აგლაონემა

აგლაონემა ბუჩქოვანი ოთახის მცენარეა.წარმოშობით სამხრეთ -აღმოსავლეთ აზიიდან გახლავთ,გავრცელებულია ჩრდილო-აღმოსავლეთ ინდოეთიდან ახალ გვინეამდე.პირველად ეს დეკორატიული მცენარე აღმოაჩინეს მალაიზიის ტყეებში 19-ე საუკუნეში.აგლაონემას სახეობების უმეტესობა გამოირჩევა სიცოცხლისუნარიანობით და მოხერხებულად  ეჩვევა ერთი შეხედვით გამოუსადეგარ სასიცოცხლო პირობებს.აგლაონემას "Aglaonema"  დასახელება ბერძნულიდან ითარგმნება, როგორც _ "aglaia" - ბრწყინვალე და "nema" - მტვრიანა,იმის გამო რომ,ზოგიერთი სახეობის აგლაონემას მტვრიანები ბრწყინავს.დაახლოებით საუკუნენახევრის წინ  (Aglaonema Schott) პირველად  აღწერა ავსტრიელმა ბოტანიკოსმა და დეკორატორმა,სახელგანთქმული ვენის ბოტანიკური ბაღის დირექტორმა ჰ.შოტტომ.

აგლაონემა ფასობს თავისი შესანიშნავი,დეკორატიული ფოთლებით(იხ.ფოტოები),იგი ძალიან წააგავს დიფენფახიას.აგლაონემას შეძენის შემდეგ დარწმუნებული იყავით რომ მისი ხასხასა,ჭრელი ფოთლები ყოველთვის დაამშვენებს თქვენს სახლს.მისი მოვლა ძალიან ადვილია და სულაც არ არის მომთხოვნი მცენარე,ნებისმიერი დამწყებიც იოლად  გაართმევს თავს.შედარებით მომთხოვნია სინათლისადმი ჭრელი ჯიშები,ისინი რომლებსაც მეტი თეთრი და ვერცხლისფერი ლაქები აქვს,მაგალითად: ა. SilverQueen", ა. "Silver Kin"', A. "Maria Cristina".

აგლაონემა საკმაოდ  ნელა მზარდი მცენარეა,იზრდება ბუჩქის სახით,რომლის სიმაღლე 100 სანტიმეტრს არ აღემატება.ახალგაზრდა მცენარე უფრო დაბალია ზრდასრულზე და თითქმის არ აქვს მთავარი ღერო,ზრდასრულ  მცენარეს აქვს ხორციანი ღერო,რომელსაც დაბლითა ნაწილში ფოთლები უკვე გაცვენილი აქვს.ტყავისებური და მოქნილი ფოთლები წაგრძელებული ან ლანცეტისებური ფორმისაა,სიგრძით 15 სანტიმეტრი,მკვეთრი მწვანე ან ჭრელი შეფერილობის.პერიოდულად  მცენარე ყვავილობს,უმეტესად ზაფხულის პერიოდში.ყვავილები ტარო-ყვავილედის ფორმისაა,მომწვანო თეთრი საყვავილე ფურცლით.. ვითარდება ზედა ფითლების ძირებში.ყვავილი მიმზიდველად  არ გამოიყურება და თითქმის არ იქცევს ყურადღებას.ყვავილობის შემდეგ ყალიბდება მცირე ზომის ნაყოფი,რომელიც შეიცავს შხამიან წვენს,ამიტომ ისინი ჯობია მოვაცალოთ ,რომ ბავშებმა და შინაურმა ცხოველებმა არ შეჭამონ.

აგლაონემა გვანებივრებს  მრავალფეროვნებით,ამჟამად ამ მცენარის 50-მდე სახეობაა ცნობილი.მწვანე შეფერილობის  გარდა გვხვდება ვერცხლისფერი,თეთრი,მოყვითალო,მონაცრისფრო,ღია მწვანე და წითელი ლაქებით,ხაზებით,ჩანართებით და შტრიხებით დამშვენებული ფოთლების მქონე სახეობები.

26 January 0 0

лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно