იების ცვალებადობა
იების ცვალებადობა სხვა ორგანიზმების მსგავსად , იასაც აქვს მემკვიდრული თვისებები, ასევე ახასიათებს ცვალებადობაც, პირველი ხელს უწყობს ნიშნების შთამომავლობისთვის გადაცემას, მეორე კი მათ ცვლილებას გარე ფაქტორების ზემოქმედებით. იების თანამედროვე ჯიშები - ჰიბრიდებია, რომლებიც სელექციონერებმა მიიღეს ბუნებრივი ჯიშების და კულტივარების შეჯვარებით. ერთი ჯიშის იებს ერთნაირი თვისებები აქვთ, - ზომა, ფორმა, ფოთლის და ყვავილის ფერი და ტიპი, მათი სიუხვე, ყვავილობის ვადები და სხვა.ორგანიზმები ცვალებადობის საშუალებით იძენენ ახალ ნიშნებს და კარგავენ ძველს,ეს ორგვარად ხდება -მემკვიდრული (მუტაცია) და არამემკვიდრული(მოდიფიკაცია) გზით, იას ორივე ახასიათებს. ,მოდიფიკაციას ხშირად შეხვდებით გამოფენებზე, გინახავთ ერთნაირი ია გამოყვანილი ერთი სახეობისგან სხვადასხვა სელექციონერის მიერ? ყვავილის ფერი მკრთალი,ან პირიქით კაშკაშაა,ზოგი დიდია, მძლავრი ფოთლებით და როზეტით, ზოგი კი წვრილი და სუსტი როზეტებით და პატარა საყვავილე ღერებით, ეს მათი განსხვავებული მოვლის და პირობების შედეგია.,ბევრი რამ მოქმედებს მცენარეზე -ქოთნის ზომა, ნივთიერება, რისგანაცაა იგი,ნიადაგის თვისებები, განათების პირობები, მორწყვა და ჰაერის ტენიანობა.მემკვიდრეობით გადაეცემა არა თავად ნიშანი, არამედ მისი ზღვარი, სადამდეც შეუძლია ცვლილება, რაოდენობრივ ნიშნებს -ფოთლების, როზეტების, ყვავილების, მათზე ლაქების ოდენობას რეაქციის ფართო ნორმა აქვს და ძლიერი ცვლილებაც შეუძლით მეტობის ან ნაკლებობისკენ, სხვა ნიშნებს კი შედარებით ვიწრო ზღვარი აქვთ და ეს ძირითადად ხარისხობრივი მაჩვენებლებია - ფერი, ფორმა,, და ისინი ნაკლებ ვარიაბელურია.მოდიფიკაციური ცვლილებაა მაგ, არშიის დაკარგვა 24 გრ ს ზემოთ, ან ნახატის გამარტივება ფერად ყვავილებზე, - საერთოდ ერთი ფერის ყვავილების ამოტანა და ა.შ. ყვავილის ფერზე გავლენას ახდენს ნიადაგის მჟავეობა და განათების ხარისხი, იას სჭირდება სუსტად მჟავე მიწა 6-6-5 ph. ნიშნის ხარისხზე გავლენას ახდენს შინაგანი ფაქტორებიც -მაგ, ყვითელყვავილიან ჯიშებს ასაკთან ერთად ყვითელი პიგმენტი ემატებათ. გარეგნობის ასეთი ცვლილება საშიში არაა, რადგან მოდიფიკაციური ცვლილება არ გადაეცემა შთამომავლობით. მოდიფიკაციური ცვლილება მასიურ ხასიათს ატარებს. არახელსაყრელ პირობებში ყველა ია არ გამოიყურება კარგად, ხელსაყრელში კი მთელ სილამაზეს გაჩვენებთ. ასე შეიძლება წინასწარ ვთქვათ, როგორ იგრძნობენ თავს ისინი ამა თუ იმ პირობებში. გარდა ამისა, მისი დახმარებით მცენარე ეგუება გარემო პირობებს. მაგ: მშრალ შენობაში იას ეზრდება პატარა ფოთლები და ყვავილები, ასე მცირდება აორთქლების ფართობი, განათების ნაკლებობით ჭრელფოთოლა სახეობებს ფერადი ლაქები უმცირდებათ ან საერთოდ უქრებათ.
