ბაღის გვირილა დაკავშირებულია სიყვარულთან, რომანტიკასთან და ძალიან ტკბილ ემოციებთან

ესაა მცენარე, რომელიც დაკავშირებულია სიყვარულთან, რომანტიკასთან და ძალიან ტკბილ ემოციებთან, ამიტომ დამსახურებული ადგილი უჭირავს მებაღეების გულში.

თავისი მომხიბვლელობის გამო, იყენებენ ლანდშაფტის დეკორირებისას, რგავენ ბორდიულებზე, ბოქსებში და აქტიურად იყენებენ უბრალოდ ეზოს გასალამაზებლად, აღარაფერს ვამბობთ გვირილის თაიგულების პოპულარობაზე.

ბაღის გვირილა მიეკუთვნება ასტრების ოჯახს, არის მრავალწლიანი მცენარე და კომფორტულად იზრდება თითქმის ყველა კლიმატურ სარტყელში. გვირილის დაახლოებით 100 სახეობაა გავრცელებული მთელს მსოფლიოში. კავკასიაში 24 სახეობაა და მათგან 10 ენდემური ჯიშია. მაგრამ ჩვენ სტატიაში ვისაუბრებთ მხოლოდ ბაღის გვირილაზე.

გვირილას აქვს სწორი, ძლიერი, ნაკლებად დატოტვილი ღერო, რომელიც საკმაოდ მაღალი იზრდება 30 სმ.- 1 მ. ყვავილის გული, როგორც წესი, ყვითელი და ამობურცულია, ხოლო გარშემო აკრავს ერთი ან რამოდენიმე რიგი თეთრი ფურცლაკები. გვირილის ფერების პალიტრა სხვადასხვანაირია, გვხვდება ყვითელი, იისფერი, ვარდისფერი და ყველაზე დიდი პოულარობით სარგებლიბს თეთრი ფერის გვირილა. მიუხედავად გვირილის ფერის, მისი მოვლის წესები საერთოა და დიდ ძალასხმევას არ საჭიროებს.

ბაღის გვირილის რამოდენიმე სახეობა არსებობს. იმისათვის, რომ გახარებულმა გვირილებმა დაგვატკბონ, უმჯობესია ამოვირჩიოთ ჩვენი გემოვნებისა და ლანდშაფტის შესაფერისი სახეობა.

ჩრდილოეთის ვარსკვლავი: ეს გვირილა იზრდება ბუჩქად, აღწევს სიმაღლეში 35 სმ-ს, აქვს საკმაოდ დიდი და მსუყე ყვავლები. ამ ჯიშს უყვარს მზიანი და ნაკლებად ქარიანი ადგილი, ნიადაგი ნოტიო და საჭიროებს რეგულარულად კვებას. ყვავილობას იწყებს ივნისსში და ყვავილობს ყინვების დაწყებამდე.

ნივიანაკი: მებაღეები უბრალოდ ბაღის გვირილასაც ეძახიან, რომელთა შორის გვხვდება როგორც ხუჭუჭა, ისე ნახევრად ხუჭუჭა ფურცლებით, მისი ყვავილები დიამეტრში ლამის 15 სმ. აღწევენ და იზრდება 80 სმ. სიმაღლეში. მისი ყვავილის შუაგული არის მკაფიო ყვითელი, ყვავილის ფურცლები აქვს ხშირი, მჭიდროდ ჩასმული და გრძელი.

პრინცესა: ალბათ ყველაზე დიდი პოპულარობით ეს გვირილა სარგებლობს. აქვს ძალიან დიდი ყვავილები, 10-12 სმ. დიამეტრში. ძალიან მომხიბვლელად გამოიყურება თაიგულებშიც. ერთ ადგილზე შეიძლება იზრდებოდეს 4 წლის მანძილზე. სიმაღლეში 35-40 სმ. აღწევს. ყვავილობს ივლისის დასაწყისიდან გვიან შემოდგომამდე. მნიშვნელოვანია არ დაგვავიწყდეს ამ გვირილის რეგულარული მორწყვა.

ალიასკა: ასევე არის დიდი ყვავილის მქონე გვირილა, 12 სმ.- მდე, და სიმაღლეში იზრდება თითქმის 1 მ. ეს სახეობა შედარებით უპრეტენზიოა, კარგად იტანს გვალვასაც და ტემპერატურის ცვლილებას. ამ სახეობის გვირილას, როგორც წესი რგავენ შემოდგომით, რომ გაზაფხული-ზაფხულისაკენ მოასწროს ყვავილობა.

ტრიუმფატორი: სახელი გაითქვა ქათქათა ფერის ყვავილით. ეს გვირილაც საკმაოდ მაღალი იზრდება 90 სმ - 1 მ. ყვავილობას იწყებს დარგვიდან მეორე წელს. ყვავილობს ივნისიდან აგვისტოს ჩათვლით. ეს სახეობა რამოდენიმე წელი არ საჭიროებს გადარგვას.

