მიმულუსი
ბაღში და სახლის პირობებში მშვენივრად ხარობს ერთი ლამაზად მოყვავილე მცენარე - მიმულუსი, იგი ადვილად მრავლდება გრუნტშიც და სახლის პირობებშიც, აქვს მაღალი დეკორატიული ღირებულება, რის გამოც ძალინ პოპულარულია. განსაკუთრებით მისი 2 სახეობა - „ზამთრის დაისი“ და „ჯიქასებრი“.
მცენარე შავწამალასებრთა ოჯახიდანაა. სამშობლო - ჩე და ს ამერიკა, ავსტრალია და ახალი ზელანდია. ბუნებაში იგი იზრდება ჭაობებსა და ნესტში, ყვავილობს გაზაფხულზე და შემოდგომაზე. ზაფხულის სიცხეში კი ისვენებს, მოიცავს 150მდე ერთ- და მრავალწლიან სახეობას.
პოპულარული სახეობები: ჯიქასებრი - ყვავილობს დიდი - 6სმ მდე ყვითელი, ბორდოსფრად დაწინწკლული ყვავილებით და წააგავს ჯიქს. აქედან - სახელიც. ბუჩქის სიმაღლე 25 სმ ია. ამიტომ შეიძლება ჩაირგას კონტეინერშიც რაფაზე დასადებად ან მოგრძო ყუთში,- აივნისთვის. საკმაოდ კომპაქტური ჰიბრიდული მცენარეა უამრავი ყვავილით, ყვავილობას ადრე იწყებს - დათესვიდან 40-50 დღეში
ზამთრის დაისი - კიდევ უფრო რთული ფორმა და მკვეთრი ფერები აქვს. ყვავილს თეთრ ფონზე დიდი ვარდისფერი, წითელი ან ბორდოფერი ლაქები აქვს. ქვედა გვირგვინის ფურცელი ყველაზე დიდი და წინ გამოწეულია, ჰგავს ტუჩს და ხალხი ამ მცენარეს ხშირად ასეც ეძახის - ტუჩოსანს. ხელოვნურად გამოყვანილი მცენარეა და უძლებს 4 გრ მდე ყინვას. ყვავილობს მაისიდან ოქტომბრამდე დათესვიდან 1,5 თვეში.
დათესვა: კარგი დროა მარტის დასაწყისი, ამ დროს იგი ითესება კონტეინერებში. თესლი წვრილია და ღია ან მუქი ყავისფერია. ითესება 0,5-1 სმ სიღრმეზე, ზემოდან აფარებენ გამჭირვალე ცელოფანს ან თუ პატარა ქოთანშია, ერთჯერად ჭიქებს ისე, რომ იგი მჭიდროდ იჯდეს მიწაში. ამოდის ერთ კვირაში. კიდევ ერთი კვირის მერე საჭიროა პიკირება, რომ ერთმანეთს ხელი არ შეუშალონ ზრდაში. მოზრდილ ჭურჭელში გადააქვთ ცალ - ცალკე ან 4-5. ასე იზრდება სახლში 15-20 მაისამდე. მცენარე ამ პერიოდში იზრდება და მოღონიერდება. მერე შეიძლება მისი გადარგვა ღია გრუნტში.მიწა სჭირდება კარგი ჰაერ - და წყალგამტარი, გამოდგება უნივერსალური ნარევი, სასურველია შიგ ნაცარი და მშრალი საკვებიც ერიოს. ერთ სათლ მიწაზე 200 გრ ნაცარი და საკვებია საჭირო. იმისთვის, რომ მიწა ფხვიერი იყოს, უმატებენ ქოქოსის რძეს.
მცენარე ირწყვება ყოველდღე დილა-საღამოს, რადგან მსუბუქი მიწა სწრაფად შრება, ამის დაშვება კი არ შეიძლება. მცენარეს ასევე ასხურებენ ყოველდღიურად. გადარგვა ახალ ქოთანში ხდება საჭიროებისას - ფესვის ზრდისას და ისიც ძველი მიწით.
დათესვა ღია გრუნტში: ბევრი მოყვარული ამჯობინებს მის დათესვას პირდაპირ ღია გრუნტში, რადგან ადვილად ხარობს და ამოსვლისუნარიანობა საკმაოდ მაღალია. იგი ითესება მაშინ, როცა ჰაერი გათვება 16-18 გრ მდე - დაახლოებით 15 აპრილის მერე, მიწა ოდნავ ნამიანი უნდა იყოს დათესვისას. მორწყულ ნიადაგში დათესვა თესლს დაალპობს. ითესება მინიმალურ სიღრმეზე, აქაც სჭირდება დაფარება მაისის შუა რიცხვებამდე. ამოსვლიდან 3 კვირის მერე ხშირავენ.
მრავალწლიან სახეობებს ამრავლებენ ტოტებით. ერთწლიანებს - მხოლოდ თესლით, რასაც აგროვებენ ყვავილობის დასრულებისას - სექტემბერში, როცა კოლოფები კარგად დამწიფდება. მცენარეს რწყავენ საღამოობით. განსაკუთრებულ ცხელ დღეებში კი დამატებითაც. წყლის ნაკლებობისას მცენარე უცებ იწყენს. პატარა ნახვვრეტები ფოთლებზე კი ჭარბ რწყვაზე მიუთითებს.
თარგმანი თ. სუპატაშვილის![]()
![]()