მეორე ტიპია მუტაციური, ანუ მემკვიდრეობით. იის მოყვარულები ამ ტიპსაც კარგად იცნობენ სპორტების წარმოქმნით. ეს შემთხვევითი ცვალებადობაა მცენარის გარეგნობაში, რომელიც ერთხელ თუ გაჩნდა, მერე მემკვიდრეობით გადაეცემა. მიზეზი - მცენარის დნმ ში კოდირებულ მემკვიდრულ ინფორმაციაში ცვლილებაა, რასაც ინდივიდუალური და გაურკვეველი ხასიათი აქვს. იების შემთხვევაში „სპორტდება“ ყვავილის და ფოთლის ფერი, იშვიათად ფორმა. გამოიყოფა სპონტანური და ინდუცირებული მუტაციები, პირველი თავისთავად ხდება ყოველგვარი გარეგანი ჩარევის გარეშე, ,მეორე კი - მუტაგენების -ქიმიური ნივთიერებების, რადიაციული ან ულტრაიისფერი დასხივების, ვირუსების მოქმედების შედეგია. იის მოყვარულები მათ ხშირად ვეგეტატიურად ამრავლებენ. და ამ დროს ადგილი აქვს სომატურ მუტაციას, რაც ხდება ფესვებში, ღეროში, ფოთოლსა თუ ყვავილში. სქესობრივ უჯრედებში კი მუტაცია ხდება თესლით გამრავლებისას. მუტაგენების ზემოქმედებას ძირითადად განიცდიან მცენარის ახალგაზრდა ნაწილები, ძველ ნაწილში კი გროვდება სხვადასხვა მეტაბოლიტები,რომლებსაც მუტაციის გამოწვევა შეუძლიათ, ამიტომ ფოთლით დაფესვიანებისას არჩევენ ოქროს შუალედს-ღია ფერის ფოთლებს მე 2-3 რიგიდან, 3-4სმ იანი ღერით,დეფექტების გარეშე.იმისთვის, რომ შემცირდეს „სპორტები“ ფოთლით დაფესვიანების დროს, აუცილებელია ოპტიმალური პირობების შექმნა, სასუქზე და ზრდის სტიმულატორებზე უარის თქმა, ამავე დროს უნდა ეცადოთ,რაც შეიძლება ბევრი შთამომავლობის მიღებას, კულტივარების და ქიმერების გამრავლება შეიძლება საყვავილე ღერებითაც.თუ ზრდასრულ მცენარეში სომატური მუტაცია მოხდა ძველ ფოთლებში,ეს არც ისე საშიშია. მთავარია არ გამოიყენოთ ისინი დასაფესვიანებლად. ცუდია, თუ გენეტიკური ცვლილება ზრდის წერტილში მოხდა, ასეთ დროს ახალამოსული ფოთლები და ყვავილები გასპორტდება, ასე კი ჯიში იკარგება. მისი გადარჩენა მხოლოდ იმ ძველი ფოთლების დაფესვიანებით შეიძლება, რომლებსაც ცვლილება არ შეხებია. იშვიათად შეიძლება უკუღმა მუტაციაც მოხდეს - ანუ სპორტს კვლავ დაუბრუნდეს ჯიშის ნიშნები, უმეტეს შემთხვევაში სპორტები არც ისე მიმზიდველია, როგორც ჯიში, მაგრამ ზოგი კულტივარი სწორედ როგორც სპორტი,ისე შეიქმნა უკვე არსებული ჯიშიდან. ბევრი იის დასახელებაში ფიგურირებს სიტყვა -სპორტი, მაგ, 'Lyon's Spectacular—sport', ისეთი თვისებები, როგორიცაა ხუჭუჭობა, არშია, დაწეწილი კიდეები, ვარდისფერი ფერი -პირველად სპორტებში შეინიშნებოდა. ასევე ყვითელყვავილა ფერადფოთლიანი იებიც ასე წარმოიქმნა.მუტაციებისადმი ანუ სპორტირებისადმი მდგრადობის მიხედვით ჯიშები სამ ჯგუფად იყოფა: მდგრადი ჰიბრიდები-ეს ერთი ფერის ყვავილებიანი ჯიშებია, ყველაზე ნაკლებად მუტირდება ძველი ჯიშები, რომლებმაც დროს გაუძლეს,უმდგრადი-ორ-და მრავალფერა ჯიშები ყვავილის არაერთგვაროვანი შეფერვით, ვეგეტატიური გამრავლების დროს მათ შთამომავლობაში ჯიშიანთან ერთად შეიმჩნევა ერთფერა მცენარეებიც, ამ ჯგუფში არის როგორც შედარებით მდგრადი, ისე ძალიან არასტაბილური კულტივარებიც.ქიმერული ჯიშები - კოლექციებში ისინი იშვიათადაა, რადგან ძნელად მრავლდება . შვილეული როზეტების მიღება შეიძლება საყვავილე ღერების დაფესვიანებით.