ფუქსია
რატომ არ ყვავის ფუქსია?- ამის ძირითადი მიზეზი არასაკმარისი განათებაა, მას სინათლე ძალიან უყვარს. თუმცა ეშინია მზის პირდაპირი სხივებისაც, ამიტომ კოკრების ჩამოყალიბების და უხვი ყვავილობის სტიმულირებისთვის დილის და საღამოს მზე ესაჭიროება. ბუჩქის ჩამოყალიბების დროსაც არ იყვავილებს: ტოტების თავების მუდმივი წაწყვეტა ხელს უშლის კოკრების წარმოქმნას, რადგან ისინი სწორედაც ახალი ტოტების წვეროებში ყალიბდებიან. ბუჩქის ფორმირებისას კი მათ მუდმივად აშორებენ. ამიტომ თავად უნდა გადაწყვიტოთ ,რა გირჩევნიათ -სწრაფად დაინახოთ ყვავილები თქვენს მცენარეზე, თუ ჯერ ბუჩქის ფორმირება მოხდეს , რომ მერე მთელი სეზონის განმავლობაში ისიამოვნოთ ლამაზი და ბევრი ყვავილებით მთელს მცენარეზე. ამ ყველაფრის გარდა, ფუქსიას ასაყვავებლად სასუქიც სჭირდება. მარტიდან დაწყებული, მოყვავილე მცენარეებისთვის საჭირო ნებისმიერი სასუქით კვებავენ.
რატომ სცვივა ფუქსიას კოკრები? - არსებობს მითი, რომ მცენარის კოკრობის დროს არ შეიძლება მისი შეტრიალება, სხვა ადგილზე გადატანა, ეს -არასწორია, კოკრების დაცვენას იწვევს სუბსტრატში გარკვეული ელემენტების უკმარისობა. მცენარეს კვებავენ ბალანსირებული სასუქით, ზომავენ სუბსტრატის მჟავეობას, ზედმეტად მჟავე ნიადაგიც შეიძლება კოკრების ცვენის მიზეზი გახდეს.მეორე მიზეზი -ჰაერის მაღალი ტემპერატურა შეიძლება იყოს, ზაფხულში.
რატომ სცვივა ფუქსიას ფოთოლი? - ამასაც რამდენიმე მიზეზი აქვს -ზაფხულში, სიცხეში, მეტია ალბათობა ზედმეტად მორწყვისა, ანუ მიწის ზედმეტად დატენიანების, ასეთ სუბსტრატში მცენარის ფესვები უცებ ლპება. მიწის ზემოთ კი -ფოთლები ცვივა, მერე კი მცენარე თავადაც კვდება, თუ ზომებს არ მივიღებთ. მეორე მიზეზი -პირიქით -მორწყვის ნაკლებობაა. ამიტომ დასარეგულირებელია მორწყვის პროცესი. ფოთოლცვენას ზოგჯერ მავნებლებიც იწვევენ,მაგ -ტკიპა, ამიტომ გულდასმით უნდა დათვალიერდეს ფოთლების ქვედა მხარეც.ასე შეიძლება მოხდეს სასუქის გადამეტების გამოც. შემოდგომის დასაწყისში , მოსვენების პერიოდში ზომიერად ფოთლის ცვენა ნორმალურია. თუ იგი აგრძელებს მთელი ზამთრის განმავლობაში ცვენას, ეს ნიშნავს, რომ ოთახში მაღალი ტემპერატურაა, მცენარეს დაახლოებით 15 გრ ესაჭიროება ზამთარში.
შეიძლება თუ არა ფუქსიას პირდაპირ დიდ ქოთანში ჩარგვა? - -არა, რადგან ფესვები უცებ ვერ აითვისებენ მიწის დიდ ფართს მთლიანად, მიწა მჟავდება და მცენარე კვდება. ამიტომ იგი თანდათან მზარდ ქოთანში გადააქვთ მიწის კოშტის დარღვევის გარეშე.
როდის უნდა გადაირგას ფუქსია? - -როდესაც მცენარის ვარჯი კარგად გაიზრდება. თუ მიწა მალე შრება, კოკრები წვრილდება, ფოთლები ყვითლდება, - მცენარის გადატანის დროა ახალ ქოთანში. ეს შეიძლება წლის ნებისმიერ დროს მოხდეს, აქტიური ვეგეტაციის პერიოდში, მოსვენების პერიოდში მისი გადარგვა არ ღირს. ზოგადად, გადარგვა სჯობს გაზაფხულზე, ზრდის პერიოდის დასაწყისში.
უფერული ყვავილები - თუ ამ მოცემულ ჯიშს კანონით კაშკაშა ყვავილი აქვს, ვიდრე თქვენსას, - მას საკვები აკლია, ან სუბსტრატის მჟავეობაა დაბალი,.ზედმეტად ტუტე რეაქციის დროს აქვს ასეთი უფერო ყვავილი მცენარეს. არც ახალგაზრდა და სუსტ მცენარეს ექნება კაშკაშა ფერები, განსაკუთრებით ახალგადარგულს - ამ დროს მცენარის მთელი ძალები მიმართულია ფესვებისკენ, რომ სწრაფად აითვისოს ახალი სივრცე.
რატომ უხმება ფუქსიას ფოთოლს წვერები? - მიზეზი აქაც რამდენიმეა - ზედმეტად მშრალი ჰაერი; პრობლემები ფესვებში , განსაკუთრებით რეგულარული გადამეტებული მორწყვის გამო; მავნებლები; პირობების მკვეთრი ცვლილება, მაგ. თუ იგი სათბურში იზრდებოდა ჰაერის მაღალი ტენიანობის პირობებში და ადაპტირების გარეშე გადაიტანეს შედარებით დაბალი ტენის პირობებში.

29 January
0
0