ფელიცია ასტრისებრთა ოჯახიდან
Felicia tenella ასტრისებრთა ოჯახი (asteraceae),განათების რაჟიმი - მზიანი ადგილი.
ვერ იტანს გვალვას,საჭიროებს ნოყიერ ნიადაგს.
წარმოშობის ადგილი: სამხრეთ აფრიკა.
ბინადრობს სანაპირო დიუნებში,წყალთან ახლოს.
განვითარების ციკლი: ერთწლიანი მცენარე.
ნიადაგი: PH სუსტადმჟავე რეაქციის.ნიადაგის მექანიკური შემცველობა: მსუბუქი ან თიხნარი ნიადაგი.
დარგვა და გამრავლება: გამრავლების მეთოდი: მრავლდება თესლით.დაჩითილების გარეშე.
დათესვის დრო: მაისი. მცენარეებს შორის დაცილება: 25 სმ.
მოვლა: ვერ უძლებს გვალვებს,საჭიროებს კარგ მორწყვის რეჟიმს.
უყვარს ნოყიერი ნიადაგი,კარგად რეაგირებს სასუქის მიწოდებაზე.
სიმაღლე: 5-25 სმ.ფერთა გამა: თეთრი,ციფერი,იასამნიფერი.
ყვავილობის დრო: ივლისი. ყვავილედი: ქოლგა,შედგება 3-4 რიგი თანაყვავილედი ფურცლებისაგან,შუაგულში ყვითელი მილისებური ყვავილებით და განაპირა ვიწრო ყვავილის ფურცლებით - თეთრი,ცისფერი ან იასამნისფერი.
ფოთლების ფერი და ფორმა: ფოთლები მორიგეობითია,წვრილი,ვიწრო,კიდეებში ბუსუსებიანი.
მცენარეს აქვს ფუშფუშა,დატოტვილი ფორმა,40-50 სმ. სიგანით. გამოყენება: ირგვება ბორდიურების,ქვიანი ბაღების,წყალსატევების ნაპირებზე.
ჩვენი ჯგუფი ფეისბუქში: yvavilebi.ge თარგმანი: ლ.ჯერენაშვილი-სალთხუციშვილის