ორქიდეების პრობლემები ფოთლებზე და მათი მკურნალობა
პრობლემები ფოთლებზე და მათი მკურნალობა
გარეგნულად მოწყენილი ფოთლები,რომლებიც დროთა განმავლობაში ყვითლდებიან და კვდებიან,მიზეზი-რამდენიმეა:დაზიანებული ფესვთა სისტემა,არასწორი მოვლის გამო ფესვები ან ხმება, ან ლპება.ეს თავის მხრივ, განპირობებულია:
ზედმეტი მორწყვით,-ბუნებაში ისინი ეპიფიტურად იზრდებიან ტროპიკულ კლიმატში,სხვა მცენარეებზე, ხეებზე,სადაც პრაქტიკულად ყოველდღე ხანმოკლე თბილი წვიმა მოდის,ანუ ფესვები ყოველდღე სველდება, მერე კი,ჰაერის ცირკულციის გავლენით ,შრება.სახლშიც ასეთი პირობების შექმნაა საჭირო,მიახლოებული ბუნებრივთან,-ყოველი მორწყვის შემდეგ, სუბსტრატი,რაშიც მცენარე იზრდება, აუცილებლად კარგად უნდა გამოშრეს.მუდმივად სველი ფესვები,საბოლოოდ დალპება.
მკვრივი სუბსტრატით -დროთა განმავლობაში სუბსტრატი იშლება და კარგავს ორქიდეისთვის ყველაზე საჭირო თვისებას - ჰაერგამტარიანობას,სხვაგვარად რომ ვთქვათ, მკვრივდება,ფესვები ვეღარ იღებს საჭირო ოდენობით ჟანგბადს და „იხრჩობა“.სუბსტრატის გამკვრივების სისწრაფეზე ბევრი ფაქტორი მოქმედებს.მათ შორის მასში სოკოების და წყალმცენარეების არსებობა.
მორწყვის ნაკლებობით-ორქიდეის მორწყვისას არ გამოდგება დღეების რაოდენობაზე ორიენტირება,როგორც ამას ახალბედები აკეთებენ, რადგან სუბსტრატის გაშრობაზე ბევრი რამ მოქმედებს,მაგ:ქოთნის ზომა,განათება,სუბსტრატის შემადგენლობა,ჰაერის ტენიანობა, გარემოს ტემპერატურა,ზოგჯერ სუბსტრატი 5 დღეში შრება, ზოგჯერ სიცივეა, მოღრუბულია და 20დღეში შრება,,პატარა ქოთნებში კიდევ უფრო სწრაფად შრება,სწორედ ამიტომ მათ რგავენ პატარა და ვიწრო ქოთნებში.თუ იშვიათად მორწყავთ,ფესვები გასხმება ნაწილობრივ ან სულ მთლიანად.ფესვების და მთლიანად მცენარის გადახურება-მაღალი
ტემპერატურის, პირდაპირი მზის სხივების ან გამათბობლის ცხელი ჰაერის ზემოქმედებით მცენარის ზედა ნაწილი-ხურდება და ზედმეტად იწყებს წყლის აორთქლებას ფოთლის ფორებიდან,, მსგავსი რამ ხდება ქოთანშიც -სუბსტრატი ცხელდება, წყლის აორთქლება იქაც ხდება მისი ზედაპირიდან,მცენარის ფესვები ცივდება და წყლის შეწოვა მკვეთრად ნელდება ან საერთოდ ჩერდება,ანუ - წყალი ორთქლდება ფოთლებიდან,მაგრამ შეწოვა აღარ ხდება,რის გამოც ფოთლები რამდენიმე საათში დუნდება და იწყენს,.მერე კი ჭკნება.
ბრძოლის მეთოდები:თუ მცენარე გადახურდა, იგი შეაქვთ ოთახის სიღრმეში ,სადაც ტოვებენ 2-3 სთ.არ შეიძლება მაშინვე პულვერიზატორით წყლის შესხურება,მორწყვა.ჯერ კარგად უნდა გაგრილდეს,გადახურებულ ფოთოლზე წყლის შესხმა მის დაზიანებას და კვდომას გამოიწვევს,ხშირად პირველი მორწყვაც არ შველის უცებ, ფოთლებში წყლის ბალანსის ააღდგენას ზოგჯერ 3-4 დღე სჭირდება.განმეორებით გადახურების ასაცილებლად მას სხვა ადგილს უძებნიან, დგამენ შედარებით გრილი ოთახის ფანჯარაზე ან სიღრმეში,თუმცა 90% შემთხვევებში მიზეზი შესაძლოა ფესვების დაზიანება იყოს. დაზიანების 4 ხარისხით-მსუბუქი,საშუალოდ მძიმე და ძალიან მძიმე. ხარისხის დასდგენად მცენარეს ანჯღრევენ ქოთანში.სუბსტრატში თუ მყარადაა,ესე იგი,მორწყვის ნაკლებობაა,ფესვები ჯერ კიდევ ცოცხალია,გადარჩენაც შესაზლებელია- გადადგით ქოთანი ფანჯრიდან,მოიცადეთ დაახლ 1 სთ.მერე ჩადგით თბილწყლიან (30-40 გრ) ჭურჭელში ერთი სთ-ით,არ გამოიყენოთ ამ დროს სასუქი,სტიმულატორები,რეგულატორები.ისედაც დაზიანებულ ფესვებს დამატებით ნუ დაწვავთ კიდევ,ერთი სთ-ის შემდეგ შეიძლება თბილი შხაპით მთლიანად აბანავოთ კიდეც,მხოლოდ ყვავილები მოარიდეთ, მერე ზედმეტი წყალი დაწურეთ, ფოთლის უბეები და შუაგულები ამოუმშრალეთ,და მცენარე დადგით ნათელ ადგილზე,სადაც 18-25 გრ ია, მომდევნო 2-3 დღეში ფოთლების მდგომარეობა უნდა გამოსწორდეს.თუ ასე არ მოხდა, ესე იგი გვიან მიხვედით მისახმარებლად და აღდგენა უკვე შეუძლებელია, თუ მცენარე ჯანჯღარებს ქოთანში, შეგიძლიათ ამოიღოთ და დააათვალიეროთ ფესვები, ნახოთ რამდენია საღი დარჩენილი,ფერის მიუხედავად.
საღი ფესვები მკვრივი და მაგარია შეხებით,ახალი ფესვები მოთეთრო ფერისაა მშრალ მდგომარეობაში,სველი კი მომწვანო.ძველი ფესვები - ღია ყავისფერია,დამპალი ფესვები ყოველთვის ყავისფერია,სლიპინა და მომჩვარული შეხებით, ხელის მოჭერისას კი გამოსდის სითხე და შიშვლდება ძაფისმაგვარი შუაგული.კარგად დაათვალიერეთ ფესვები,მოაშორეთ დამპალი,თუ მხოლოდ ნაწილია ფესვის დამპალი,გადაჭერით საღ ადგილამდე, გადანაჭერს მოაყარეთ გააქტივებული ნახშირი ან დარიჩინი.თუ მცენარეს თუნდაც ერთი საღი ფესვი შერჩა-6სმ ზომით, ჩარგეთ იგი პატარა ქოთანში,დადგით თბილ,ნათელ ადგილზე და მორწყეთ,როგორც ჩვეულებრივი საღი მცენარე, მას შემდეგ რაც სუბსტრატი კარგად გაშრება ხოლმე.
05 February
0
0