ამოვიღოთ მცენარე ძველი ქოთნიდან თავისივე მიწით და გადავიტანოთ ახალში. გავუფრთხილდეთ ფესვებს. სიცარიელეები შევავსოთ ახალი მიწით;

5. დავდგათ მცენარე ფანჯრის რაფაზე, ნათელ ადგილზე, მაგრამ მოვარიდოთ პირდაპირი მზის სხივებს. დავიწყოთ მცენარის მორწყვა, ზომიერად, ან/და შევასხუროთ წყალი;

6. როგორც კი გაჩნდება პირველი კოკრები და დაიწყებენ ზრდას, შევაშველოთ კალიუმით მდიდარი სასუქი.
ჩვენი გუნდი facebook_ზე შემოგვიერთდით ყვავილები და მათი მოვლის მეთოდები

ავტორი: ხ. კალატოზიშვილი

01 January 0 2 693
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно