კალცეოლარია
მცენარე ეკუთვნის შავწამალასებრთა ოჯახს. გვარში 400მდე სახეობაა, ძირითადად გვხვდება ცენტრ და ს, ამერიკაში. მისი სახელი ითარგმნება, როგორც მაღალყელიანი ფეხსაცმელი, უმეტესობა ბალახოვანი მცენარეა ან ბუჩქოვანი. ერთ ან მრავალწლიანები, სახლის პირობებში უმეტესად ერთწლიან მცენარედ ზრდიან.
მცენარე დაახლოებით 30-50 სმ იზრდება. ფოთლები ლანცეტისებრი, გოფრირებულია მკვეთრი მწვანე ფერის, ქვედა მხარეს ბუსუსებიანია, 5-10სმ სიგრძეში. იგი პოპულარული ყვავილების გამო გახდა, რომელიც ფორმით პატარა მაღალყელიან ფეხსაცმელს ჰგავს და ყვითელი, ნარინჯისფერი, თეთრი ან წითელია, უმეტესად ერთფერი ან დაწინწკლულია. ყვავილი ორტუჩაა - ქვედა გაბერილი და დიდია, ზედა კი შეუმჩნეველი, პატარა. ყვავილობს აპრილ-მაისში და ყვავილობა გრძელდება 3-5 კვირა. ერთ მცენარეზე დაახლოებით 50 3-6სმ იანი ყვავილი იშლება.
მოვლა: რთულია მისთვის სათანადო პირობების შექმნა, მისთვის არ შეიძლება სიცხე, სიმშრალე, სახლში კი ხშირად ასეა ზაფხულობით. ყვავილი ირჩევს ნახევრადჩრდილს, 15 გრ მდე ტემპერატურას და ნესტიან ჰაერს, ამიტომ მისი ქოთანი უნდა იდოს სველ კერამზიტიან სადგამზე და სჭირდება მორწყვა ისე, რომ მიწა მუდამ ტენიანი იყოს. ყვავილობის მერე მორწყვას თანდათან ამცირებენ. შესხურება სავალდებულო არაა. თუ მას ძალიან სცხელა, იცვენს კოკრებს. მცენარე ადვილად ზიანდება მწერებით და ზოგადად, სწრაფად ბერდება.
კვება: თვეში ორჯერ სჭირდება თხევადი მინერალური სასუქი, დარგვიდან 2 კვირის მერე ყვავილობამდე. შემოდგომა-ზამთარში კვება არ სჭირდება, ყვავილობის მერე მას გადაჭრიან და 2 თვით გადააქვთ გრილ ბნელ ადგილზე, იშვიათად ნამავენ მიწას. რიდესაც ახალი ნაზარდი წამოვა, თანდათან უმატებენ მორწყვას, მერე აბრუნებენ ძველ ადგილზე და ისევ აგრძელებენ სასუქის მიცემას.
გადარგვა: გამოზამთრებული მცენარე შედარებით ადრე იწყებს ყვავილობას, ვიდრე თესლიდან ამოსული, მაგრამ მისი დეკორატიულობაც შედარებით ნაკლებია, ვიდრე ნათესისა. ამიტომ სჯობს მისი ყიდვა ყოველ წელს. მოტანილ მცენარეს გადარგავენ ახალ ქოთანში, სადაც დრენაჟის კარგი ფენა უნდა ჩაიყაროს. მერე კი მცენარე მიწიანად გადააქვთ და ახალ მიწას ამატებენ, რომელიც შედგება - 2- 2წილი კორდის და ფოთლოვანი მიწის, 1წ ტორფის და 0,5 წ ქვიშისგან. ![]()
![]()
![]()
![]()
დაავადებები: მავნე მწერებიდან მას ხშირად სტუმრობს ფრთათეთრა და ბუგრი, მათ მექანიკურად ანადგურებენ, მაგრამ თუ ბევრია მწერი, მცენარეს ამუშავებენ აქტელიკით. სულ პრეპარატის გამოყენება 3-4 დღის ინტერვალით 4 ჯერაა შესაძლებელი.
დაავადებებიდან საშიშია ნაცრისფერი ლპობა, ის ემართება, როდესაც ძალიან დაბალ ტემპერატურაზე და მაღალ ტენიანობაზე ხშირად ირწყვება. მცენარეს ასუსტებს ასევე აზოტის მაღალი კონცენტრაცია სასუქში. დაზიანებულ ადგილებს დანით აჭრიან და მცენარეს ბორდოს ხსნარით ამუშავებენ .
გამრავლება: იგი მრავლდება თესლით. ითესება აპრილში გამომწვარ მიწაში. მას ღრმად არ დებენ მიწაში, ზემოდან მინას აფარებენ ან ცელოფნის პაკეტს. პერიოდულად ანიავებენ. ნათესი 18 გრ ზე აქვთ კარგად განათებულ ადგილზე. პერიოდულად მიწას ნამავენ. ნათესი 2 კვირაში ამოდის, მერე წვრილი ნაკადით რწყავენ. ერთი თვის მერე ხდება პიკირება, კიდევ 2 თვეში - მეორედ, როდესაც იგი როზეტს გაიკეთებს. ირწყვება 2 კვირაში ერთხელ. სექტემბერში გადააქვთ 9სმ იან ქოთნებში. დებენ 8-10გრ ზე განათებულ ადგილზე. იანვარ- თებერვალში კი რგავენ დიდ ქოთნებში. 3-4 ფოთოლზე ტოტებს თავს აწყვეტენ, მერე დებენ მუდმივ ადგილზე და ელოდებიან ყვავილობას, დათესვიდან 10 თვეში იგი ყვავილობს.
გამრავლება ასევე შეიძლება კალმითაც. ყვავილობის მერე ტოტებს ჭრიან. ეს აგვისტოში ხდება ან თებერვალ-მარტში. მათ აფესვიანებენ ნოყიერ ნიადაგში. დაფესვიანებას 3-4 კვირა სჭირდება. ხშირი ბუჩქისთვის ერთ ქოთანში რამდენიმე ტოტს რგავენ.
სახეობები: მთლიანფოთოლა კალცეოლარია - ყვითელი დაწინწკლული ყვავილი აქვს ბუჩქი 50სმ მდე იზრდება, მექსიკური - 5 სმ ზომის ნაზი ყვითელი ყვავილები აქვს იზრდება 20-50 სმ მდე,
მეწამული - ბალახოვანი მრავალწლიანი მცენარეა. წვრილი წითელ-ლილისფერი ყვავილებით.
სახლში უმეტესად ჰიბრიდული კალცეოლარია აქვთ სხვადასხვა ფერის ყვავილებით - თეთრი, ჭრელი, სხვადასხვა შეფერილობის. მის ერთერთ სახეობას დანტის კალცეოლარია წარმოადგენს, უხვადმოყვავვილე მცენარე წითელი ყვავილით.
ამათ გარდა კიდევ ცნობილია წვრილი, ნაზი, ბევრტოტიანი და დარვინის კალცეოლარიები