როგორ გადავრგოთ ეუჰარისი

ეუჰარისი ძალიან ლამაზი და სურნელოვანი მცენარეა. მაგრამ საკმაოდ რთულად გასაზრდელი, თუმცა თუ ყველა წვრილმანი გვეცოდინება მის შესახებ, მერე არც ისე რთული მოგვეჩვენება. იგი მარადმწვანეა, მოსვენების პერიოდი არ აქვს, სხვა ბოლქვიანებისგან განსხვავებით სხვანაირი მიდგომა სჭირდება. მაგალითად მას ამარილისის მსგავსად არ სჭირდება ბოლქვის ამოთხრა და გრილად შენახვა მორწყვის გარეშე. ეუჰარისს მთელი წელი თანაბარი პირობები სჭირდება - მორწყვა, განათება. სამხრ. მხარეს თუ დადებთ, განათება კარგი ექნება, მაგრამ შუადღეზე მწველი მზისგან დასაცავად ჩამოფარება დასჭირდება. მას ხანდახან ფოთლები უყვითლდება, მაგრამ მათი მოჭრა მხოლოდ გახმობის მერე შეიძლება. რადგან მანამდე ამ ფოთლებიდან ბოლქვში სასარგებლო საკვები ნივთიერებები გადადის.
შვილეული ბოლქვები სწრაფად არ იზრდება, იგი მხოლოდ მაშინ ყვავილობს, თუ ბოლქვი მჭიდროდაა გაჭედილი. ქოთანში კარგია 5-6 ბოლქვის ერთად მოთავსება. ერთი ბოლქვი მომდევნო წელს არ აყვავდება. დრო დასჭირდება, სანამ 3-4 ბოლქვს არ გაივითარებს და მხოლოდ მერე დაიწყებს ყვავილობას. მცენარე კარგად რომ მოიზრდება, მერე საჭიროა ფესვების დაყოფა და გადარგვა. იგი იყოფა, როდესაც ერთად  თავს იყრის 6 ბოლქვი. მას საკმაოდ დიდი ფესვები აქვს და კარგად ეხვევა მიწას. ამოღება თუ ჭირს ქოთნიდან, ქოთნის კიდეზე უნდა გატარდეს დანა. მერე ფესვებს ხლეჩენ და მიღებულ ნაწილებს რამდენიმე ბოლქვით ცალკ- ცალკე ქოთნებში რგავენ. თუ ფესვები ბევრი არაა და მიწას კარგად არ შემოხვევია, მცენარე ცოტა მოზრდილ ქოთანში გადააქვთ მიწიანად. ახალ ქოთანში ჯერ დრენაჟს ყრიან, მერე მიწას ცოტა რაოდენობით, რომელიც შედგება კორდის, ფოთლოვანი მიწის, ქვიშის, ტორფის და ბიოჰუმუსისგან. მცენარეს დებენ ქოთანში და დარჩენილ ადგილებს ავსებენ მიწით, მერე კარგად შემოუტკეპნიან.
ამის მერე კარგად რწყავენ და ქოთანს დგამენ ნათელ ადგილზე. მცენარე ზამთარში იწყება ყვავილობას და ნოემბრიდან თებერვლამდე ყვავილობს. მარტივი მოვლით შეიძლება მიაჩვიოთ მცენარე ერთი და იმავე დროს ყვავილობას, რომ მან ერთ კონკრეტულ დროს იყვავილოს - ან ნოემბერში, ან დეკემბერში, ან სულაც საახალწლოდ.

 თარგმანი თ. სუპატაშვილის

18 June 0 0

лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно