ვარდის მოვლის 10 წესი

ვარდების მოვლის თანამედროვე აგროტექნიკა მარტივია, მაგრამ ბევრი წესი დარჩა ძველი, ისინი ვარდის ფიზიოლოგიას ითვალისწინებს და თუ მათ კარგად შეისწავლით, შესაძლებელი გახდება ამ ლამაზი მცენარის გაზრდა საკუთარ ბაღში და მერე მისი სურნელოვანი ლამაზი ყვავილებით ტკბობა.
მზე და სითბო: ვარდს რგავენ ბაღის სამხ. ნაწილში, ქარისგან დაცულ ადგილზე. ქარსაცავად შეიძლება წიწვოვნების გამოყენება. ერთადერთი, რასაც ჩვენ ვერ ვცვლით, მზეა. ვარდი ძალიან მომთხოვნი მცენარეა მზის მიმართ - სჭირდება მინიმუმ 4 სთ მზის სინთლე.
განიერი ღრმა ორმო: ვარდს სჭირდება 70სმ სიგანის და 2 ბარისპირი სიღრმის ორმო. მის ძირშიც მიწა უნდა დამუშავდეს, რადგან ვარდის ფესვები არაზედაპირულია და რაც უფრო ღრმად ჩავა მიწაში, მით კარგად იქნება დაცული ზამთრის ყინვისგან. სადაც მიწისქვეშა წყლები ახლა ზედაპირთან, ორმოში ყრიან დრენაჟს და ორმოსაც ამაღლებენ. საჭიროა ნიადაგის გაუმჯობესება:

ნიადაგი

დახასიათება

რეკომენდებული შემადგენლობა

ქვიშნარი

კოშტი ადვილად იშლება, კარგი ჰაერ და წყალგამტარია, კარგად თბება, მაგრამ მასში ცოტაა საკვები

კორდის მიწა, კომპოსტი, ნეშომპალა, თიხა  2:1:1:2

სუგლინური

კარგად იფხვნება, და არ წებდება, ინახავს სითბოს, წყალს, ჰაერს, მდიდარია საკვებით

ქვიშა, ნეშომპალა, კომპოსტი, კორდის მიწა 3:1:1:1

თიხნარი

კოშტი მკვრივია, მძიმე, ცუდად ატარებს წყალს, ჰაერს, ნელა შრება

მსხვილი ქვიშა, ნეშომპალა, კომპოსტი, კორდის და ფოთლოვანი მიწა 6:1:1:1:1

საღი ნერგი: უკვე მარტიდან გამოაქვთ გასაყიდად ნერგები. მათი შენახვა ქარხნულად შეფუთულ მდგომარეობაში 3 კვირით შეიძლება მაცივარში. თუ კვირტები დასკდა და ზრდა დაიწყო, უკვე სასწრაფო დარგვა ესაჭიროებათ, თორემ მერე ძნელად შეეგუება ნიადაგს. ასეთ ვარდს ერთწლიანად თვლიან. ყიდვისას კარგად უნდა დათვალიერდეს მცენარე - ფესვები, ღერები ფოთლები. უფრო საიმედოა ქოთანში დარგული მცენარე. იგი 100% ით ეგუება ახალ გარემოს გადარგვისას.
დარგვის ოპტიმალური ვადები: ვარდი ირგვება გაზაფხულიდან შუა ზაფხულამდე. შემოდგომაზე კი მიწიანად გადააქვთ დიდ ქოთნებში ან რგავენ დიდ მცენარეებს.
სწორად დარგვა: 2 წესი აუცილებლად უნდა გახსოვდეთ ვარდის დარგვისას: ფესვის ყელი 1სმ ით ქვევით უნდა იყოს მიწაში. თუ ორმო სწორადაა ამოთხრილი, მიწა დროთა განმავლობაში დაჯდება და ფესვის ყელიც ჩაიწევს 5-7 სმ ზე.
ღია ფესვებით ნერგს დარგვის მერე უჩრდილავენ, უკეთებენ მინი სათბურს, ყოველდღე რწყავენ. ქოთნიდან მცენარე გადააქვთ ხეზე ფოთლების გაშლის მერე. თუ დარგული მცენარე ცუდად ეგუება გარემოს, იყენებენ ნატრიუმის გუმატს.
კვება დროულად: ზოგი ვარდი ზაფხულში ერთხელ ყვავილობს, ზოგი გამუდმებით. შესაბამისად სჭირდება საკვებიც. საუკეთესოა გადამწვარი ნაკელი ან ნეშომპალა. იგი სასუქიცაა და მულჩადაც გამოდგება. თუ გაზაფხულზე მულჩას მოუწყობთ, ზაფხულის შუა რიცხვებამდე სასუქი არ დასჭირდება. დღეს კარგი ანალოგია ბიოჰუმუსი.  იგი მულჩად არ ივარგებს. მაგრამ 30 %ით სჯობს გუმატების შემცველობით. კარგია სპეც. მინერალური სასუქიც ვარდებისთვს. იგი შეაქვთ ივნის-აგვისტოში.

კვების რიგითობა

მცენარის გავითარების ფაზა

სასუქის ნორმა 1 ბუჩქზე

1.

საგაზაფხულო გასხვლის მერე

3კგ გადამწვარი ნაკელი ბუჩქის ირგვკლივ

2.

10-15 დღის მერე პირველიდან, ტოტების ზრდისას.

3-5 ლ ნაკელის ან სკინტლის ნაყენი, ან  ნატრიუმის გუმატი

3.

კოკრობისას

3-4ლ ნაკელის ნაყენი ან 3კგ ბიოჰუმუსი

4.

პირველი ყვავილობის მერე

კომპლექს. მინერალური სასუქი

5.

მეორე ყვავილობის მერე

50-100გრ ხის ნაცარი, ან კომპლექსური სასუქი აზოტის გარეშე, მაგრამ კალიუმით და ფოსფორით

მორწყვა, მულჩირება და მიწის გაფხვიერება: მულჩად გამოდგება მოთიბული ბალახი, ნეშომპალა. არ გამოიყენება ხის ქერქი, ხრეში. რწყავენ უხვად გვალვაში. აგვისტოდან, როცა ღამის ტმპერატურა ეცემა 10გრ ზე, ფესვებთან რწყავენ, რაც სოკოს პროფილაქტიკაა.თუ ვარდის გარშემო მიწა ქერქდება, მცენარე ზრდას შეაჩერებს, საჭიროა მიწის გაფხვიერება.
ზამთარი: ვარდის გენეტიკაში არსებობს მარადმწვანე ფორმა და სწორედ მისი არსებობა უშლის ხელს მოემზადოს ზამთრისთვის. ზოგჯერ მისი ყვავილობა გვიანობამდე გრძელდება. ეს ლამაზია, მაგრამ არასწორი. მას ზამთრისთვის აგვისტოდან ამზადებენ- იმ პერიოდში აძლევენ კალიუმიან სასუქს ან ნაცარს, სექტემბრიდან მიწას არ უფხვიერებენ და ნაკლებად რწყავენ, მის გარშემო ყრიან ნაცარს - 3 მუჭა ერთ ბუჩქზე. ამ პერიოდში ყველაზე ხშირად ვლინდება დაავადებები - შავი ლაქები, ჟანგისფერი ნადები- ეს დაზიანების პირველი ნიშნებია. უნდა მოშორდეს გაყვითლებული ფოთლები, რომ დაავადება არ გავრცელდეს. აგვისტოში მას წამლავენ ფუნგიციდებით.
დაფარება: პროფილაქტიკურად  ამუშავებენ სოკოს წინააღმდეგ, უყრიან მიწას გარშემო, იყენებენ უქსოვ ქსოვილს. ფოთოლცვენის დასრულება ნიშნავს, რომ ვარდს მომზადება სჭირდება ზამთრისთვის და მას აფარებენ. ჯერ ბუჩქიდან აშორებენ ფოთლებს, სოკოს საწინააღმდეგოდ კი ამუშავებენ სპილენძ- საპნის ან ბორდოს ხსნარით.  ეს პრეპარატები გამოდგება 7გრ ტემპერატურაზე. უფრო თანამედროვე წამლები კი - 4 გრ ზეც მუშაობს. ვარდს უმოკლებენ ტოტებს და გარშემო უმატებენ მიწას.პირველი ყინვებისას ვარდი კაჟდება და მხოლოდ  მას მერე, რაც ტემპერატურა - 5 გრ_ს მიაღწევს, დასჭირდება დაფარება გეოტექსტილით. კიდევ უკეთსია უქსოვი ქსოვილი. ხვიარა ვარდებსაც ასევე აფარებენ, თუ პრობლემაა მისი ტოტების ძირს დაწვენა, უქსოვ ქსოვილს რამდენიმე ფენად ახვევენ ღერებზე.
საფარის მოხსნა: საფარის მოხსნა უცებ არ შეიძლება გაზაფხულზე. თოვლის დადნობის მერე ოდნავ სწევენ საფარს და ჰაერს ვარდთან უშვებენ, ანიავებენ მას. როცა დადებითი ტემპერატურა მდგრადი გახდება, მერე ხსნინ საფარს, მიწის გალღობის მერე ზედმეტ მიწას აშორებენ ბუჩქებს, მაგრამ ღამით ისევ აფარებენ თხელ უქსოვ ქსოვილს.
პირველი ყვავილების გამოჩენა ნიშნავს, რომ დროა საგაზაფხულო გასხვლის დაწყების. აშორებენ დამტვრეულ, სუსტ ტოტებს, ამ პერიოდისთვის საშიშია ტოტების ინფექციური დამწვრობა. ღერზე წითელი ლაქები ამის ნიშანია, მცენარე კარგად უნდა დათვალიერდეს და ეს დაზიანებული ადგილები მოშორდეს.

YVAVILEBI.GE თარგმანი თ. სუპატაშვილის

22 June 0 0

лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно