ოთახის ფუქსია - მოვლა,გადარგვა დაგამრავლება

ოთახის ფუქსია - მოვლა,გადარგვა და გამრავლება

ფუქსია (ლათ.fuchsia) - მრავალწლიანი მცენარეა ონაგრასებრთა ოჯახიდან. ცნობილია მისი 100-მდე სახეობა. ბუნებრივი სახით გავრცელებულია სამხრეთ და ცენტრალურ ამერიკაში,ასევე ახალ ზელანდიაში და წარმოდგენილია მარადმწვანე ბუჩქების სახით.სახელი მცენარეს ცნობილი ბოტანიკოსის - ლეონარდ ფონ ფუქსის პატივსაცემად ეწოდა.ოთახის კულტურაში ფუქსია მიღებულია უკვე 200 წლის განმავლობაში და წარმოდგენილია  მრავალრიცხოვანი ჰიბრიდული ფორმებით.იგი მეყვავილეების საყვარელი მცენარეა და ალერსით ‘’იაპონურ ფანარებს’’ უწოდებენ.

ფუქსიის გაზრდა ბუნებრივ პირობებში ფუქსია მოქნილი ტოტების მქონებუჩქის სახით იზრდება.ფოთლები მწვანე ან ოდნავ მოწითალო აქვს,ოვალური ფორმის,წამახვილებულიდა ნაპირებში დაკბილული. ფუქსია ყვავილობს უხვად და ხანგრძლივად. დაკიდული ყვავილები შედგება ყვავილსაჯდომი და მილისებური გვირგვინისაგან, რომლის ფურცლები გარეთაა გადმოხრილი.ყვავილსაჯდომის ფურცლები გვირგვინის ფურცლებზე უფრო გრძელია,მტვრიანებიკი ყვავილზე გრძელი.ფუქსიას ყვავილებს გრძელი საყვავილე ღეროები აქვს,შეფერილობა კიმრავალგვარია: ვარდისფერი,თეთრი,წითელი,ნარინჯისფერი,კრემისფერი,იისფერი,იასამნისფერი,ხანდახანკი ყვავილი ერთდროულად სამ განსხვავებულ ფერშია.ფუქსიას ნაყოფი საკვებად ვარგისია.

ეს მცენარე იმდენად პლასტიურია რომ მისთვის ნებისმიერიფორმის მიცემაა შესაძლებელი - ამპელური,ბუჩქოვანი,პირამიდული ან შტამბოვანი.გარდა ამისასხვადასხვა სახეობის ფუქსიები სხვადასხვა დროს ყვავიან მრავალგვარი შეფერილობის ყვავილებითდა თქვენ შესაძლებლობა გაქვთ შექმნათ ფუქსიების ისეთი კოლექცია რომელიც ადრე გაზაფხულიდანგვიან შემოდგომამდე იყვავილებს.ფუქსიები ერთმანეთისაგან განსხვავდება ყვავილობის პერიოდით,ყვავილისშეფერილობით და მათი ფორმებით.მაგალითად მარტივი ყვავილი აქვს შემდეგ ჯიშებს: ‘’ბრუტუსი’’,’’უინსტონჩერჩილი’’,’’ბონ აკორდი’’.ნახევრად ხუჭუჭი ყვავილები აქვს: ‘’ტენესი უოლტსი’’,’’სნოუკაპი’’,’’სატელინგი’’.ხუჭუჭიყვავილი: ‘’მიჯი’’,’’სვინგტაიმი’’,’’ფეშინეიშენ’’.ფუნჯა ყვავილი: ‘’ლევერკუზენი’’,’’სვონლიიელოუ’’.

ფუქსიას მოვლა სახლის პირობებში.რა გასაკვირიც არ უნდა იყოს ფუქსიას მოვლა საკმაოდ ადვილია.უნდა გახსოვდეთ,რომ მას გრილი ადგილი ურჩევნია,სადაც ტემპერატურა ზაფხულშიც კი 20 C-ზე მაღალი არ იქნება.ზამთარში ტემპერატურა 15 C-ზე მეტი არაა სასურველი, საუკეთესო ადგილი მისთვის აღმოსავლეთის ან ჩრდილოეთის ფანჯარა იქნება.თუ ზაფხულობით ბინა ძალიან ჩახუთულია,მაშინ უმჯობესია ფუქსია აივანზე ან ბაღში გაიტანოთ და ნათელი ადგილი შეურჩიოთ,სადაც მხოლოდ დილის მზის სხივები ხვდება. შუადღით და საღამოს დადგომამდე ფუქსია უპირატესობას ანიჭებს ნახევრად ჩრდილს. აქტიური ზრდისა და ყვავილობის პერიოდში ფუქსია საჭიროებს კარგ და რეგულარულ მორწყვას. მორწყვა ხდება მიწის ზედა ფენის შეშრობის შემდეგ, ყურადღება მიაქციეთ რომ ფესვებში არ დაგუბდეს წყალი.მოსარწყავად უნდა გამოიყენოთ ნადგომი ან გაფილტრული წყალი. გვიანი შემოდგომიდან მორწყვა უნდა შემცირდეს,ზამთრის თვეებში კი მოირწყას თვეში1-2 ჯერ. ზაფხულის პერიოდში გადახურების თავიდან ასაცილებლად კარგი იქნება ფუქსია ჩაირგას სქელკედლიან თიხის ქოთანში. ცხელ ამინდებში თქვენს ლამაზმანს ცივი შხაპი ძალიან გამოაცოცხლებს,ასევეკარგი იქნება ქოთნის დადგმა სველ კენჭებზე.

ფუქსიას კვება.ღია გრუნტში დარგული ფუქსიები უმჯობესია ვკვებოთ ბიოლოგიური სასუქებით.სახლის პირობებში მზარდი ფუქსია შესანიშნავად რეაგირებს მოყვავილე მცენარეებისათვის განკუთვნილ მზა კომპლექსურ სასუქებზე, რომელიც მცენარეს ვეგეტაციის პერიოდში ორ კვირაში ერთხელ უნდა მიეწოდოს. ასეთისახის სასუქებში როგორც წესი არ არის ან მცირე რაოდენობითაა აზოტი.ზამთარი ფუქსიასათვისმოსვენების პერიოდია,ამიტომ სასუქის მიწოდებას არ საჭიროებს.

გადარგვა.ფუქსია ირგვება წელიწადში ერთხელ,გაზაფხულობით.სუბსტრატი შედგება თანაბარი რაოდენობით აღებული ნეშომპალას, ფოთლოვანი ტყის მიწის,ტორფის,ქვიშის და გადამწვარი ნაკელის ნარევისაგან. აუცილებელია დრენაჟის ფენა, მაგალითად კერამზიტის. გადარგვა უმჯობესია მოხდეს გადასმის სახით: გადასარგავ ქოთანში ჯერ იყრება დრენაჟი და ერთ ფენად მიწის ნარევი, შემდეგ ამოიღებთ ფუქსიას ძველი ქოთნიდან და ფრთხილად გადასვამთ მიწის კოშტის დაუშლელად, ცარიელ ადგილებს კი შეავსებთსუბსტრატით.გადარგული ფუქსია იდგმება კარგად განათებულ ადგილზე და ისხვლება ტოტების⅓ ,რის შემდეგაც კარგად უნდა მოირწყას და დაინამოს.თუ ყველაფერს სწორად გააკეთებთ ფუქსიაუხვად იყვავილებს.

 გასხვლა.სპეციალისტები ფუქსიას გასხვლას წელიწადში ორჯერ გვირჩევენ: ვეგეტატიური პერიოდის დასასრულს - ოქტომბრის ბოლოს და ზამთარში - იანვრის დასაწყისში. პირველი სხვლა ხდება დაყვავილებული ტოტების მოსაცილებლად, მიძინებული კვირტების ზემოთ 2 სანტიმეტრზე, მათი აღმოჩენა ადვილია საკმარისია კარგად დაათვალიეროთ მცენარე. გასხვლის შემდეგ მოაცილეთ მავნებლები,დაყვავილებული ყვავილისღეროები,სათესლე კოლოფები რომლებიც არ გჭირდებათ. მეორე გასხვლა ხდება იანვარში მცენარისათვის საბოლოო ფორმის მისაცემად.

ფუქსიას გამრავლება თესლით. თესლიდან მიღებული ფუქსია იშვიათად იმეორებს საწყისი მცენარის ნიშან-თვისებებს.ამიტომ ეს მეთოდი მხოლოდ მათთვისაა საინტერესო ვინც სელექციური ცდებითაა გატაცებული.ამ მეთოდის სირთულეისაა რომ უნდა გამოირიცხოს მცენარის თვითდამტვერვა მწერებისთვისაა. ამისათვის ჯერ კიდევ გაუშლელ ყვავილს აცილებენ მტვრიანებს და ახდენენ ხელოვნურ დამტვერვას მამისეული მცენარიდან. ამის შემდეგ ყვავილს ეფარება შალითა,რომ იზოლირებული იყოს მწერებისაგან.შალითა შეიძლება იყოს თხელი ქაღალდის ან ნაჭრის, იგი მაგრდება ძაფის მეშვეობით. როდესაც ნაყოფი მომწიფდება მას ჭრიან და იღებენ თესლს, რომელიც უნდა გაშრეს ორი დღის განმავლობაში. გამშრალი თესლიითესება ზედაპირულად სველ სუბსტრატზე, კონტეინერი თავსდება სათბურში კარგი განათებისადა ოთახის ტემპერატურის პირობებში. ნაზარდი ორიოდე კვირაში ამოდის,თვენახევრის შემდეგჩითილებს უკეთებენ პიკირებას და კიდევ ორი თვის შემდეგ ნერგებს რგავენ ცალ-ცალკე.გარემოპირობებს ნერგები თანათან უნდა შეაჩვიოთ (პერიოდულად სათბურს მოხადეთ თავსახური დამცირე ხნით გაანიავეთ),არაადაპტირებული ნერგები შეგუების გარეშე შეიძლება დაიღუპოს.

ფუქსიას გამრავლება კალმებით. და მაინც ყველაზე საიმედო მეთოდი ფუქსიას გასამრავლებლად არის - ვეგეტატიური,კონკრეტულადკი კალმების საშუალებით გამრავლება.ამ მათოდის გამოყენება ნებისმიერ დროს შეიძლება,მაგრამყველაზე უკეთესია გაზაფხული.დასაკალმებლად ახალგაზრდა ტოტები გამოიყენება,რადგან გახევებულიტოტები დიდი ხანი ფესვიანდება და ნელა იზრდება.კალმის სიგრძე საშუალოდ 10-20 სანტიმეტრიუნდა იყოს.მის ქვედა ნაწილს ფოთლები უნდა მოაცილოთ,წვერში დარჩენილი ფოთლები კი სანახევროდ მოაჭერით.კალამი მოათავსეთ გაფილტრულ წყალში და ზემოდან პოლიეთილების პაკეტით ან გამჭვირვალეპლასტმასის ბოთლით დაასათბურეთ.ფესვები ჩნდება დაახლოებით მე-4 დღიდან,ნუ დაელოდებითმათ ძალიან წამოზრდას,კალამი გადაიტანეთ სუბსტრატში.ზოგიერთიკოლექციონერი და მეყვავილეკალმებს პირდაპირ რგავს წყალში დაფესვიანების გარეშე,მაგრამ ორივე შემთხვევაში დასათბურებააუცილებელია.

ფუქსია ზამთარში.ზამთრისთვის ფუქსიას თანდათან გადადის მოსვენების მდგომარეობაში,რაც პრაქტიკულად ყველა მცენარისათვის აუცილებელია.თუ მცენარე სრულფასოვნად დაისვენებს და აღიდგენს ძალებს, მაშინ იმედი გქონდეთრომ მომავალ სეზონზე ხანგრძლივი და უხვი ყვავილობა ექნება.იმისათვის რომ მცენარე მოემზადოს და სასვენებლად, მორწყვა და სასუქის მიწოდება თანდათან უნდა შეუმციროთ,ქოთანი კი გადაიტანოთ გრილ ადგილზე სადაც საშუალო ტემპერატურა 15-20 C-ია.ქალაქის ბინაში ასეთი ადგილი არის ლოჯი ან შემინული აივანი.

 

არ დაგავიწყდეთ ფუქსიას გასხვლა და მავნებლების საწინააღმდეგო პროფილაქტიკა ზამთრის დასაწყისში. თუ გგონიათ რომ თქვენს ფუქსიას ძალიან შესცივდება შეგიძლიათ დაათბუნოთ პენოპლასტით ან ნახერხით (ჩადგით ქოთანი ნახერხიან ყუთში).ფუქსია ადვილად გამოიზამთრებს სარდაფში ან ავტოფარეხშიც, რადგან მისთვის სულერთია ექნება თუარა სინათლე. მაგრამ თბილ ოთახში გამოზამთრებული ფუქსიისაგან ნუ მოელოდებით რომ უხვად იყვავილებს. მართალია იგი არაა მომთხოვნი შეხედულების მცენარე, მაგრამ ზრუნვა და სიყვარულიმასაც ესაჭიროება. ამიტომ შეუქმენით მას შესაბამისი პირობები.

თარგმნა:ლელა ჯერენაშვილი-სალთხუციშვილი

 

27 January 0 0

лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно