ვარდის დარგვა დახურული ფესვთა სისტემით
დღეს ვარდებს კონტეინერებითაც ყიდიან. ამას თავისი უპირატესობა აქვს - გადარგვის მერე ადვილად ეგუებიან გარემოს, თუ ისინი სწორად იქნება ჩარგული.
ვარდის ნერგის მოვლა დარგვამდე: მათ არ სჭირდებათ სასწრაფო დარგვა და კარგ პირობებში ერთი წელიც შეიძლება იყვნენ კონტეინერში. ასე ნერგებს დებენ უქარო ჩრდილიან ადგილზე ბაღში. იმისთვის, რომ ფესვები არ გადახურდეს, ქოთნიანად რგავენ მიწაში. მათ რეგულარული მორწყვა ესაჭიროებათ, კარგია შესხურებაც. თუ მისი გადარგვა გვიანდება 2-3 კვირით, ყოველკვირეული კვებაც საჭიროა. სასუქი უნდა იყოს სპეციალურად ნერგებისთვის, ჩვეულებრივი სასუქი მათ არ გამოადგებათ, - შესაძლოა მისი დაყრისას ქოთნებში ფესვები დაეწვას
ნერგის მომზადება დარგვისთვის: რაცა დარწმუნდებით, რომ ნერგი ხარისხიანია, ფრთხილად ამოიღეთ იგი კონტეინერიდან. ფესვები კარგად უნდა ეხვეოდეს მიწას. ასეთ შემთხვევაში ნერგს არ სჭირდება დამუშავება დამატებით. უბრალოდ ნერგს 2-3 სთ დებენ წყალში. ზოგჯერ ნერგი მუყაოს კოლოფშია და შიგ არ ჩანს ფესვების მდგომარეობა. თუ საეჭვოდ გეჩვენათ რაიმე, ამოავლეთ იგი ფესვის ზრდის სტიმულატორში - 10გრ იან პაკეტს ხსნიან 8ლ წყალში და კარგად ურევენ. ნერგს კონტეინერით დებენ ხსნარში 2-3 სთ ით. არსებობს სხვადასხვა სტიმულატორები - კორნევინი, ეპინი
ადგილი ნერგისთვის: ვარდი დიდხანს იზრდება ერთ ადგილზე, ამიტომ მისთვის ადგილის შერჩევა მნიშვნელოვანია. უნდა მომზადდეს ორმოც, მისი ზომა 60*60*50 სმ უნდა იყოს. მიწა უნდა იყოს ფხვიერი, ნოყიერი, ამისთვის ზედა ფენას უმატებენ ნეშომპალას, კომპოსტს, ტორფს, ქვიშას, სუპერფოსფატს. ვარდს მოსწონს ნეიტრალური ნიადაგი, ამიტომ ნიადაგში მჟავეობის შესამცირებლად უმატებენ 2 ჭ. ხის ნაცარს ან დოლომიტის ფქვილს. კარგად ურევენ და ამ მიწას ყრიან უკან ნერგის გარშემო ფენა-ფენა და უტკეპნიან, რომ მორწყვის მერე მიწამ ძალიან არ დაიწიოს.
დარგვის სიღრმე: მიწაში გაკეთებულ ორმოში რგავენ ნერგს ისე, რომ უკან ჩაყრილი მიწის დონე ორმოს პირზე 5-7 სმ ით დაბლა იყოს.
ვრგავთ ვარდს: ნერგს პირდაპირ მუყაოს კოლოფით რგავენ, მაგრამ თუ ფესვები ზოგ ნაწილში კარგად არაა გაზრდილი, ფრთხილად აცლიან იმ ადგილზე.ასე ფესვებთან ჰაერი უკეთ მიაღწევს და ვარდი უკეთ დაფესვიანდება. ჩარგით მცენარე მომზადებულ ორმოში, ჩაასხით მასში ნერგის დასველებისას მორჩენილი ხსნარი,მოაყარეთ ნოყიერი მიწა ზემოდან, ისე, რომ მიწის ზედაპირი გათანაბრდეს და წვიმის დროს წყალი იქ არ ჩადგეს.
დარგვის მერე კარგად მორწყეთ, ერთ ნერგს დაახლოებით 8-10ლ წყალი სჭირდება, რომ მთელი მიწა კარგად დასველდეს.
მორწყვის მერე ისევ უნდა შემოწმდეს ჩარგვის დონე, რომ მისი კორექტირება მოხდეს. - ფესვის ყელი მიწის ზედაპირთან ახლოს უნდა იყოს. მორწყვის მერე საჭიროა მულჩირება ტორფით, რომ მიწის გაქერქება აიცილოთ თავიდან. თუ ცხელა, თავიდან ნერგს მოჩრდილვაც სჭირდება, ყველაზე ადვილია გარშემო ჯოხების ჩარჭობა და ზემოდან ნაჭრის დამაგრება.
YVAVILEBI.GE თარგმანი თ. სუპატაშვილის