Crazy Daisy (გიჟმაჟუნა დეიზი): იზრდება 60-70 სმ. სიმაღლეში. აქვს დიდი ხუჭუჭა ყვავილები. ყვავილობას იწყებს შუა ზაფხულში და 2 თვემდე ყვავილობს. სჭირდება დროული მორწყვა და კვება. იმისათვის, რომ შეინარჩუნოს მომხიბვლელობა, ეს გვირილა 3 წელიწადში ერთხელ უნდა გადაირგას.

გვირილის დარგვა: თუმცა საკმაოდ უპრეტენზიო მცენარეა, მაინც ითხოვს სათანადო მოვლას, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სწორი ადგილის შერჩევა. წინააღმდეგ შემთხვევაში ექნება სუსტი ღერო, არ გაიზრდება სიმაღლეში და არ ექნება დიდი და ფუშფუშა ყვავილები. საკმარისია გავეცნოთ მოვლის ელემენტარულ წესებს და გვირილა დაგვასაჩუქრებს მომხიბვლელი ყვავილებით. გვირილას არ უყვარს მჟავე ნიადაგი, ეს აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ. იმისათვის, რომ შევამციროთ ნიადაგის მჟავიანობა, შეიძლება ნიადაგში შევიტანოთ ჩამქრალი კირი, ან ხის ნაცარი. გადარგვა, წესების დაცვით, უნდა მოხდეს 3-4 წელიწადში ერთხელ.

თესლით გამრავლება: გვირილას თესავენ პირდაპირ გრუნტშიც. უმეტეს წილად გაზაფხულზე, თუმცა შესაძლებელია დაითესოს შემოდგომაზეც. დათესვისათვის საუკეთესო პერიოდია აპრილი-მაისი, მაშინ როცა ჰაერის ტემპერატურა +16 - +18 გრადუსია. თესლს აყრიან მიწის თხელ ფენას, აფარებენ ცელოფანს და პერიოდულად რწყავენ. 1-3 კვირის შემდეგ აღმოცენდება პირველი ჩითილი. როცა მცენარე გაიკეთებს სულ ცოტა 4 ფოთოლს, ჩითილი უნდა გადაირგას. ირგვება ჯგუფებად 2-3 ცალი ერთად დაახლოებით 30-40 სმ. დაშორებით.

ჩითილების გამოყვანა: ჩითილების გამოსაყვანად საქმეს უნდა შევუდგეთ მარტის თვეში. სპეციალურად გამზადებულ ქოთნებში/კონტეინერებში ათავსებენ ნაკლები მჟავიანობის მქონე ნიადაგს. თანაბრად ანაწილებენ თესლს და აფარებენ ზედ ან ცელოფანს, ან შუშას. შემდეგ კონტეინერი უნდა დაიდგას თბილ ადგილზე. პერიოდულად ნიადაგი უნდა დატენიანდეს და თუ ყველაფერი სწორად გაკეთდა 2 კვირის შემდეგ აღმოცენდებიან პირველი გვირილები. უკვე შესაძლებელია ცელოფნის ან მინის აღება და კონტეინერის მზიან ადგილზე გადატანა. თუ მზე ნაკლებია, მოვიშველიოთ ლუმინისცენსიური ნათურები.

როცა ჩითილს მესამე ფოთოლი გამოუვა ცალკე უნდა გადაირგას, სასურველია გამოვიყენოთ ან ტორფის, ან პლასტმასის ჭიქები. ღია გრუნტში გადარგვამდე გვირილამ, სულ ცოტა, კიდე ერთი ფოთოლის გამოტანა უნდა მოასწროს. ღია გრუნტში გადაიტანება მაშინ, როცა უკვე კარგად დათბება და ყინვები აღარაა მოსალოდნელი, საორიენტაციოდ ეს მოხდება მაისის თვეში.

ბუჩქის გაყოფა: ასე ჩვენ შეგვიძლია უკვე ჩამოყალიბებული ახალგაზრდა მცენარის მიღება და გვირილის გამრავლების პროცესი გაცილებით უფრო გამარტივებულია. ასეთივე მეთოდით ხდება ბუჩქის გაახალგაზრდავება. გვირილა მრავალწლიანი მცენარეა და 2-3 წლის შემდეგ ბუჩქი საკმად ხშირი ხდება და შუაგულში უხმება ძველი ამონაყარი. „ასაკთან“ ერთად ყვავილები სულ უფრო პატარა და ულამაზო ხდება.

ბუჩქის ამოღებისა და გაყოფის პროცედურის ჩატარება რეკომენდირებულია სექტემბრის ბოლოს, რათა მცენარემ მოასწროს ადაპტირება ახალ გარემოსთან. ყინვების დადგომამდე, გვირილა იწყებს ფესვთა სისტემის გამაგრებას, და ამიტომ, ბუჩქის გაყოფა არ წარმოადგენს საფრთხეს მცენარისთვის. უნდა ამოვარჩიოთ უკვე ზრდასრული 3-5 წლის ბუჩქი, მთლიანად უნდა ამოვიღოთ, გავათავისუფლოთ მიწისაგან,და დავყოთ ნაწილებად, ღეროიან-ფესვიანად. ყველა ცალკეულ ნაწილს უნდა ქონდეს თავისი ფესვთა სისტემა და ახალი ყლორტები.

მცენარისათვის ახალი ორმო უნდა ამოითხაროს შედარებით დიდი და დარგვამდე დამუშავდეს მინერალური სასუქით. შემდეგ უნდა ჩაირგას ბუჩქი, კარგად დაიტკეპნოს მიწა და მოირწყას. თუ მსგავს პროცედურას ყოველ წელს განვახორციელებთ გვირილების ბუჩქი უფრო დიდი და ლამაზი იქნება.

მოვლა: გვირილის მოვლა ნამდვილად არ არის რთული პროცესი, თუ ყველაფერს სწორად გავაკეთებთ ბუჩქი იქნება უფრო დიდი, ფუშფუშა და ყვავილები უფრო ლამაზი. თუ გვეცოდინება მოვლის ნიუანსები, მაშინ გვირილები დიდ ხანს გაგვახარებენ თავისი ყვავილობით.

· გვირილა - „მზის ყვავილია“, ამიტომ ძალიან უყვარს მზე, სჭირდება სულ ცოტა 5 საათი პირდაპირი მზის სხივები;

· გვირილას უყვარს წყალი. მიუხედავად იმისა, რომ გვირილა ასე თუ ისე იტანს გვალვას, მაინც არ უნდა დაგვავიწყდეს გვირილების მოორწყვა, განსკუთრებით ცხელ დღეებში (სასურველია დილას ან საღამოს);

· ბუჩქი პერიოდულად უნდა გავასუფთავოთ, ხმელი ღეროებისა და ფოთლებისაგან;

· იმისათვის, რომ ფესვებს ქონდეს საკმარისი ტენი და ჰაერი, ბუჩქს ძირი უნდა შემოვუთოხნოთ;

· ბუჩქის გარჩემო კარგი იქნება გაკეთდეს მულჩირება;

· ნიადაგი პერიოდულად უნდა გავამდიდროთ სასუქებით. პირველ დამუშვებას ვაკეთებთ გვირილების დარგვამდე, ამიტომ პირველად მიწას ამუშავებენე მარტში. კვირტების გამოტანისას კი ნიადაგში სასურველია შევიტანოთ შარდოვანა. გრუნტის მჟავიანობის დაწევის მიზნით, შემოდგომას ნიადაგში ამატებენ ჩამქალ კირს, დოლომიტის ფქვილს და სხვა გამანეიტრალებელ საშუალებებს;

· შემოდგომისას მცენარეს ზედა მწვანე მასას აჭრიან და ტოვებენ მარტო ღეროებს. ფესვებს შემოუჩიჩქნიან მიწას და აყრიან ტორფს, ფოთლებს ან ნაფოტებს, რომ მცენარემ გადაიტანოს ყინვების სეზონი;

· პერიოდულად უნდა გადავრგათ/გავაახალგაზრდავოთ ბუჩქი;

· დაავადებული ღერო აუცილებლად უნდა მოშორდეს ბუჩქს.

დაავადებები: არასწორმა მოვლამ და, განსაკუთრებით, არასწორმა მორწყვამ შეიძლება დაავადებების გავრცელებას მისცეს მიზეზი. ყველაზე გავრცელებული დაავადებებია: ნაცრისფერი ლპობა, ჟანგი, ნაცარა და ფუზარიოზი.

ჟანგი: ფოთლებზე ამ დროს ჩნდება ჟანგისფერი ლაქა, ხოლო ფოთოლს უკანა მხრიდან ჩნდება სოკოების კერები.

ნაცარა: ამ დაავადების ამოცნობაც არ წარმოადგენს რთულ თემას, მცენარის ფოთლები იფარება თეთრი ნადებით;

ფუზარიოზი: ეს დაავადება ანადგურებს ფესვებს და მცენარეების ყელს. ფესვები ლპება, ღეროც უფრო წვრილი ხდება, ფოთლებიც ყვითლდება და საბოლოოდ მცენარე იღუპება.

სამწუხაროდ არსებობენ მავნებლები, რომელნიც აზიანებენ გვირილებს, ესენია: მართულა ჭია (ხეშეშფრთიანი ხოჭოს მატლი), ქინქლა, ტკიპა, ბუგრი და ტრიფსი. იმ შემთხვევაში, თუ მავნებლები შეუჩნდბებ მცენარეს, მათთან საბრძოლველად მოგვიწევს სპეციალური მცენარეების მოვლის საშუალებების გამოყენება. ჩვენი ჯგუფი ფესბუქში yvavilebi.ge თარგმანი:ხათუნა კალატოზიშვილი

16 April 0 799
loading...
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно