გაზანია

ძალიან ეფექტური მცენარეა, ჰგავს გვირილას. იშლება შუადღეზე, ისიც მზიან ამინდში მხოლოდ და ამიტომ ხალხი მას შუადღის ოქროს ეძახის.  იგი ასტრისებრთა ოჯახიდანაა. სამშობლო - ს. აფრიკა. ბუნებაში მისი 50მდე სახეობაა.  გაზანია დაბალი ბალახოვანი მრავალწლიანი მცენარეა. იზრდება ფხვიერ მიწაზე და ღამით ჰაერის მაღალი ტენიანობის პირობებში. მას მოგრძო მუქი მწვანე და ქვემოდან  ვერცხლისფერ თეთრად შებუსული ფოთლები აქვს, შეკრული ფესვახლო როზეტად, ფესვი გრძელია და გვალვაში მიწის სიღრმიდან იწოვს ტენს. ყვავილები ერთეულ კალათა- ყვავილედადაა შეკრული, დიამეტრი - 5-10სმ, ცენტრში  მუქი ლაქააა, ფერები განსხვავებული. საღამოს ან მოღრუბლულ ამინდში ყვავილი იხურება. მისი თესლი ამოსვლის უნარს 2 წელი ინარჩუნებს.
სელექციის გზით დღეს მისი უამრავი ჯიში და ჰიბრიდი შეიქმნა უჩვეულო ფერებით, ხუჭუჭები, უფრო გამძლე სიცივისადმი. თუმცა მათ თესლი არ აქვთ და მხოლოდ ტოტით მრავლდებიან. მცენარე ლამაზია მიქსბორდერში, ერთ და მრავალწლიან ყვავილებს შორის, პატარა ჯგუფებად როკარიუმებში, ტერასაზე, აივნებზე, ქოთნებში. მოჭრილი ძლებს წყალში 3-5 დღე, კარგია თაიგულებისთვისაც.
სითბო-სინათლისმოყვარულია. ჩრდილში  იწელება და არ ყვავილობს. მოსწონს კარგად დამუშავებული ნოყიერი ნიადაგი. დარგვიდან 20 დღეში მას კვებავენ მინერალური სასუქით. მერე კი 2 კვირაში ერთხელ ყვავილობამდე, თუ მიწა ღარიბია. რწყავენ ზომიერად. წვიმაში თიხნარ, მძიმე ნიადაგზე იგი იწყენს. თუ კონტეინერშია დარგული, 10-14 დღეში ერთხელ სჭირდება კომპლექსური სასუქი.. ყვავილობს ივლისიდან პირველ ყინვებამდე. ზოგადად, უპრებლემოდ იზამთრებს სათბურში და ზამთრის ბაღში 5-10 გრ ზე. გარეთ ვერ ძლებს. სრულიად გამოშრობა მიწის არც ზამთარში შეიძლება. გაზაფხულზე, გამოზამთრებული მცენარე მარტის ბოლოდან იწყებს ყვავილობას. მოყვავილებული ნაწილის მოცლა ახალი ყვავილის ზრდას განაპირობებს. მცენარე მედეგია დაავადებების და მავნებლების მიმართ.
გამრავლება: შეიძლება თესლით და ტოტოთ. ნათესი ამოდის 10-14 დღეში 20-22 გრზე.  წამოზრდილი ნათესის პიკირება მალევე ხდება. არ ელოდებიან ნამდვილი ფოთლების ამოსვლას. ერთ კვირაში უკვე  კომპლექსურ სასუქსაც აძლევენ. მერე კი ყოველ 2 კვირაში ერთხელ.  გარეთ გრუნტში გადარგვა ხდება მაისში. დაშორება ერთმანეთთან 15-20სმ. 80-100 დღეში იგი ყვავილობას იწყებს, აპრილში დათესილი გაზანია უკვე ივლისის დასაწყისში იყვავილებს.
ივლის-აგვისტოში გვერდითა ამონაყრებს აშორებენ და ავლებენ ზრდის  სტომულატორებში, მერე კი რგავენ.  თავიდან მას დაცვა სჭირდება მზის და ორპირისგან, მერე, ყვავილნარში გადატანამდე აჩერებენ 15-18გრ ზე კარგ განათებაზე და რწყავენ საჭიროებისას.

https://yvavilebismovla.ge/yvavilebi/page/7/    თარგმანი თ. სუპატაშვილის

14 June 0 0

лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно