გადმოწერე ჩვენი ანდროიდ აპლიკაცია

ვარდი თესლიდან

ასე ამრავლებენ ვარდს როცა ახალი ჯიშის მიღება სურთ. ვარდი, რომელიც არ იძლევა სრულფასოვან თესლს, ან მისი თვისებები არ გადაეცემა ნათესს, სხვა მეთოდებით მრავლდება - ვეგეტატიურად ან მყნობით. ადვილად მრავლდება თესლით და მყნობით ასკილი, ნემსა ვარდი, წითელფოთოლა ვარდი, დაჭმუჭნული ვარდი,, მათ ნაყოფს კრეფენ ზაფხულის მეორე ნახევარში, როცა უკვე წითელ ან ყვითელ ფერს იძენს, მაშინვე ამოაქვთ თესლი, ურევენ მდინარის ქვიშაში, აწყობენ ყუთში და ინახავენ სარდაფში. სტრატიფიკაცია გრძელდება 8-18 თვე 2-3 გრ ზე საკმაო ტენიანობის და ვენტილაციის პირიბებში. დაჭმუჭნული და დარიჩინისებრი ვარდის თესლი შემოდგომაზე ითესება. ამოდის მომდევნო გაზაფხულზე. ბოლო დროს გამოჩნდა გასაყიდად პოლიანტური ვარდის თესლები, ეს ვარდები კომპაქტური და უხვადმოყვავილეა. მათი გაზრდა შესაძლებელია ეზოშიც და სახლშიც, მათაც სჭირდებათ სტრატიფიკაცია, რისთვისაც თესავენ ყუთში ზამთარში. დათესვამდე თესლს ამუშავებენ ზრდის სტიმულატორით, მერე თესავენ ტენიან სუბსტრატში, ზემოდან ქვიშას აყრიან და ოდნავ ტკეპნიან. ნამავენ პულვერიზატორით, მერე ყუთს დებენ პაკეტში და 2 კვირით ტოვებენ ოთახში, ბოლოს კი მიაქვთ სარდაფში სიგრილეში 5-7 გრ ზე 1-2 თვით. თუ თესლი კარგი ხარისხისაა და დამუშავებულია ზრდის სტიმულატორით, სტრატიფიკაციის პერიოდშიც ამოდის ზოგჯერ, ამიტომ მათ ხშირად ამოწმებენ, ანიავებენ და საჭიროებისას ნამავენ ნათესს. როცა ამოვა, გადააქვთ ნათელ  გრილ ადგილას, რომ ჩითილები არ წაგრძელდეს,მაგრამ  იცავენ მზის სხივებიდანაც.
ჩინური ვარდი - ანგელოზის ფრთები სიმაღლით 30სმია. გამოდგება ღია გრუნტშიც და სახლშიც, კარგად იზრდება და ყვავილობს მზეზეც და ოდნავ ჩრდილშიც.  მის თესლს არ სჭირდება სტრატიფიკაცია, ყვავილობას იწყებს დათესვიდან 11 კვირაში. თებერვალში დათესილი იყვავილებს მაისში და პატარა ბუჩქზე მინიატურული ყვავილები იშლება.
ქოთანში დათესილ ვარდის თესლს ზემოდან 2მმ ფენად აყრიან სუბსტრატს და ვერმიკულიტს, მერე ნამავენ, დებენ პაკეტში და თავს უკრავენ. ნათესის გაზრდისთვის საჭირო ოპტიმალური ტემპერატურა 18-20 გრ უნდა იყოს. ასეთ შემთხვევში ამოდის 20-30 დღეში. ჩითილებს ზრდისთვის სჭირდებათ 10-14 გრ. პიკირება ხდება აპრილ-მაისის შუალედში.  ეს ვარდი მოსწონთ მეყვავილეებს, ბუჩქის კომპაქტურობის, უხვი ყვავილობის გამო.. ოქტომბრამდე ბუჩქს ამშვენებს თეთრ-ვარდისფერი ხუჭუჭა ან ნახევრადხუჭუჭა ყვავილები, შეკრული ერთ დიდ ყვავილედად. მოყვავილებული ნაწილის დროული მოცილება ასტიმულირებს ახალი კოკრების წარმოქმნას. თუ მას ზამთარში გარეთ ტოვებენ, დასჭირდება დაფარება. https://yvavilebismovla.ge/yvavilebi/193-rogor-gavzardot-vardi-taigulidan.html


13 May 0 32 187

лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно