ყველაზე გავრცელებული შეცდომები დამწყებ მეყვავილეებში

დამწყები მეყვავილეები ხშირად უშვებენ შეცდომებს ყვავილების მოვლაში.მათი ფანჯრის რაფები გადატვირთულია ქოთნებით,, კი, ქოთნებით და არა მცენარეებით, რომლებიც არც კი ჩანან ზოგჯერ უზარმაზარ  ქოთნებში და ხშირად კვდებიან მერე. ანუ, 
პირველი შეცდომა-დიდი ქოთნებია. ვარაუდობენ,რომ დიდ ქოთანში მცენარეს მეტი ფართობი აქვს ზრდისთვის, მაგრამ ასე სულაც არ არის, ფესვები სრულად ვერ ითვისებენ მიწას,მასში მიკროფლორა მრავლდება, რომელიც კლავს მერე მცენარეს. ამიტომ  -ქოთნის დიამეტრი სამჯერ მცირე უნდა იყოს მცენარის ვარჯის ზომაზე. ეს „ოქროს წესია“ , მცენარის ფესვებს ახალი ქოთანის უნდა „უჭერდეს“ , რომ მასში გადარგვის მერე მალე მიაღწიონ ქოთნის კედლებს, დაახლოებით ერთ თვეში. იმიტომ, რომ თუ მეტ ხანს დარჩება სუბსტრატი აუთვისებელი, იგი გაფუჭდება და მცენარეს მოწამლავს.

შეცდომა მეორე - ეს ეხება მორწყვის სიხშირეს. ამის ზუსტად თქმა შეუძლებელია, რადგან იგი დამოკიდებულია ამინდზე, ტეპერატურაზე, წლის დროზე, კოკრობის და ყვავილობის ვადებზე, ბოლო გადარგვის დროზე, კიდევ გასათვალისწინებელია წყლის რაოდენობაც, რასაც ვასხამთ მცენარეს ერთ მორწყვაზე.

შეცდომა მესამე -სუბსტრატის შერჩევისას მოსდით დამწყებებს. საყვავილე მაღაზიებში ზოგჯერ არც ისე ხარისხიანი მიწა იყიდება, და ეს შეცდომა მათ არ უნდა მივაწეროთ. სუბსტრატი ზოგადად იყოფა ჯგუფებად მჟავეობის, საკვების შემცველობის და სიმკვრივის მიხედვით. ოთახის მცენარეების უმეტესობას სჭირდება სუსტად მჟავე ნიადაგი, 5,5 ph-ით. ნაკლებ ნოყიერი, ფხვიერი.

შეცდომა მეოთხე  - სასუქის არჩევაში მოსდით ახალბედებს. მცენარეებს ლაპარაკი არ შეუძლიათ და ვერ იტყვიან, რომ მათ ჯერ კიდევ შიათ, ან აღარ სჭირდებათ მეტი სასუქი. ამიტომ იძულებულნი არიან ან იშიმშილონ, ან ბოლომდე გადაყლაპონ მიწოდებული საკვები, არ შეიძლება სასუქი  ახალგადარგული მცენარისთვის, მისი კვება უნდა დაიწყოთ მას მერე, რაც ფესვები სრულად აითვისებენ მიწას, ანუ დაახლოებით ერთი ან ორი თვის მერე გადარგვიდან. მანამდე მიწაში არსებული საკვები საკმარისია მცენარისთვის.  კიდევ გასათვალისწინებელია   სახეობის მოთხოვნილება სასუქის მიმართ და სეზონურობაც.

შეცდომა მეხუთე - მცენარის სეზონურობაშია . რასაც ხშირად არ აქცევენ ახალბედები ყურადღებას. ანუ იმას, რომ მცენარეებს სჭირდებათ მოსვენების პერიოდები.ზოგს ეს არა აქვს მკაფიოდ გამოხატული, ასეთი მცენარეების მოვლა მთელი წლის განმავლობაში ერთნაირად ხდება , სხვებს კი აშკარად სჭირდებათ დასვენება  და მათი მოვლა გამნსხვავებულია წლის სხვადასხვა სეზონზე,

შეცდომა მეექვსე - შხამებს ეხება. ფოთლის ლპობა,ხმობა, ლაქების გაჩენა ,ან როცა მცენარე არ ყვავის, ცუდად  გამოიყურება, ან კიდევ სუბსტრატის ზედაპირზე მწერები დახტიან, ეს ყველაფერი დამწყები მეყვავილის მიზეზით მოსდის მცენარეს, რომელსაც მართლა უყვარს ყვავილი და ხშირად გადამეტებულად ზრუნავს მასზე. თუმცა ვერც წარმოიდგენს, რომ მიზეზი თავადაა, ეძებს და მერე მავნებლებს ან დაავადებებს აბრალებს მცენარის ცუდად ყოფნას და მათ მოწამვლას იწყებს, ყველაფერზე ერთად რომ დანამდვილებით ეშველოს მცენარეს და საოცარია, ამდენი მცდელობის მიუხედავად,მცენარე უეცრად ადგება და კვდება. ნეტავ რატომ? ასე არ შეიძლება,სანამ არ დავადგენთ მიზეზს, არ ვნახავთ მწერის სახეობას, არ მივაგნებთ ზუსტ დავადებას,  მცენარის შეწამვლა არ შეიძლება, ყველა პრეპარატი ,პესტიციდი, ფუნგიციდი მათ სტრესულ მდგომარეობაში აგდებს და მეყვავილის უნებური უცოდინრობით გამოწვეულ დასუსტებულ მცენარეს მდგომარეობას მეტად უუარესებს. ამიტომ მნიშვნელოვანია სწორი დიაგნოზის დასმა. შესაბამისად ეფექტიც მეტად ექნება მერე დანიშნულ მკურნალობასაც.
30 January 0 0

лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно