პომიდვრის მყნობა 2 ძირზე

ნაკვეთში ბოსტნეულისთვის ბევრი ტოვებს ადგილს. მოჰყავთ კიტრი, პომიდორი, ბადრიჯანი, ბულგარული, მწვანილი. ზოგჯერ ჩითილები ბევრია და ადგილი აღარ რჩება დასარგავად. მათგან ზოგი კარგი ჯიშია და ძლიერი მცენარე იზრდება კარგი მოსავლით, ზოგი კი წვრილია, სუსტი და შედარებით ცოტა ასხია. შესაძლებელია მოსავლიანობის გაზრდა, თუ მათ ერთმანეთზე დავამყნობთ. 2 ჩითილის ღერებს ვაერთიანებთ, მაგრამ არა მთელ სიგრძეზე, არამედ დაახლოებით 7 სმ ზე. ეს ადგილი უნდა შეხორცდეს, მერე სუსტ მცენარეს ვჭრით, ანუ რჩება 2 ფესვთა სისტემა ერთ მიწისზედა ნაწილზე. დარგვისას ამ ფესვებს განზე ვწევთ და ისე ვრგავთ. მცენარეში წვენის მოძრაობა ორმაგდება, ნაყოფი უფრო სწრაფად მწიფს, უფრო მსხვილდება და გემრიელია.
ახლა ვნახოთ, როგორ ხდება მყნობა. ვირჩევთ დასამყნობ მცენარეებს და მყნობის ადგილს. ეს დაახლოებით 15-20სმ უნდა იყოს მიწის ზედაპირიდან. იმ წერტილიდან ზემოთ 7 სმ ზე თხლად ვაცლით ღერებს კანს. თუ საჭიროა, ვაშორებთ ფოთლებსაც. შემდეგ ამ მხარეებს აცილებულკანიანი ზედაპირებით ერთმანეთს მჭიდროდ ვადებთ, ვახვევთ სელის თოკს მთელ სიგრძეზე. შეიძლება გამოვიყენოთ პოლიეთილენის პარკიც. პაკეეტს ვჭრით ვიწრო ზოლებად და მათაც ასევე ვახვევთ ღერებს, რომ მჭიდროდ ედებოდნენ ერთმანეთს.

 
ეს მცენარისთვის სტრესია და მის გადალახვაში კვება დაგვეხმარება, ასევე დასჭირდება კარგი განათებაც და მორწყვაც. შეხორცების მერე საჭიროა სუსტი ნაწილის მოშორება და მერე დარგვა. ფართობი უნდა გაიზარდოს, რომ მცენარემ დიდი ფართიდან მიიღოს საკვები, ამიტომ დარგვისას ფესვები განზე კარგად უნდა გავწიოთ. მაგრამ ისე, რომ შეერთებული ადგილი ისევ არ გაიხლიჩოს. ამისთვის ამ ადგილზე პატარა კვანძი უნდა გავაკეთოთ თოკით.
ზაფხულში, მცენარე იზრდება. ამ გადაჭრილიდანაც იზრდება ტოტები, ფოთლები, ისინი უნდა გადაჭრათ, ეს უკვე დასაფესვიანებლად გამოდგება, ტოტის ბოლოს ვავლებთ ზრდის სტიმულატორში და ვრგავთ. ზემოდან კი ვაფარებთ პარკს, ანუ ვაწყობთ მინი სათბურს, ის გაიზრდება, იყვავილებს და ნაყოფსაც მოისხამს. ასე მიიღებთ არც თუ ისე ცუდ მოსავალს იმ დაწუნებული ჩითილიდანაც

თარგმანი თ. სუპატაშვილის

15 June 0 0

лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно