ადენიუმი თესლიდან

ადენიუმი მრავლდება სხვადასხვა მეთოდით და ყველას თავისი პლიუს-მინუსი აქვს.

ადენიუმი თესლიდან - მისი თესლის გამოწერა შესაძლებელია ინტერნეტით. თესლით გაზრდილი მცენარე სწრაფად ივითარებს კაუდექსს, მაგრამ ასე ჯიშის ნიშნები შესაძლოა, არ შენარჩუნდეს, ანუ არ არსებობს გარანტია, რომ მასაც იმ ფერის ყვავილი ექნება, რაც ფოტოზე ნახეთ. დათესვა ჯობს გაზაფხულზე ან ზაფხულის დასაწყისში, რომ მოასწრონ ზამთრამდე გაზრდა, თუმცა პრაქტიკამ აჩვენა, რომ ზამთარშიც წარმატებით იზრდებიან. ამ მცენარის თესლი მალე კარგავს ამოსვლისუნარიანობას, ამიტომ ეს დროულად უნდა მოხდეს. შემოდგომა -ზამთრის პერიოდში შესაძლებელია ნათესს დაუყენოთ დამატებითი განათება. სუბსტრატი უნდა იყოს ჰაერგამტარი და ოდნავ ნამიანი, მაგრამ არა-სველი, მის შემადგენლობაშია ქვიშა, პერლიტი, დაფხვნილი ხის ნახშირი. შესაძლოა მისი გაზრდა ვერმიკულიტშიც, მაგრამ ასეთ შემთხვევაში ყურადღებით უნდა იყოთ მორწყვასთან, ნარევი უნდა იყოს ნეიტრალური ( მჟავე სუბსტრატი ხელს უშლის ნათესის ზრდას, ამიტომ ტორფს არ იყენებენ).დათესვის წინ თესლს ალბობენ 2 სთ-ით თბილ ნამიან გარემოში, ზოგი გვირჩევს ფუნგიციდით დამუშავებასაც, ზოგი არ გვირჩევს, მათი აზრით ადენიუმს ეს არ მოსწონს, ზოგადად კარგი მეთოდია: დაყენებულ წყალში ყრიან დაფხვნილ ნახშირს და მერე თესლს, მერე კი დებენ თბილ ადგილას. ამის მერე მომზადებულ სუბსტრატში ვდებთ ჰორიზონტალურად, რომ ზედა-ქვედა არ აგვერიოს, ვასათბურებთ და ვათავსებთ სითბოში, რეგულარულად სჭირდება განიავება. მისი ამოსვლისთვოს საუკეთესოა 24 გრ, ოპტიმალური კი - 28-35გრ, ასეთ შემთხვევაში 3-15 დღეში გაიზრდება, სიგრილეში კი 22-24 გრ ზე დაბალ ტემპერატურაზე და სველ სუბსტრატში შეიძლება დალპეს. ამოსვლის მერე მათ პირდაპირი მზის სხივებისგან იცავენ, ასევე არიდებენ ორპირს და 18გრ ზე დაბალ ტემპერატურას, როდესაც პირველი წყვილი ნამდვილი ფოთოლი გამოუვა,მერე თანდათან ვაჩვევთ მზეს, მეორე წყვილის ამოსვლისას კი ვრგავთ ცალკცალკე ჭურჭელში. 2-3 თვის ადენიუმებს სჭირდებათ 5-6სმ დიამეტრის ქოთნები.კიდევ ერთი მეთოდია
ტოტით გამრავლება, თუმცა საკმაოდ რთული, ტოტები ადვილად ლპება, დასაფესვიანებლად საჭიროა 10სმ მდე ტოტი, გადანაჭერს კარგად აშრობენ, აყრიან დაფხვნილ ხის ნახშირს, დასაფესვიანებლად დებენ ნებისმიერ კარგად გამტარ სუბსტრატში. ტოტით და საჰაერო დაფესვიანების მინუსი ისაა, რომ ასე კაუდექსი ან არ ვითარდება, ან ყალიბდება მოგვიანებით და ნელა.
ადენიუმის მყნობა - ამ მცენარეს ამყნობენ ოლეანდრზე ან ისევ ადენიუმზე. მეორე ვარიანტი ჯობს,თუ გეგმავთ დიდი კაუდექსი გაზარდოთ ან გინდათ კონკრეტული ჯიშის ფერის ფოთლებიანი ან ყვავილებიანი მცენარე გქონდეთ. შესაძლებელია შეიძინოთ სამგზის ან ხუთგზის დამყნობილი ადენიუმი ანუ ერთ ძირზე მთელი თაიგული  თეთრ-ვარდისფერ-წითელი ყვავილებით.

კაუდექსის ფორმირება-იგი დროთა განმავლობაში თავისით იქმნება. თუ ჩვეულებრივი ბოთლის ფორმა არ გაკმაყოფილებთ, შეგიძლიათ თავად მისცეთ ფორმა, ყოველი გადარგვისას ამოსწიეთ მცენარე ნიადაგიდან რამდენიმე სმ-ით,ისე, რომ ფესვების ნაწილი გამოუჩნდეს, მიწის ზემოთ ისინი ერთმანეთს გადაეხლართება, შეგიძლიათ მცენარე წამოაწვინოთ, მისი ტოტები მაინც ვერტიკალურად გაიზრდება, კაუდექსი კი მიეჩვევა ასეთ მდგომარეობას, მიიღებთ „წამოწოლილ მცენარეს,ზოგადად შეიძლება ბონსაის მეთოდის შესწავლაც და მისი წესების გამოყენება ადენიუმის ღეროს ფორმირებისთვის.

04 February 0 0

лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно