ბეგონიების გამრავლება

ფოთლოვანი ბეგონიების გამრავლება

ფოთლოვანი ბეგონიების პოპულარობა დღითიდღე იზრდება და ეს გასაკვირი არაა.ეს მცენარეები მეტად დეკორატიულია,აქვთ ეფექტური,მკვეთრი და მრავალგვარი შეფერილობის,სხვადასხვა ფორმის ფოთლები.რისი დამსახურებითაც შეუძლიათ ნებისმიერი ინტერიერის დამშვენება.გარდა ამისა ადვილი და უპრეტენზიო მოსავლელები არიან.ჯანმრთელი და სწორად გაზრდილი ბეგონიის დანახვა არავის ტოვებს გულგრილს.ადრეთუ გვიან დგება ამ სასურველი მცენარის გამრავლების საკითხი.არსებობს ფოთლოვანი ბეგონიის გამრავლების რამდენიმე ხერხი:ფოთლის ან ღეროს კალმით,ფოთლის ფრაგმენტებით,ბუჩქის დაყოფით ან რიზომებით(ბერძნ.rhiza-ფესვი).

კალმით გამრავლება

ფოთლის ან ღეროს კალმებს აფესვიანებენ სუბსტრატში,წყალში,პერლიტში,ვერმიკულიტში და სხვა.ღეროს კალმებით გამრავლების წესს ეწოდება ავტოვეგეტატიური.

ღეროს კალამი - არის დედა მცენარიდან აჭრილი ტოტის ფრაგმენტი.კალმის მისაღებად აჭრიან გვერდითა ან ზედა ტოტებს,გადაჭრა ხდება მუხლის ქვემოთ,შემდეგში ამ ადგილზე წარმოიქმნება ფესვები.თუ კალამს აქვს რამდენიმე ფოთოლი,მაშინ ქვედა ფოთლებს აცილებენ.იმ შემთხვევაში თუ დარჩენილი ფოთლები საკმაოდ მოზრდილია,მაშინ მათ სანახევროდ სხლავენ დაახლოებით ⅓-ზე,ან ახვევენ მილისებურად ისე რომ ქვედა მხარე შიგნით მოექცეს და აკურატულად კრავენ.ამ მეთოდით მცირდება ტენის დაკარგვა და ასევე კალამი ნაკლებ ადგილს დაიკავებს.

ფოთლის კალამი - არის მცენარიდან აჭრილი ფოთოლი ღეროსთან ერთად.

ბეგონიის ფოთლის ფირფიტა შესაძლებელია მთლიანად გამოიყენოთ დასაფესვიანებლად.ამისათვის ფოთლის უკანა მხრიდან წინასწარ კეთდება ძარღვების პერპენდიკულარულად რამდენიმე ჭრილი.ფოტოზე ამ ადგილების საჩვენებლად გამოყენებულია სკრეპები.შემდეგ ფოთოლი უნდა დამაგრდეს წინასწარ დატენიანებულ სუბსტრატზე.ამისათვის შეიძლება გამოიყენოთ ნებისმიერი ქინძისთავი,ჭიკარტი,ან უბრალოდ დაალაგეთ რამდენიმე კენჭი ფოთოლზე.გარკვეული დროის შემდეგ გადაჭრილი ადგილებიდან ჩნდება ახალგაზრდა მცენარეები.თუ ფოთლის კალამი მცირე ზომისაა,მაშინ ის ირგვება მთლიანად,შეიძლება ღეროს მოჭრა ან დატოვება.ითვლება რომ არაღრმად ჩასმული კალამი უფრო სწრაფად ფესვიანდება.ჩარგვა ხდება დაახლოებით 1 სანტიმეტრის სიღრმეზე,მაგარამ გასათვალისწინებელია ფოთლის სიდიდეც,თუ იგი მოზრდილია მაშინ შეიძლება ცოტა უფრო ღრმად ჩარგვაც რომ კალამი მყარად გაჩერდეს და არ იმოძრაოს.

ბეგონიები ასევე მრავლდება ფოთლის ნაწილებით ან ფრაგმენტებით.ამისათვის ფოთლის დაჭრა ხდება რამდენიმე წესით.მაგალითად:

მსგავს შემთხვევაში შესაძლებელია დაფესვიანდეს როგორც ცენტრალური ისე სამკუთხა ფრაგმენტებიც.ფოთლის დაჭრა ხდება სამკუთხა ფრაგმენტებად წინასწარ ღეროს მოცილებით.თუ ფოთოლს აქვს ძლიერ დატალღული ან წვრილად დაკბილული ნაპირები,მაშინ საჭიროა მათი ჩამოჭრა.თვითოეული მიღებული სამკუთხა ფრაგმენტი შესაძლებელია დაფესვიანდეს.ამისათვის.ყოველ ფრაგმენტს უნდა ქონდეს ძარღვების კვანძი.ჩარგული ფრაგმენტები ან კალმები დაასათბურეთ,დადგით თბილ და განათებულ ადგილას,მაგრამ ისე რომ არ ხვდებოდეს პირდაპირი მზის სხივები.დაფესვიანება როგორც წესი დაახლოებით ორ კვირაში ხდება.კიდევ 2-4 კვირაა საჭირო რომ გამოჩნეს ამონაყარი შვილები.

ბუჩქის დაყოფით გამრავლება

ბეგონიის მოზრდილი ბუჩქები,რომლებმაც ასაკთან ერთად შედარებით დაკარგეს დეკორატიულობა,შეიძლება გამრავლდეს ბუჩქის დაყოფით.თუ მცენარეს აქვს ბევრი ტოტები და ფესვები ძლიერად არაა ჩახლართული ნიადაგში,მაშინ  მცენარის გაყოფა ხელითაც შეიძლება.მიღებული ნაწილები ცალცალკე უნდა ჩაირგას.თუ მცენარე ძალიან გაბუჩქულია და ფესვებიც მთელ ქოთანს მოიცავს,მაშინ შეიძლება გადავჭრათ სასურველ ადგილზე დანით,თვითოეული მიღებული ნაწილი ჩაირგას ცალკე,ყოველ მათგანს უნდა გააჩნდეს საკმაო ფესვები ზრდის გასაგრძელებლად.

რიზომებით გამრავლება

რიზომა(ბერძნ.rhiza - ფესვი) მიწისქვეშა ან მიწისზედა ფესვისმაგვარი მცოცავი ღეროა,რომელსაც განუვითარებელი ქერცლისმსგავსი ფოთლები,მუხლები და მცირე ფესურები აქვს ამით იგი ნამდვილი ფესვებისაგან განსხვავდება.რიზომა უნდა დაიჭრას ისე რომ მასზე ერთი ან რამდენიმე მუხლი იყოს,უკეთესია ქონდეს ამონაყარი და ფესურებიც.რიზომას ნაწილები ირგვება სუბსტრატში და ხდება დასათბურება.

29 January 0 0

лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно