ოთახის მცენარეების კვების შესახებ

მცენარეების კვება ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტია და  მორწყვის რეჟიმთან ერთად საბაზისო  მომენტს წარმოადგენს, ოთახის მცენარეების მოვლის საქმიანობაში, რომელთა გარეშე წარმოუდგენელია არა მარტო მათი  სილამაზე, არამედ ჯანმრთელობაც. ისინი ისედაც შეზღუდულ გარემოში იზრდებიან, ქოთანში, მცირე ოდენობის გრუნტში, ამიტომ მუდმივად დასჭირდებათ საკვები ნივთიერებების დამატება. თავად გრუნტში იგი საკმაოდ მალე ილევა, ამიტომ მთავარი ამოცანაა სტაბილურ დონეზე საკვები ნივთიერებების რაოდენობის შენარჩუნება, თუმცა ყველა მცენარეს ინდივიდუალური მიდგომა ესაჭიროება ამ საკითხში
სასუქის შეტანა: საკვები ნივთიერებების დანაკლისის შევსება პირდაპირ კავშირშია მცენარის ქოთანში გამოზრდის თავისებურებებთან.  ღია გრუნტში მზარდი მცენარეებისგან განსხვავებით  სახლში  მათ  დამატებით ესაჭიროებათ აქტიური ზრდის პერიოდში კვება. იმას, რასაც ისინი იღებენ, განსაზღვრვს პატრონის დამოკიდბულება მცენარეების მიმართ , და მთელი პასუხისმგებლობა მცენარეების ჯანმრთელობაზე და სილამაზეზე მათ ეკისრებათ. მცენარის კვება არაა მხოლოდ მათი დეკორატიულობის, ყვავილობის, ზრდა-გავითარებითვის, არამედ საჭიროა მათი სასიცოცხლო ფუნქციონირებისთვისაც, რომ მისთვის მიღწევადი იყოს კალიუმი, ფოსფორი, აზოტი, მიკროელემენტები და სხვ მნიშვნელოვანი ნივთიერებები. მაგრამ გადაჭარბებული არფერი ვარგა, არც აქ. - საჭიროა ოქროს შუალედის დაცვა და სტაბილური პირობების შექმნა მცენარეთა ზრდისთვის. ზედმეტი საკვები მთთვის საბოლოოდ საზიანოც კი შეიძლება აღმოჩნდეს. რეგულარული სისტემური მოდგომა მათი გავითარების ციკლის შესაბამისად- ესაა იდეალური რეცეპტი. 

როდის სჭირდება საკვები მცენარეს:  ფაქტიურად, მცენარეს არ კვებავენ მხოლოდ გადარგვიდან პირველი რამდენიმე კვირის განმავლობაში, რადგან ნიადაგში საკმარისი ნივთიერებებია მცენარის კვებისთვის ამ პერიოდში. მას შემდეგ, რაც იგი სრულად აითვისებს სუბსტრატიდან იქ არსებულ საკვებს, მერე მისი ზრდა მთლიანად პატრონზე დამოკიდებული ხდება. სასუქი ყველა მცენარეს სჭირდება, თუმცა ინდივიდუალური მოთხოვნების, გავითარების სტადიის და საკვების ათვისების ტემპის  შესაბამისად. ყველა მცენარე ინდივიდუალურია ზრდის ტემპის მიხედვით. თუნდაც ეს არ აისახებოდეს მის გარეგნობაზე,  მათ აქვთ აქტიური ზრდის და მოსვენების ფაზები. მოსვენების ეტაპზე მათი აქტიური კვება ნაადრევ გაღვიძებას იწვევს, აქტიური ზრდის დროს კი კვების არარსებობა  აფერხებს ახალი ტოტების, ფოთლების, ყვავილის გამოტანას.  სწორედ ამიტომ  მცენარეთა უმეტესობას კვებავენ აქტიური ზრდის პერიოდში, იშვითად კი მინიმალურ საკვებს აძლევენ ზოგიერთ მცენარეს მოსვენების ფაზაშიც. კვების ვადები ინდივიდუალურია ყველა მცენარისთვის. ზოგადად, სასუქის მიცემას იწყებენ ადრე  გაზაფხულიდან, როცა ახალი ტოტები და ფოთლები იწყებს ზრდას.  სასუქის შეტანას წყვეტენ მას მერე, რაც მცენარე შეწყვეტს ზრდას. ტრადიციულად ეს პერიოდი მარტიდან სექტემბრამდე გრძელდება, თუმცა კონკრეტული ვადები კონკრეტული მცენარის მოთხოვნებზეა დამოკიდებული. ასე მაგ. სპეციალურად ზამთარში მოყვავილე ჯიშებს კვება სექტემბერ-ოქტომბერში ეწყებათ ივნისამდე, ანუ სრულიად განსხვავებულ პერიოდში.
სიხშირე და დოზები:  ვადები მეტ-ნაკლებად დადგენილია, მაგრამ კვების სიხშირე მეტ შეკითხვებს იწვევს. ზოგს ყოველკვირეულად სჭირდებათ, ზოგი საკვებს თვეში ერთხელ საჭიროებს. იგივე შეიძლება ითქვას რაოდენობაზეც-  ზოგს პაკეტზე მითითებული კონცენტრაცია ჰყოფნის, ზოგს კი ორმაგად გაზავებული სჭირდება,  ტრადიციული, სტანდარტული მიდგომით მცენარეებისთვის საკმარისია 2-3 კვირაში ერთხელ , შედარებით ხშირად შეაქვთ სასუქი უხვად მოყვავილე მცენარეებში, შედარებით იშვიათად - სუკულენტებში და უდაბნოს მცენარეებში.
რაც ეეხება რაოდენობას, აქაც  გასათვალისწინებელია მცენარის ინდივიდუალური მოხოვნები სასუქის კონკრეტულ შემადგენლობაზე. სუბტროპიკულ და ტროპიკულ მცენარეებს კვებავენ მითითებული სტანდარტული დოზებით, სუკულენტებს, ახალგაზრდა მცენარეებს ან ტოტით გამრავლებულებს, ასევე უდაბნოში ან მთაში მზარდ მცენარეებს კი განახევრებული დოზები უნდათ. 

კვების გრაფიკი: კარგია ცალკეული მცენარისთვის ინდივიდუალური გრაფიკის შედგენა, ინფორმაციის ჩამოწერას და სისტემატიზაციას გარკვეული დრო სჭირდება ,მაგრამ ასე თავიდან აიცილებთ შესაძლო შეცდომებს და მცენარეები გარანტირებულად მიიღებენ განკუთვნილ ულუფას სწორედ იმ ნიცვთიერებებისას, რომლებიც სწორედ მოცემულ მცენარეს ესაჭიროება. ამიტომ ყველა მცენარისთვის უნდა დაიწეროს : კვების სავარაუდო ვადები, სიხშირე, საკვების ტიპი და დოზები.  შემდეგ ამ მონაცემებით ცხრილის შექმნით გამოგივათ ეფექტური და მარტივი სისტემა, რაც ნებისმიერი პრობლემის გადაჭრაში დაგეხმარებათ, რომელიც მცენარეთა კვებას უკავშირდება.
ოთახის მცენარეებისთვის სასუქით კვების 12 ოქროს წესი: 
1. ინდივიდუალურად მიუდექით მცენარეებს
2.მიჰყევით სასუქის მწარმოებლების ინსტრუქციას
3. არ გადაუხვიოთ მცენარის ინდივიდუალური მოთხოვნების მიხედვით შედგენილ გრაფიკს
4.გულმოდგინედ შეარჩიეთ კვების დრო და პირობები - ცხელ დღეებში, პირდაპირი მზის ქვეშ მყოფი მცენარეებისთვის არ ივარგებს საკვების მიცემა დღისით, ეს სჯობს საღამოს ან ადრე დილით გააკეთოთ და მხოლოდ მოღრუბლულ დღეებში - დღისით.
5.არასდროს შეიტანოთ თხევადი სასუქი გაზავების გარეშე.
6. არ შეიძლება  მშრალი პროლონგირებული მოქმედების სასუქის დაყრა მშრალ მიწაზე. ქოთნის მცენარეები წინასწარ უნდა მოირწყას რამდენიმე საათით ადრე  და მერე უნდა ჩატარდეს პროცედურა.
7.თუ სასუქს არაფესვური გზით აძლევთ ანუ შესხურების მეთოდით, პროცედურიდან რამდენიმე საათის შემდეგ ისევ უნდა დაინამოს მცენარე სუფთა წყლით, ასე თავიდან აიცილებთ დამწვრობას.
8. მიეცით მცენარეს მისთვის საჭირო ნივთიერებები, ერთის შეცვლა მეორით, სხვადასხვა შემადგენლობის სასუქის არევა დაუშვებელია, ერთი ნივთიერების მაღალი კონცენტრაცია არ ცვლის სხვა ნივთიერებას,
9.არ მისცეთ სასუქი მცენარეს გადარგვის შემდეგ, უნდა გავიდეს 2-3 კვირა მაინც.
10.ახალმოტანილი მცენარეებს, რომლებიც 2 კვირიანი კარანტინიდან გადადგით დანარჩენ მცენარეებთან, უკვე შეგიძლიათ მისცეთ საკვები, მაგრამ დიდ, ძლიერ ჯანმრთელ მცენარეებს,  რომლებიც ხარისხიან მიწაში იზრდებიან, სასუქი 2-3 თვის მერეც შეგიძლიათ მისცეთ.
11. უარი თქვით კვებაზე, თუ ეჭვი გაქვთ მცენარის ფესვის ლპობაზე,  მჟავეობის მხრივ არასწორად შერჩეულ ნიადაგზე, არასწორად დაფესვიანებაზე. არ კვებოთ დაავადებული ან მწერებშესეული მცენარე, განსაკუთრებით თუ მწერები ნიადაგში ბუდობენ.
12.დაუშვებელია ხალხური საშუალებებით - ხილის ნაფცქვენებით, ყავის ნალექით, ჩაის ნარჩენებით მათი კვება. 

სასუქის ტიპები და მათი შერჩევა: იმისთვის, რომ სწორად შეარჩიოთ სასუქი თქვენი ოთახის მცენარეებისთვის, უნდა გაითვალისწინოთ თითოეული მცენარის ინდივიდუალური თავისებურებები და მათი  მოთხოვნები სასუქის მიმართ. უამრავი პრეპარატიდან, რაც დღეს ბაზარზე იყიდება, მხოლოდ მცენარეთათვის ყველაზე შესაფერისი სასუქი უნდა აარჩიოთ და არ უნდა ეძებოთ უნივერსალური სასუქი, რაც ყველა მცენარეს გამოადგება.
სასუქის 3 საბაზისო ტიპი ოთახის მცენარეებისთვის:
1. უნივერსალური სასუქი მცენარეთა უმრავლესობისთვის
2 სასუქი მოყვავილე მცენარეებისთვის
3. სასუქი დეკორატიულფოთლიანი მცენარეებისთვის
მაგრამ მხოლოდ ამ საბაზისო ტიპებით არ შემოიფარგლება  სასუქების არჩევანი,, სუკულენტებს, ორქიდეებს, როდოდენდრონებს და სხვა ტიპის მცენარეებს სპეციალური სასუქი ესაჭიროება.
სასუქის შეტანის ფორმის მიხედვით ისინი იყოფიან:
 - თხევად სასუქად, რომელიც შეაქვთ წყალთან ერთად - ყველაზე პოპულარული, უნივერსალური და უსაფრთხო მეთოდია.
 - ხანგრძლივი ქმედების სასუქად, რომელიც ერევა სუბსტრატს და თანდათან დაშლის გზით გამოყოფს სასარგებლო ნივთიერებებს. ასე მარტივდება მცენარეების მოვლა, მათ აღარ სჭირდებათ ტრადიციულად სასუქის მიწოდება კლასიკური ვარიანტით,
- სპეციალურ არაფესვურ სასუქად, რომელსაც ასხურებენ ფოთლებს.
სასუქი არსებობს თხევადი, ფხვნილის, გრანულების, ბრიკეტების ან კაფსულების სახით . (8)
სასუქი ოთახის მცენარეებისთვის შეიცავს 3 სასიცოცხლოდ მნიშვნელვან ელემენტს თანაბარი ან განსხვავებული პროპორციებით, რაც შეირჩევა სხვადასხვა კონკრეტული კულტურის მოთხოვნების გათვალისწინებით. აზოტი, ფოსფორი, კალიუმი, სხვა მიკროელემენტების, ფიტოჰორმონების, ორგანული ნაერთებისა თუ ზოგჯერ სასარგებლო ბაქტერიების დამატებით ავსებს და ამარაგებს მცენარეს საშენი მასალით მისი ქსოვილებისთვის, ხელს უწყობს მის სილამაზეს და ჯანმრთელობას. ოთახის მცენარეებისთვის სასუქი შეიძლება იყოს  ორგანული, მინერალური ან შერეული. სწორედ ასეთი კომბინირებული სასუქი ითვლება ყველზე პოპულარულად და უნივერსალურად, დღეს სასუქის უამრავი ინოვაციური სახე არსებობს, აბსოლუტურად ნატურალური შემადგენლობით,  უსაფრთხო, ქიმიის გარეშე.
მაგრამ რა ტიპის სასუქიც არ უნდა აირჩიოთ, აუცილებლად გათვალისწინებული უნდა იყოს მცენარეთა მოთხოვნები, უნდა იცოდეთ და მკაცრად დაიცვათ მწარმოებელთა რეკომენდაციები.

თარგმანი თ. სუპატაშვილის

10 April 0 0

лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно