ოთახის გვიმრა

გვიმრა ერთ_ერთი ყველაზე იდუმალი მცენარეა დედამიწაზე,თუნდაც მხოლოდ იმიტომ, რომ მისი ისტორია მოითვლის მილიონობით წელს. არქეოლოგები დღესაცნახულობენ ამ მცენარის გაქვავებულ ნაშთებს.
ეს მცენარე ნებისმიერ კატაკლიზმებს უძლებს, ძალიან სიცოცხლისუნარიანი მცენარეა, სახლშიკი თავს კარგად გრძნობს რამდენიმე სახეობა, კერძოდ, ნეფროლეპისი, ვენერას თმა და პლატიცერუმი.
ოთახის გვიმრა - ეკოლოგიური ინსპექტორი:
ეს მცენარე საკმაოდ უპრეტენზიოა, ნებისმიერპირობებს ეგუება და მშვენივრად იზრდება. ბუნებაში იგი ტყეში ცხოვრობს ტორფიან ნიადაგზედა კარგად იზრდება ყოველდღიური მორწყვის, გადარგვის, გასხვლის გარეშე. მაგრამ ოთახში, კარგი მოვლის მიუხედავად ზოგჯერ იწყენს და ჭკნება- იმიტომ, რომ იგი ატმოსფეროს სისუფთავისინდიკატორს წარმოადგენს.
ეს მცენარე ცუდად იტანს ჰაერის დაბინძურებას, რეაგირებს მშრალ ჰაერზე და თუ მის მოტანასგადაწყვეტთ, ოთახი ხშირად უნდა გაანიავოთ. თუ ყველა პირობა შექმნილია, მაგრამ მცენარეჭკნება, შეამოწმეთ ყველაფერი - სამზარეულოში დააყენეთ გამწოვი, შეიძლება ეს ჰაერი მოქმედებსმცენარეზე. ან კიდევ მასთან ახლოს დადეთ წყლიანი ჭურჭელი, ტენიანობის ასამაღლებლად.
მოვლა: ნეფროლეპისი ყველაზე უკეთ ეგუებასახლის პირობებს, ყველაზე ამტანი სახეობაა, დეკორატიული და ლამაზია. მას კარგი განათებასჭირდება. ასე ფოთლები ხასხასა მწვანე ექნება. მისი დადება ოთახის ყველაზე ბნელ კუთხეშიცშეიძლება - ჩრდილს მცენარე კარგად იტანს. მორწყვა ზომიერი უნდა, კვება კი - არც ისეხშირი.
განათება: გაბნეულ მზის სინათლეზე იგიკარგად გრძნობს თავს და თუ ფანჯრის პირდაპირ ან ს.აღ. ფანჯრის გვერდით ადგილი არის,იქ შეიძლება გვიმრის მოთავსება. მოზრდილი მცენარე საკმაოდ დიდი ზომისაა და დიდი სივრცეესაჭიროება. ტოტები იზრდება სიმაღლეშიც, განშიც. ამიტომ მას რაფაზე ვერ დადებთ.
მორწყვა: ზომიერად რწყავენ ისე, რომ მიწა არ გაშრეს ქოთანში და სულ ტენიანიიყოს. მაგრამ თუ ძლიერ გამომშრალ მიწას უხვად მორწყავთ, ფესვები შეიძლება დაულპეს, მცენარეს რწყავენ კვირაში 2-3 ჯერ და ნამავენ კიდეც, ნადგამი რბილი წყლით.
შესხურება: მცენარეს ჰაერის მაღალი ტენიანობასჭირდება. ამიტომ მას ხშირი შესხურება უნდა. თუ ოთახში ძალიან მშრალი ჰაერია, ყოველდღიურიდანამვა უნდა, სხვა შემთხვევაში კი კვირაში 2 ჯერ საკმარისია.
გრუნტი: ტყეში ფხვიერი დამპლი ფოთლებითდა წიწვებით გაჯერებული მიწაა, ხშირად ტორფნარევი. ასეთივე მიწა სჭირდება გვიმრას სახლისპირობებშიც. ოდნავ მჟავე, ფხვიერი, ჰაერ და წყალგამტარი, ტორფნარევი, კორდის და ფოთლოვანიმიწის არევით ქვიშაში.  ჭარბი მორწყვისას მცენარესფოთლებზე მუქი ლაქები უჩნდება, მერე კი ხმება. ასე ემართება ასევე ზედმეტი გამოშრობისდა მშრალი ჰაერის პირობებშიც.
კვება: მას არ სჭირდება ხშირი კვება, საკმარისია2 კვირაში, ან თვეში ერთხელაც კი კომპლექსური მინერალური თხევადი სასუქის მიცემა, უპირატესადკალიუმის შემცველის. შეიძლება ორგანული სასუქის გამოყენებაც .
გადარგვა: მისი გადარგვა ყოველწლიურადშეიძლება, სჯობს მიწინად გადატანა, რომ ფესვები არ დაზიანდეს.  ახალი ქოთანი 2 სმ ით მეტი უნდა  იყოს ძველზე. გადარგვა საჭიროა  გაზაფხულზე. შემოდგომაზე მიწიანად გადატანა კი მცენარესდაასუსტებს და დააავადებს. თუ სარწყავად გამოიყენებთ ცივი, ონკანის წყალს, მიწაში შეიძლებანემატოდა გაჩნდეს, რის გამოც ასევე საჭირო ხდება გადარგვა.  თუმცა, შესაძლოა არც ამან უშველოს მას, რადგან მწერიმთელ მცენარეს ედება. ამიტომ გადარგვასთან ერთად მას ასხურებენ აქტელიკს
თუ სახლში მშრალი ჰაერია, მცენარეს აზიანებს ბუგრი, ტრიპსები, ფარიანა. ეს რომ არ მოხდეს,საჭიროა ხშირი დანამვა, დაავადებულ მცენარეს კი ამუშავებენ აქტელიკით.
13 August 0 63

лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно