ადენიუმი - უდაბნოს ვარდი
ადენიუმი ვარდს საერთოდ არ ჰგავს, მაგრამ ის მართლაც ულამაზესად მოყვავილე უდაბნოს მცენარეა, ნელა მზარდი ბუჩქი, ან პატარა ხე სქელი ტანით, რომელსაც ქვედა ნაწილი უფრო მსხვილი აქვს, მას კაუდექსი ჰქვია. მოსწონს უდაბნოც, ტროპიკებიც და სახლის პირობებიც.
იგი ბუჩქოვანი ან ხისებრი სუკულენტია ქენდირისებრთა ოჯახიდან, სამშობლო - აფრიკის ტროპიკული რაიონებია, გვხვდება სენეგალიდან სომალამდე და კენიამდე.
სქელი ადენიუმი-იგი ყველაზე უკეთ შეეჩვია ჩვენს რაფებს, ყველაზე უპრეტენზიო და ადრემოყვავილეა.ფოთლები მწვანე, მოგრძო, მომრგვალო ან ოდნავ ლანცეტისებრია, გვხვდება ჭრელი, ყვითელი, თეთრი და წითელი ფერისაც კი. ზოგი ბრწყინავს, ზოგი არა, ზოგის ოდნავ ძირს დაშვებულია და ფერმკრთალი. სელექციონერების მიღწევები მისი ყვავილების მრავალფეროვნებაში მართლაც დიდია. ამჟამად არსებობს ქათქათა თეთრიდან მუქ წითელ ან ბორდოსფერამდეც კი, ყვავილები ზომით 6-7სმ დიამეტრისაა. ყვავილობას იწყებს 1,5-2 წლიდან. ბევრი რამ ჯიშზეცაა დამოკიდებული და არსებობის პირობებზეც. ჭრელფოთოლა ადენიუმებს მზე მაქსიმალურად სჭირდებათ. ნელა იზრდებიან და შედარებით იშვიათად ყვავილობენ. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მისი ყველა ნაწილი შხამიანია, მასთან მუშაობისას საჭიროა ხელთათმანები ან მერე ხელების კარგად დაბანა .თუ რაიმე ჭრილობაა ხელზე, ხელთათმანები აუცილებელია. აბორიგენები მის წვენში ავლებენ ისრის წვერებს. ამის გამო მას არ ზრდიან იქ, სადაც ბავშვები და შინაური ცხოველები არიან.![]()
ადენიუმის გადარგვა-მისი ფესვთა სისტემა სწრაფად ვითარდება და საკმაო ფართობი ესაჭიროება. თუ მცენარე ახალგაზრდაა, შედარებით ხშირად რგავენ. ზოგჯერ წელიწადში ორჯერაც კი, მნიშვნელოვანია ქოთნის ფორმა, რაშიც ირგვება იგი-განიერი და არაღრმა ქოთანი სჭირდება ბევრი სადრენაჟე ნახვრეტით.შედარებით პატარა მცენარე შეიძლება ჩაირგას ცოტა ღრმა ქოთანშიც. მნიშვნელოვანია ქოთნის ფერიც. ვინაიდან მცენარე სულ მზეზე დგას, მუქი ფერის ქოთანი არ ივარგებს - მზეზე ძლიერ ხურდება, რაც ვნებს მცენარის ფესვებს. ვეგეტაციის პერიოდის დასაწყისში ანუ გაზაფხულზე ხდება გეგმიური გადარგვა, საშემოდგომოდ ფესვები კარგად აავსებენ ქოთანს, ლპობის თავიდან აცილების მიზნით გადარგვიდან 2-3 დღე მას არ რწყავენ.
ადენიუმის მოვლა სახლის პირობებში :
ნიადაგი-მიწა უნდა იყოს ფხვიერი, ნოყიერი და გამტარი, ოდნავ მჟავე, ამატებენ ხის დაფხვნილ ნახშირს, სასურველია მისი გასტერილება ნებისმიერი ფუნგიციდით. იდეალური ვარიანტი ადენიუმისთვის ასე გამოიყურება : ქოქოსის ბოჭკო -50 %, ფოთლოვანი ნეშომპალა მიწა - 20-30 %, პერლიტი - 10-20 %, წვრილი კერამზიტი-10-20 %, ხის ნახშირი. შეიძლება ნაყიდ მიწას აურიოთ ასევე დაფხვნილი აგური ან წვრილი პენოპლასტის მარცვლები.![]()
განათება და მორწყვა-ადენიუმს სჭირდება მაქსიმალური განათება. რაც მეტია მზე - მით უკეთესი. მაგრამ თუ მაღაზიაში იგი კუთხეში სიბნელეში იდგა, მისი სახლში მოტანისთანავე მზეზე დადგმა არ შეიძლება -იგი თანდათან უნდა შეაგუოთ მზეს. მხოლოდ კაშკაშა მზეზე იკრებს იგი ძალას ყვავილობისთვის. ზრდის პროცესში მას მდებარეობას არ უცვლიან. ახალგაზრდა მცენარეს ძირი ( 7-8სმ დიამეტრით) გაზაფხულსა და შემოდგომაზე , როცა მზე დაბლაა, ჯობს დაიფაროს თხელი ფარდით დამწვრობის ასაცილებლად.რაც შეეხება მორწყვას, ჯობს მიწის კოშტი მთლიანად დასველდეს წყლით, მორწყვებს შორის კი კარგად გაშრეს, ზაფხულში უფრო ხშირი მორწყვა უნდა ადენიუმს, მაგრამ თუ მიწა მუდამ სველი იქნება, სითბოშიც კი მცენარე შეიძლება დალპეს. 20გრ ზე დაბლა და არასაკმარისი განათების პირობებში მორწყვა იზღუდება, თანაც შედარებით მეტად.
სასუქი-მცენარე დადებითააა განწყობილი სასუქისადმი.მისთვის ნიადაგში შეაქვთ ხსნადი სასუქი, ან რეგულარულად კვებავენ ორგანულ-მინერალური სასუქით ფოსფორის, კალიუმის და აზოტის თანაბარი პროპორციის შემცველობით.ვეგეტაციის პერიოდში და ყვავილობისას მას თვეში 1-2 ჯერ კვებავენ. აზოტი ეხმარება მწვანე მასის ზრდაში. ფოსფორ-კალიუმიანი სასუქი კი ხელს უწყობს ყვავილობას და აძლიერებენ მცენარეს. მიკროსასუქი სასურველია შეიტანოთ გაზაფხულზე და შემოდგომაზე.
ადენიუმის გამოზამთრება-ყველაზე ცუდი პერიოდი მისთვის ზამთარია. მოსვენების პერიოდის დადგომისას ფოთლები ნაწილობრივ ან სრულიად სცვივა. ამიტომ მორწყვა ჯერ ძალიან მცირდება, მერე კი სულ წყვეტენ. ამ პერიოდში მას დებენ 10-15 გრ ზე, 10 ზე დაბლა ტემპერატურა არ უნდა დაეცეს. დიდი მცენარეები უძლებენ 4გრ მდე დაქვეითებასაც , თუ მიწა მთლიანად მშრალი იქნება. თუმცა გარისკვა არ ღირს. დიდი ხნის სიმშრალის მერე პირველი მორწყვა ცოტა საშიშია - მცენარეს სძინავს, პროცესები მასში შეჩერებულია და სულ მცირე რაოდენობის წყალიც კი სასიკვდილო შეიძლება აღმოჩნდეს მისთვის.ზამთარში მცენარეს ასეთი პირობები სჭირდება - დიდ მცენარეს ზომიერი მორწყვა პატარა პორციებით, ისიც თბილ ,მზიან დღეებში. ჯობს დააკლდეს მორწყვა, ვიდრე ზედმეტი მოგივიდეთ -ჩამოშვებული ფოთლებითაც კი დაახლოებით თვეში ერთხელ უნდა მოირწყას.თუ მცენარე დგას 10-15 გრ ზე, მაგრამ არ ირწყვება, მნიშვნელოვანია მოსვენების პერიოდის დასარულის დადგენა. ამისთვის გაზაფხულზე გადააქვთ უფრო განათებულ ადგილზე და აკვირდებიან კვირტების გაღვიძებას, მორწყვას იწყებენ 2-3 კვირის მერე და თანდათან უმატებენ, სანამ აქტიური ზრდა არ დაიწყება.![]()
დაავადებები და მავნებლები-ყველაზე მეტად მას ეშინია ლპობის, ამიტომ სიფრთხილეა საჭირო, არ უნდა მოვრწყათ ზედმეტად და არც ფესვებში შეიძლება წყლის დაგუბება. ამიტომ დრენაჟი აუცილებელია ქოთანში. მისი შხამიანობის მიუხედავად ემტერებიან მწერები. მათ ჩვეული მეთოდებით ებრძვიან.
გამრავლება-მისი გამრავლება ნებისმიერი მეთოდებით შეიძლება, თუმცა ყველას თავისი პლიუსი და მინუსი აქვს. ყველაზე ეფექტურია საჰაერო დაფესვიანება, ირჩევენ 2 წელზე მეტი ასაკის ტოტებს, რომელთა დიამეტრი 2 სმ_ია. აქტიური ზრდის დროს მჭრელი დანით წრიულად ჭრიან ტოტს, აშრობენ ჭრილობას, ამუშავებენ ანტისეპტიკით, შემოახვევენ სველ სფაგნუმს, მერე გაუმჭირვალე ცელოფანს და კრავენ. ხავსს რეგულარულად ნამავენ. ერთ თვეში ტოტს ფესვებიც გამოუვა. მერე მას რგავენ მომზადებულ სუბსტრატში.![]()
ვარჯის ფორმირება-ზოგჯერ ადენიუმები ახალგაზრდობაშივე იტოტებიან, თუმცა ხშირად ასე ხდება ყვავილობის მერე, ან როცა კაუდექსი საკმაოდ უმსხვილდება. იმისთვის, რომ მცენარეს კარგი ვარჯი ჰქონდეს. ესაჭიროება ტოტებზე თავის წაწყვეტა აქტიური ზრდის დასაწყისში, ზამთრის ბოლოს ან ადრე გაზაფხულზე. მაგრამ ზედმეტი არ უნდა მოგვივიდეს-თუ ძირითად ტოტს დაბლა გადავჭრით, ბევრი ახალი პატარა ტოტი გაეზრდება, მაგრამ მცენარე ხშირად ულამაზო ხდება. ზრდასრულ მცენარეებს ასევე აცლიან ზედმეტ ტოტებს.
თარგმანი თამარ სუპატაშვილის