მორცხვი მიმოზა

ძალიან საინტერესო მცენარეა. მისი ფოთლები ხელის შეხებისას იკეცება, ეს შედარებით ცნობილი თვისებაა, მაგრამ ასევე ახასიათებს ფოთლის ორიენტაციის  ცვლილების უნარც, ხელის შეხების გარეშე მისი ფოთოლი ასევე იკეცება მიწისძვრის, გათბობის, შენჯღრევის ან ქარის დროსაც.
მცენარის ფოთლების ყოველდღიური მოძრაობა შეისწავლა ფრანგმა ასტრონომმა მეირენმა 1729წ. ეს მოძრაობა პერიოდულ ხასიათს ატარებს, თუნდაც მცენარე სრულ სიბნელეში მოთავსდეს, რაც მიუთითებს ამ თვისების, და  ბიოროტმების ენდოგენურ წარმოშობაზე, შვეიცარელმა ბოტანიკოსმა ა. დეკანდოლმა კი 1832 წ დაადგინა, რომ ეს მოძრაობა მისდევს დღე-ღამურ რითმს, მაგრამ შედარებით ნაკლებ საათს მოიცავს - 22-23 სთ ს.
იგი მარადმწვანე დეკორატიული ბუჩქია სამხ. ამერიკიდან. დეკორატიულობის  შენარჩუნების მოტივით მას ზრდიან ერთწლიან კულტურად. სინამდვილეში იგი მრავალწლიანი ბალახოვანი  30-60სმ სიმაღლის მცენარეა, თუმცა ზოგჯერ 1,5 მ საც აღწევს. იგი პარკოსანი მცენარეა. ნაყოფი - პარკია. შიგ 2-8 თესლით. ყვავილები შეკრულია ღია ვარდისფერ ან მოიასამნისფრო ბურთა ყვავილედად ტოტის ბოლოებზე. იმტვერება ქარით ან მწერებით.
სახლის პირობებში: მიუხედავად მისი ნაზი და ჰაეროვანი შეხედულებისა, საკმაოდ ადვილი მოსავლელია. მოსწონს სითბო - 20-24 გრ. ზამთარში - 16-18 გრ. კარგად გრძნობს თავს მკვეთრ განათებაზე, იტანს მცირე ხნით მზის სხივებსაც. გაზაფხულ-ზაფხულში უხვად იწყვება. ზამთარში მიწის ტენიანობას ინარჩუნებენ. ერთი უარყოფითი თვისება აქვს - ვერ იტანს თამბაქოს სუნს და მაშინვეე იცვენს ფოთოლს. კარგად მრავლდება თესლით.  მცენარე შხამიანია!.
მას თესავენ თებერვლ-მარტში ნამიან ფხვიერ კარგად დრენირებულ მიწაში სასუქის გარეშე. ყუთს აფარებენ ცელოფანს და დებენ მზიან ადგილზე. ამოსვლის მერე გადააქვთ ცალკე ქოთნებში. ახალშეძენილ მცენარეებს თანდათან აჩვევენ მზეს, რომ   ფოთლები არ დაეწვას. მისი ყვავილობა კარგ პირობებში 4 თვე გრძელდება. ზამთარში იგი კვდება, თუმცა შეიძლება მისი გადაჭრა ან ხელახლა დათესვით გაზრდა.

 
ტოტით ძნელად მრავლდება - იგი ცუდად ფესვიანდება. გადარგვა მას არ სჭირდება. დაავადებები და მწერები: მცენარე ზიანდება ვაშლის ბუგრით, ცრუფარიანათი. მწერებს ებრძვიან სათანადო პრეპარატებით.
რატომ იხურება მისი ფოთლები: შეხებისას, ქსოვილის უჯრედები ჰკარგავენ ტურგორს - უჯრედშიგა წნევას, ეს ხდება ქიმიური ნივთიერების-კალიუმის გათავისუფლების შედეგად, რომელსაც გამოაქვს წყალიც უჯრედიდან. როგორც კი უჯრედები დაჰკარგავენ წყალს, ფოთოლი დაიხურება. უცნობია მიზეზი, რის შედეგად  შეიძინა ფოთოლმა ეს თვისება. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ეს მოხდა მცენარიჭამია ცხოველების და მავნე მწერებისგან თავდაცვის მიზნით 

თარგმანი თ. სუპატაშვილის


Loading the player...
10 July 0 13

лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно