სასუქი ვარდებისათვის

სასუქი ვარდებისათვის: ვხსნით დაუდგრომელი ყვავილობის საიდუმლოს

ვარდები ჭირვეულ მცენარეების რიგს მიეკუთვნება.მათი წარმატებულიზრდა დამოკიდებულია სასუქების დროულ შეტანაზე.ნიუანსების ცოდნით შესაძლებელია დავეხმაროთ მცენარეს უხვ ყვავილობაში და არ მივაყენოთ მას ზიანი.

სასუქი ვარდებისათვის. ვარდისათვის სათანადო ადგილის შერჩევის შემდეგ საჭიროა საკვები ნივთიერებების მიწოდებაზე იფიქროთ,რომლებიც ორგვარია - ორგანული და მინერალური.კვება შესაძლოა ფესვიდან ან მის გარეთ მიეწოდოს.

სასუქების არჩევანი უზარმაზარია,ამიტომ აუცილებელია გარკვევა რისთვის ესაჭიროება ვარდს ესა თუ ის ნივთიერება:

აზოტი.პასუხს აგებს უხვი მწვანე მასის წარმოქმნაზე.თუ მას ჭარბად მიაწვდით ვარდს ძლიერი და ბევრი ტოტი განუვითარდება,ყვავილები კი ცოტა.აზოტის სასუქის ბოროტად გამოყენება დაუშვებელია - დაიცავით მისი დოზები.

ფოსფორი. აუცილებელია კვირტების  და მათი ჩანასახების ფორმირებისათვის.ფოსფორის შეტანაზე დამოკიდებულია ყვავილის და ღეროს  განვითარება,ყვავილების რაოდენობა.თუ მინერალური სასუქის კომპლექსში შედის ფოსფორი,მაგრამ არ არის კალიუმი,ფოსფორისაგან სარგებელს ვერ მიიღებთ.

მაგნიუმი.მას სწრაფად გამორეცხავს წვიმები და ნადნობი წყლები.მის მიმართ მოთხოვნილება იზრდება კვირტების ფორმირების დროს.

რკინა.ეს ელემენტი წამყვან როლს თამაშობს ისეთი საშიში დაავადების პროფილაქტიკაში,როგორიცაა ქლოროზი.

მინერალური მარილების ტიპები:

 1. გრანულები და მშრალი ფხვნილები.

 2. ტაბლეტები.ისინი წყალში იხსნება და მათგან მზადდება ფესვისგარეთა კვებისათვის საჭირო ხსნარი.

 3. ხსნარი.იყიდება ბოთლებით მზა ხსნარის სახით.გამოიყენება ზაფხულის განმავლობაში საკვები ნითიერებების შეტანის სქემის მიხედვით.

სასუქის შეტანის წინ აუცილებელია გაერკვეთ მათ სახესა და ტიპში.

რითი ვკვებოთ ვარდები გაზაფხულზე? ორგანული და მინერალური სასუქები ვარდის ბუჩქებისათვის იდეალურად ავსებს ერთმანეთს.ერთის მოქმედება მეორის გარეშე შეუძლებელია.ყვავილის ძირითადი კვება ხორციელდება მინერალური სასუქით.ორგანული სასუქები ნელა იშლება და ეხმარება მინერალების შეთვისაბაში.

გამოცდილი მებაღეები რეკომენდაციას უწევენ ასეთ თანამიმდევრობას: თავიდან უნდა მიეწოდოს მინერალური სასუქი,შემდეგ - მოირწყას ორგანიკით.

ვარდი საჭიროებს სასუქის მიწოდებას წელიწადში ორჯერ:

გაზაფხულის სამუშაოების დროს,ზრდის დასაწყისში.

ზაფხულში,პირველი ყვავილობის დამთავრების შემდეგ მცენარეს ძალების მოკრებისათვის დახმარება სჭირდება,რომ განმეორებით იყვავილოს.აქ ზუსტი დროის განსაზღვრა რთულია,ეს დამოკიდებულია ვარდის ჯიშზე.

მინერალური სასუქის შერჩევისას ყურადღება მიაქციეთ შემადგენლობას.ის უნდა შეიცავდეს აზოტს,კალიუმს,მაგნიუმს,ფოსფორს,რკინას და სხვა მიკროელემენტებს,რომლებიც მეორეხარისხოვან როლს ასრულებენ.თუ თქვენ თხევად სასუქს იყენებთ აუცილებლად მაშინ მორწყეთ მცენარე,როდესაც ნიადაგი უკვე სველია.თუ გრუნტი მშრალი იქნება,მცენარეს ფესვები დაეწვება.მინერალური სასუქები თანაბრად უნდა განაწილდეს ვარდის გარშემო მთალ ნიადაგზე,შემდეგ კი გრუნტი მსუბუქად უნდა დაამუშაოთ თოხით.

ვარდების მოვლისას დიდი როლიენიჭება მულჩირებას.იგი ეხმარება ნიადაგს სითბოსა და ტენის შენარჩუნებაში,იცავს ფესვთა სისტემას და აუმჯობესებს ბუჩქის გარეგნულ სახეს ესთეტიური მხრიდან.

მულჩირების პრინციპი იმაში მდგომარეობს, რომ ვარდის ბუჩქის გარშემო იყრება ბაღის კომპოსტი.თუ თქვენ ჯერ კიდევ არ გაქვთ კომპოსტის ორმო,გირჩევთ იფიქროთ მასზე.ეს შესანიშნავი საშუალებაა საკუთარი ორგანული სასუქის მისაღებად.იმისათვის რომ ვარდის გარშემო დაყრილი კომპოსტი თვალშისაცემი არ იყოს,მოაყარეთ მას დაქუცმაცებული დეკორატიული ქერქი,რომელიც მზა სახით იყიდება ყვავილების მაღაზიებში.მულჩირების ელემენტები არ უნდა ფარავდეს ვარდის მთავარ ღეროს.ვარდის კვება აუცილებელია სწორად,რადგან ეს გავლენას ახდენს მის ხელსაყრელ განვითარებაზე.

რითი ვკვებოთ ვარდები უხვი ყვავილობისათვის?

ვარდის ბუჩქების უხვი ყვავილობა ყველა მებაღის ოცნებაა.მთავარი ისაა,რომ ამისი განხორციელება ყველას არ შეუძლია.დავიწყოთ თავიდან - დარგვამდე საჭირო სასუქის მიწოდებიდან.

ვარდებს ნოყიერი ნიადაგის მოთხოვნილება აქვთ - მათთვის აუცილებელია მინერალური ნივთიერებები და ჰუმუსი.ვარდის დასარგავად ამოთხრილ ორმოში ჩაყარეთ ნეშომპალა 5 სმ. სისქეზე. ამოღებულ მიწას შეურიეთ სუპერფოსფატი,კალიუმის მარილი და ნეშომპალა,კარგად აურიეთ,ჩაყარეთ ორმოში და მორწყეთ.მომზადებულ ადგილზე 2 კვირის შემდეგ დარგეთ ვარდის ნერგი.ნიადაგის წინასწარი მომზადება - უხვი ყვავილობის გარანტიაა.

ვარდების ზოგიერთი მოყვარული გატაცებულია მინერალური სასუქებით და ივიწყებს ორგანიკას.თუმცა ის აუცილებელია ნიადაგის გასანოყიერებლად.ორგანიკა ხელს უწყობს წვიმის ჭიეყელების მოზიდვას,რომლებიხ ნიადაგს აფხვიერებენ,ეს კი ნიადაგს ჰაერგამტარს  და ფხვიერს ხდის.

ორგანული სასუქი თხევადი სახით მიეწოდება.მშრალი სკინტლი ან ნაკელი დაწვავს ფესვებს,განსაკუთრებით კი ნერგებს.

უხვი ყვავილობის მისაღებად არ დაივიწყოთ ფესვისგარე კვება.მისი შესხურება ხდება თბილ,მოღრუბლულ ამინდში,სპეციალური შემაფრქვევლის საშუალებით.უმჯობესია საღამოს,რომ საკვები ნივთიერების წვეთები ნელ-ნელა იქნეს შეთვისებული და სწრაფად არ აორთქლდეს მზეზე.

ვარდების უხვი ყვავილობის მიღწევა ადვილი არ არის.მნიშვნელოვანია ყველა ჯიშის ვარდს სწორად მივუდგეთ.ამისათვის გამოიყენება სხვადასხვა მეთოდები.შედეგებს კი დააკვირდით.სასუქების შეტანა ვარდების მოშენების დროს - ექსპერიმენტების ფართო გასაქანია.დაიცავით ზომიერება,შეისწავლეთ კვების მეთოდები და სწორად მიუდექით პროცესს.მაშინ თქვენ დატკბებით მათი დიდებული გარეგნული იერით და ბაღის ვარდების მძაფრი სურნელით!

თარგმანი: ლ.ჯერენაშვილი-სალთხუციშვილის

05 April 0 20 409
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно