რა ითესება მარტში
ზამთარი მიდის და მალე აგარაკზე ბაღ-ბოსტანში მუშაობის სეზონი იწყება. გავიხსენოთ, რა შეიძლება დავთესოთ გაზაფხულის პირველ თვეში. უმეტესობა მცენარეების თესლი ითესება გაზაფხულის დასაწყისში. მანამდე ამზადებენ ჭურჭელს, დასათეს სუბსტრატს, თესლს, რომელსაც წინასწარ გავლილი აქვს დამუშავება.
მარტის პირველ ნახევარში ითესება:
ვერბენა - მას თესავენ ყუთებში, რომლებიც სავსეა მსუბუქი ჰუმუსიანი მიწით, ქვიშით ან პერლიტით, თესლს ანაწილებენ ნამიან გრუნტზე და ზემოდან მსუბუქად ფარავენ ნეშომპალის თხელი ფენით. აფარებენ მინას და დებენ 18-20გრ ზე.
ნათესის გამოჩენამდე რეგულარულად ნამავენ და ანიავებენ, დაახლოებით ერთ თვეში მათი ამოსვლისას მინას აღარ აფარებენ და გადააქვთ უფრო გრილ ადგილზე. 3-4 ნამდვილი ფოთლის ამოსვლის მერე კი ხდება მათი პიკირება ცალკე ერთჯერად ჭიქებში, მიწაში რგავენ თბილი ამინდების დადგომის მერე.
პეტუნია - მშვენიერია, როგორც ყვავილნარში, ისე ცალკე, ამპელურ მცენარედ. მის თესლს დათესვის მერე ზემოდან მიწას არ აყრიან, ფრთხილად ანაწილებენ ნამიან ზედაპირზე და პულვერიზატორიდან კიდევ ასხურებენ ცოტა წყალს.
დათესილ ჭურჭელს აფარებენ მინას ან ცელოფნის პარკს, ასათბურებენ, დებენ განათებულ ადგილზე სითბოში - 23-26გრ ზე, სანამ არ ამოვა. 3-4დღის მერე ტემპერატურას ცოტა აქვეითებენ - 18-20გრ მდე. პიკირება აუცილებელი არაა, თუ თავიდანვე ცალკ-ცალკე ჭიქებში ჩავთესავთ. თესვის დრო - მაის-ივნისია.
ხავერდა - ერთერთი ყველაზე პოპულარული მცენარეა ნებისმიერ აგარაკზე, ქალაქის კლუმბებზე. სამშობლო სამხრ. ამერიკაა, სადაც მას ტაგეტესს უწოდებენ ერთერთი მითიური პერსონაჟის სახელის მიხედვით. მას თესავენ ტორფის, ნეშომპალის, კორდის მიწის და ქვიშის ნარევში პროპორციით 1:1:1:0,5. ითესება კვლებში,რასაც წინასწარ ავლებენ სუბსტრატში. ზემოდან აყრიან სუბსტრატს და აფარებენ პლასმასის გამჭირვალე კონტეინერის თავსახურს. ამოდის 5-7 დღეში. 2 ნამდვილი ფოთლის ამოსვლის მერე ხდება პიკირება, ღია გრუნტში კი ირგვება ივნისის შუა რიცხვებში ![]()
ერთწლიანი გეორგინები - პრეტენზიული მცენარეა, მაგრამ სილამაზის გამო ყველაფერს პატიობენ. ითესება მარტის მეორე ნახევარში. ივნისში კი უკვე მისი მრავალფეროვნი ყვავილებით ტკბებიან.
ექინაცეა - მრავალწლიანი, გვრილის მსგავსი მცენარე, უამრავი სამკურნალო თვისებებით, უპრეტენზიოა მოვლაში, მშვენივრად გამოიყურება ეზოებში. მას თესავენ 0,5სმ სიღრმეზე, ზემოდან თხლად აყრიან ქვიშას, ნამავენ პულვერიზატორით, საკმაოდ დიდხანს ამოდის, (1-1,5 თვე) მანამდე კი დასათბურებული აქვთ და ხანდახან ანიავებენ, რომ არ გაჩნდეს კონდესატი და ნამავენ მიწას. ოთახში არ უნდა ცხელოდეს, ოპტიმალური ტემპერატურა 13-15გრ უნდა იყოს. მაისის შუა რიცხვებში წამოზრდილი ნათესი გადააქვთ ღია გრუნტში. ![]()
სურნელოვანი თამბაქო - თესლი წვრილია, ამიტომ ღრმად არ ითესება, საკმარისია ნამიან გრუნტში ოდნავ ჩაღრმავება. ჭურჭელს აფარებენ და დებენ სითბოში - 20გრ ზე. ამოდის დაახლოებით 20 დღეში,მანამდე რეგულარულად უნდა დაინამოს. მერე ხსნიან საფარს და ფრთხილად რწყავენ წვრილცხვირიანი სარწყავით. მაისის ბოლოს-ივნისის დასაწყისში კი გადააქვთ ღია გრუნტში. ![]()
დრუმონდის ფლოქსი - ერთწლიანია, დაბალი, მშვენივრად ავსებს კლუმბებს, სადაც ბევრი მაღალი მრავალწლიანი მცენარეა. ყვავილობის პერიოდი - ივნისიდან გვიან შემოდგომამდე.
მარტის მეორე ნახევარში ითესება :
კვირისტავა - მის 2-3 თესლს ერთად თესავენ ტორფიან ქოთნებში, რომლებშიც ნამიანი სუბსტრატია, დაახლოებით 1სმ სიღრმეზე. დაფარება აუცილებელი არაა. 5-7 დღეში ამოდის, თუ თესლი ახალია. ყუთებს დებენ გაბნეულ სინათეზე 22-24 გრ ზე.
რწყავენ მიწის გაშრობის მერე, ნათესს სასუქსაც აძლევენ 2-3 კვირანი ინტერვალით, სულ სამჯერ, ღია გრუნტში გადააქვთ მაისის მეორე ნხევარში.
ციცინო - მის წვრილ თესლს ქვიშის, ნეშომპალის და ტორფის თანაბარი ნარევში თესავენ, არაღრმად, ზემოდან ცოტას კიდევ აყრიან სუბსტრატს. აფარებენ ყუთს ცელოფანს და დებენ 10-12 დღე, მერე ნათესიც ამოდის, 2 ნამდვილი ფოთლის ამოსვლის მერე ხდება პიკირება, ღია გრუნტში კი გადააქვთ მაისის ბოლოს - ივნისის დასაწყისში.
ლობულარია - ნიადაგმფენი მცენარეა, ხანგრძლივი ყვავილობით, ეფექტური სურნელოვანყვავილებიანი მცენარე ალამაზებს სააგარაკე ნაკვეთებს, ეზოებს.
მაურანდია - ლიანასებრი ხვიარა მცენარე, იზრდება 4მ მდე, და გამოიყენება კოლონების, კედლების, ღობეების გასალამაზებლად.ითესება ქოთნებში, სადაც ნოყიერი ფხვიერი მიწაა.დათესვამდე მიწას ნამავენ, თესლს ოდნავ აღრმავებენ, ზემოდან კი ქვიშას აყრიან, აფარებენ გამჭირვალე პლასმასის სახურავს ან მინას და დებენ სითბოში, საჭიროებისას ნამავენ.
ამოდის 4-6 კვირაში, მათ რეგულარულად ანიავებენ, ერთი კვირის შემდეგ საერთოდ აცლიან სახურავს, რწყავენ ზომიერად, რომ არ დაავადდეს „შავი ფეხით“.მაისის შუა რიცხვებში რგავენ ღია გრუნტში, ყვავის ივლისის შუიდან შემოდგომამდე.
იბერისი - ითესება მიწის ზედაპირზე, ზემოდან თხლად აყრიან ქვიშას, აფარებენ ცელოფნის პარკს, დებენ ნათელ ადგილზე. პიკირება არ ხდება, რადგან თავიდანვე ითსება ცალკე ჭურჭელში.
მიწას ნამავენ გაშრობისთანავე. ნათესი ამოდის 1-2 კვირაში, გრუნტში გადააქვთ მაისში, მას მერე, რაც ღამით ყინვვები აღარ იქნება.
მაჩიტა - ეს მრავალწლიანი მცენრე ითესება მსუბუქ ფხვიერ მიწაში ზედაპირულად, ზემოდან ქვიშას აყრიან და ნამავენ. მერე აფარებენ უქსოვ ქსოვილს, ამოდის 10 დღეში. 3 ნამდვილი ფოთლის ამოსვლის მერე ხდება პიკირება ან ცალკე ჭიქებში ან უფრო დიდ ყუთში, ღია გრუნტში გადააქვთ ივნისში. ![]()
დევისპირა - მას წვრილი თესლი აქვს, რასაც ქვიშაში ურევენ და თანაბრად მოაყრიან მიწას, მერე ნამავენ თბილი წყლით, და აფარებენ ცელოფანს, ამოსვლის დროს ნამდვილი ფოთლების გამოჩენის შემდეგ ხდება პიკირება ცალკე ქოთნებში.
შემდეგ კიდევ ერთხელ ნათესის ამოსვლიდან ერ თვეში, მათ თავს აწყვეტენ, როცა 10სმ გახდებიან სიგრძეში და უკვე სასუქიც სჭირდებათ - კომპლექსური მინერალური. ღია გრუნტში მცენარე გადააქვთ უკვე ნახევრადმოყვავილე, მაისის ბოლოს - ივნისის დასაწყისში.
ერთწლიანი ასტრა - ითესება ქვიშის, ბოსტნის მიწის და ტორფის ნარევში - 0,5:1:2 პროპორციით. შეიძლება ხის ნაცრის დამატებაც -0,5 ჭ. 5ლ ნარევზე. ზემოდან თესლს აყრიან ქვიშას. ნამავენ და ასათბურებენ, დებენ 15-20გრ ზე.
5-7 დღეში ამოდის, მერე თავსახურს ხდიან და ხდება პიკირება, მას შემდეგ მორწყვა უკვე ჩვეულებრივად სჭირდება ფესვებთან. კვება კი კომპლექსური მინერალური სასუქით უნდა. 5-7 სმ რომ გახდება, ნათესი გადააქვთ ღია გრუნტში,
ყვავილების დროული დათესვით ეზო-ბაღი მშვენიერი შესახედავი იქნება, მცენარეთა ყვავილობის დროს.![]()
თარგმანი თ. სუპატაშვილის