კამელია
კამელიას ბევრი იცნობს და ბევრს სურს, ჰონდეს იგი, თუმცა მცენარე ზედმეტად პრეტენზიულია და ამის გამო არც ისე ხშირად ნახავთ სახლის პირობებში. მისი გაზრდა საკმაოდ რთულია და დიდ შრომას მოითხოვს.
სახლში უმეტესად იაპონური კამელიები აქვთ. არსებობს კიდევ ჩინური, მაგრამ იგი ჩაის ნაირსახეობას წარმოადგენს,
განათება: მას კარგი განათება ესაჭიროება, მაგრამ არა პირდაპირი მზის სხივები. კარგად გრძნობს თავს აღ ან დას მხარეს, თუ მიხედავთ, სამხ. მხარეც გამოდგება, არ ივარგებს ჩრ მხარე - სინათლე იქ ძალიან ცოტაა, მცენარეს რომ სწორად განუვითარდეს ვარჯი, პერიოდულად ატრიალებენ სინათლის მიმართ. მაგრამ ასე უნდა მოიქცეთ მაშინ, როცა იგი არ ყვავილობს და არც კოკრები აქვს.
ტემპერატურა: ესეც მნიშვნელოვანი პირობაა და ყველაზე რთულად მოსაგვარებელი. გაზაფხულზე მცენარე ისვენებს, ამ პერიოდში კარგია 20-25 გრ, შეიძლება მისი გატანა გარეთ, ნახევარჩრდილში. უფრო რთულია მისთვის სწორი ტემპერატურის მოძებნა ზამთარში, რადგან სწორედ ამ დროს იწყებს იგი კოკრების გამოტანას, მცენარე ყვავილობს 15 გრ ზე.
ბევრმა მოყვარულმა არ იცის ეს და მცენარეს ტოვებს ჩვეულებრივ ოთხის ტემპერატურაზე კოკრების გამოტანისას, კოკორი ვითარდება და იშლება, მაგრამ არა ისეთი, როგორიც მისთვის საჭირო ტემპერატურაზე იქნებოდა - უფრო მცირე ზომისაა და არც ისე თვალისმომჭრელი, უმეტესობა კი ვერ იშლება და კოკრადვე ცვივა. იდეალურად ითვლება 8-10 გრ, კოკრები ყალიბდება დახლოებოთ 12 გრ ზე. ასეთი პირობების შექმნა კი ოთახში საკმაოდ რთულია, თუმცა შესაძლებელი.
მორწყვა: ყველა მცენარეს სჭირდება წყალი და სასუქი, მაგრამ კამელიას ხშირად ზედმეტად რწყავენ. ეს კი მას აფუჭებს და 2-3 თვეში იგი კვდება.
ზაფხულში იგი განმეორებით უნდა მოირწყას მიწის ზედა ფენის კარგად გაშრობის მერე. ზამთარში ჭარბი მორწყვა იწვევს კოკრების ცვენას, ფოთოლი კი ჭუჭყიანი მუქი ფერის ხდება. თუ იგი არ ირწყვება, მცენარეს ფოთოლი დასცვივა.
ჰაერის ტენიანობის გასაზრდელად ყვავილობისას მის ქოთანში მიწაზე დებენ ნამიან ხავსს, რომ ფოთლები და ყვავილები წყლის წვეთებმა არ გააფუჭოს, დანარჩენ დროს სჯობს წყლის შესხურება.
კვება: ყოველ 3 კვირაში მას აძლევენ სასუქს - კარგია მინერალური. შესვენებები არ სჭირდება - კვებავენ მთელი წლის განმავლობაში.
გადარგვა: ახალგაზრდა მცენარე ყოველწლიურად ირგვება. მოზრდილი - მეორე წელს. ყვავილობისას მცენარს გადარგვა არასასურველია, უმჯობესია ეს მოხდეს გაზაფხულზე, მისი მოყვავილების შემდეგ, მცენარეს სჭირდება მხოლოდ მჟავე ნიადაგი, იგი უნდა შედგებოდეს - 1 წ კორდის მიწა, 2 წ მჟავე ტორფის, 2 წ წიწვოვანი მიწისგან, 1 წ მდინარის ქვიშაც საჭიროა და ქოთნის ძირში კარგი დრენაჟიც.
მას ხშირად ზრდიან ორანჟერეებში, სადაც იგი კარგად იზრდება და დიდ ზომებსაც აღწევს, იქ მისთვის უფრო კარგი პირობებია - სინათლე, სითბო, ყველაფერი ზომიერად აქვს. ასეთი მცენარის გადარგვა რთულია, ამიტომ ასეთ შემთხვევაში მიწის ზედა ფენას ცვლიან ხოლმე.
გასხვლა: ასეთი პროცედურა აჩქარებს მცენარის დაბუჩქვას, ასევე ტოტებზე თავის წაწყვეტაც, თუმცა ეს პროცედურები სხვადასხვ დროს უნდა ჩატარდეს. თავს აწყვეტენ გადარგვისას. გასხვლა კი ხდება კვირტების გამოტანამდე. - ოქტომბერ - ნოემბერში.
გამრავლება: ხდება თესლით, ტოტით. თუმცა პირველი რთულია და დრო სჭირდება, შეიძლება არც ამოვიდეს და დედის თვისებებიც არ შეინარჩუნოს. შედარებით უკეთესია ტოტით, მაგრამ ესეც ხანგრძლივი პროცესია, ამისთვის მცენარეს აჭრიან ტოტის ზედა ნაწილებს, დაახლოებოთ 8 სმ სიგრძით, რომ 3 -5 ფოთოლი დარჩეს ზედ, მას დებენ ფტორის და სილის შემცველ ხსნარში, საჭიროა ნიადაგის ტემპერატურის რეგულირებაც - უნდა შენარჩუნდეს 18-20 გრ. დაფესვიანებულ ტოტებს რგავენ პატარა ქოთნებში, და მცენარის ზრდასთან ერთად ზრდიან მის ზომასაც.
მავნებლები: ემტერება აბლაბუდა ტკიპა. კამელია საკმაოდ რთული მოსავლელია, სჭირდება სწორი მოვლა, განათების, ნიადაგის,. ტემპერატურის და მორწყვის რეჟიმის სწორი შერჩევა. მხოლოდ ამ მაჩვენებლების გათვალისწინებით მიიღებთ სასურველ შედეგს და აყვავებულ მცენარეს.
თარგმანი თ. სუპატაშვილის