ოთახის მცენარეები აივანზე
ბევრ თქვნთაგანს აქვს სახლში ოთახის ყვავილები. სახლებს კი აივანი ან შემინული ლოჯიები აქვს, მათი გამოყენება მოყვარულ მეყვავილეებს შრუძლიათ, რომ სახლში მოაწყონ მოყვავილე ბაღები.თუმცა აივანზე მათი მოვლის პრინციპი განსხვავებულია.
უპირველეს ყოვლისა, აივანზე თავს კარგად გრძნობენ ბაღის ყვავილები, ერთ- და მრავალწლიანი მცენარეები. მათი ასორტიმენტი განისაზღვრება აივნის მიმართულებით მხარეების მიმართ, მათი განათების ხარისხით. ზოგიერთი ერთწლიანი ნებისმიერ აივანზე კარგად გრძნობს თავს.
აივანზე მცენარეების მოვლის თავისებურებები: გაზაფხულ-ზაფხულში თითქმის ყველა მცენარის გატანა შეილება გარეთ. ტროპიკული მცენარეებისთვის დღე-ღამური ტემპერატურის მერყეობა 15-20 გრ ითაც დასაშვებია, თუ მას თანდათან მიაჩვევთ. ქვედა ზღვარი 10-12 გრ უნდა იყოს, ამიტომ მცენარე მხოლოდ მას მერე შეიძლება გადგათ გარეთ, თუ ყინვები აღარაა მოსალოდნელი ღამით - დაახლოებით მაისის შუა რიცხვების მერე.
შემინულ ლოჯიებში კიდევ უფრო ადრე შეიძლება დადგათ მცენარეები- აპრილის ბოლოდან. კარგია ასევე შემინული აივნებიც: იქ ტემპერატურა 4-5 გრ ით მეტია, ვიდრე გარეთ და მცენარეები დაცულია წვიმის და ქარისგან. უნდა გვახსოვდეს, რომ ყველაზე საშიში ტემპერატურის დაცემა მორწყული მცენარეებისთვისაა, როცა ფესვები სისველეშია. ქოთანში ასეთ დროს კიდევ უფრო დაბალია ტემპერატურა და ეს გასათვალისწინებელია, რომ მოიფიქროთ, სტოვებთ, თუ შეგაქვთ სახლში მცემარეები.
მეორე მხრივ- არის მეორე უკიდურესობაც - სიცხეში ასე შემინულ ლოჯიებში და აივნებზე უფრო მეტია ტემპერატურა. გარეთ თუ 25-26 გრ ია, ფანჯრებდახურულ აივანზე, როცა არც კარია ღია, შეიძლება 40 გრ ც დაფიქსირდეს, ეს კი ყველა ფოთლოვანი მცენარისთვის მაღალი იქნება, მხოლოდ ზოგ კაქტუსს და უფრო ცოტა სუკულენტს შეუძლია გაუძლოს ასეთ ტემპერატურას და თუ მცენარეები ასეთ „სათბიურში“ მორწყვის გარეშე დარჩნენ საღამოს, უმეტესობა მოკვდება.
ძალიან მაღალ ტემპერატურას და დაბალ ტენიანობას უძლებს ჰიბისკუსი, თუმცა განსაკუთრებით პატარა ქოთანში ჩარგულს უხვად მორწყვა ესაჭიროება. ასევე კარგად გრძნობს თავს ბუგენვილიაც უხვად მორწყვის გარეშეც კი. არც დრაცენაა მთლად ცუდად, თუმცა შეიძლება ფოთლები გაუმუქდეს. ცოტა უჭირს სუროებს - 40 გრ ზე ზემოთ ახალგაზრდა ტოტები ჭკნება. ოთახის ვარდი და ფუქსია 35 ს ზემოთ ვერ უძლებს, მაგრამ მალევე გამოსწორდება, თუ სიგრილეში შეიტანთ.
თუ აივანზე ასე მაღალია ტემპერატურა, მნიშვნელოვანია ქოთნის შეფერილობაც. არ ივარგებს მცენარეები შავ, მუქ ყავისფერ პლასმასის ქოთნებში - ისინი ძალიან ცხელდება. ფესვები შიგნით ჩაიხარშება. ეს კი მცენარის სიკვდილს ნიშნავს. ამიტომ კარგია თეთრი კერამიკის მძიმე, საშუალო ან დიდი მოცულობის ქოთნები. თუ ღია ფერის ქოთნებს ვერ შოულობთ, შეიძლება შემოახვიოთ ფოლგა.
ვისაც სამხრეთ მხარეს აქვს შემინული აივანი და სახლში ოთახის მცენარეების ფართო ასორტიმენტია, სჯობს დააყენოთ კონდიციონერი ტემპერატურის დასარეგულირებლად. ასევე შეიძლება სითბოს შემცირება მცენარეების მოჩრდილვითაც. ამისთვის გამოდგება ჟალუზები, თხელი ფარდები ან ფოლგირებული იზოლონი.
მორწყვა ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია აივანზე. ჰაერის ტენიანობა იქ განსხვავდება სახლისგან. წვიმიან ამინდში იგი 90 % აღწევს გარეთ. შემინულ აივანზე 60-70, სახლში კი - 40-50. მიწა ქოთანში, რომელიც სახლშია, უფრო სწრაფად გაშრება, ასეთ ამინდში სახლში მცენარის მორწყვა 3-4 დღეში ერთხელ შეიძლება, აივანზე კი კვირაში ერთხელ. თუ ყვავილები შეუმინავ აივანზეა, ყველაზე ცუდი მათთვის ტემპერატურის დაცემაა ღამით წვიმის ან უხვი მორწყვის მერე - დასველებული ფესვები სიცივეში მალე დალპება.
საყურადღებოა აივანზე გატანილი მცენარეებისთვის მწერებიც - მცენარეებს ხშირად სჭირდება დათვალიერება მავნებლების არსებობაზე, მით უფრო, თუ ბინა 3-4 სართულის ქვევითაა. როდესაც ქუჩაში გადიხართ, თუ ყურადღებით დააკვირდებით მცენარეებს, უამრავ მწერს და დაავადებას აღმოაჩენთ მათზე. ყველაზე გავრცელებულია ფრთათეთრა და ნაცარა სოკო. ეს დაზიანებული მცენარეები სწრაფ რეაგირებას საჭიროებენ.
პროფილაქტიკა ასეთ დაავადებებს თითქმის არ აქვთ. სოკო და ბაქტერია უცებ მრავლდება ტენიან გარემოში, მაგრამ ზოგ მცენარეს თუ ხშირად არ დანამავთ სიცხეში, ხშირად ზიანდება აბლაბუდა ტკიპით. ზოგჯერ მცენარეებს აზიანებს სხვა მწერებიც - მათ ებრძვიან ინსექტიციდებით.
თარგმანი თ. სუპატაშვილის