პუანსეტია(შობის ვარსკვლავი) სადღესასწაულოდ გაყვავდება თუ...

ეს მცენარე შესანიშნავი საჩუქარია წინასაშობაო-სადღესასწაულო განწყობის შესაქმნელად. თუმცა, იმისათვის, რომ ამ საოცრებამ იყვავილოს დღესასწაულების მიჯნაზე, გარკვეული მანიპულაციების ჩატარება იქნება საჭირო.

თუ მცენარე მე-2, მე-3 წელი და მეტი პერიოდის მანძილზე ბინადრობს ჩვენს ბინაში, მაშინ მისი მოვლისათვის მთელი წლის მანძილზე უნდა ვიზრუნოთ. ჩვენს საიტზე მოცემულია ვრცელი სტატია პუანსეტიას მოვლის შესახებ (ბმული იხილეთ ქვემოთ). მნიშვნელოვანი ამ პროცესში არის მცენარის სწორად გასხვლა-სასურველია მასზე დარჩეს 5-9 ყველაზე ჯანმრთელი და ძლიერი ღერო, მომავალში ამ ღეროებს დაეკისრება საშობაო ყვავილობის მისია. ხოლო, ყვავილობისათვის მომზადების პროცედურებს სასურველია შევუდგეთ სექტემბრის თვეში.

რა არის საჭრო:

1. სინათლისაგან დაცვა. საღამოს 18:00სთ-დან დილის 9:00სთ-მდე მცენარე უნდა იყოს სიბნელეში. უმეტეს შემთხვევაში მცენარეს აფარებენ ქაღალდის ყუთს ან მუქი ფერის ცელოფანს.

2. განათების ბუნებრივი ცვალებადობა. ამისათვის მცენარეს დგამენ იქ, სადაც სინათლის ცვალებადობა ბუნებრივად მიმდინარეობს, არ ხდება ხელოვნური განათების ჩართვა. ასეთი ბუნებრივი ცვალებადობა ხელს უწყობს ახალი ღეროების გამოტანას.

3. მცენარის მორწყვა და კვება. მცენარე უნდა მოირწყას თბილი წყლით. კვება საჭიროა დაახლოებით 10-14 დრეში ერთხელ.

4. სწორად განთავსება. დეკემბრის ბოლოს შესაძლებელია მცენარის საცხოვრებელ ფართში, ანუ განათების ხელოვნური ცვალებადობის რეჟიმში, სადღესასწაულო ადგილზე განთავსება.

ყვავილობის პერიოდის გახანგრძლივება თუ სახლის პირობებში ყვავილობას მივაღწიეთ, შემდეგი ამოცანა ყვავილობის პერიოდის გახანგრძლივება იქნება. პირობები შემდეგია:

- ხელსაყრელი ტემპერატურული რეჟიმი, დღისით +19°-+21°, ღამით +16°-+17°;

- მცენარის სიცივისაგან, ორპირისა და ტემპერატურის მკვეთრი ვარდნისაგან დაცვა;

- ზომიერი მორწყვა, გრუნტის ზედა ფენის გაშრობის შემდეგ.

პუანსეტიას მოვლის შესახებ იხილეთ შემდეგი სტატიები: https://yvavilebismovla.ge/yvavilebi/872-puansetias-shobis-varskvlavis-movlis-saidumloebebi.html

30 January 0 85

лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно