ბარაქის ხის სწორი ფორმირება
ეს მცენარე დღეს ძალიან ბევრ ოჯახშია. მისი ოფიციალური სახელია კრასულა, მაგრამ ხშირად ეძახიან ბედნიერების ხეს, მსუქანას,. იგი არც ისე ხშირადაა ლამაზი ფორმის - მოვლაში დაშვებული შეცდომების გამო ტოტები ეწელება, ფოთლები კი ტოტების წვეროებშიღა აქვს შერჩენილი.
ქალაქის კორპუსებში ძნელია მისთვის სწორი პირობების შექმნა. ამიტომ მის ვარჯს ხშირად სჭირდება ფორმირება. ეს რაც შეიძლება ადრე უნდა დაიწყოთ. მცენარე სუკულენტია, მსუქანასებრთა ოჯახიდან, რმელიც 300მდე სახეოებას მოიცავს, უმეტესობა გამოიყენება ოთახის პირობებში.
პირველივე შეცდომას მოყვარულები ქოთნის არჩევისას უშვებენ, დიდ ქოთანში ფესვის მთავარი ღერძი ღრმად ეშვება, მცენარე კი ზევით მიიწევს, ამიტომ ტოტები გრძელი და სუსტი ვითარდება. მისთვის გამოდგება დაბალი პატარა ქოთანი.
მიწა: უნდა შედგებოდეს თანაბარი ოდენობის ქვიშის და წვრილი ხრეშისგან.
მოვლა: თუ გადარგვისას ნახავთ, რომ მისი ფესვი ძალიან გრძელია, იგი უნდა დამოკლდეს.
მორწყვა: არც ისე ხშირი, მაგრამ უხვი, რომ მიწაში წყალი არ დაგუბდეს, რაც მერე ფესვების ლპობას იწვევს.
ვარჯის ფორმირება: თუ მცენარე ჯერ პატარაა და არ დაუწყია დატოტვა, (15სმ) წააწყვიტეთ ყველაზე ზედა 2 პატარა ფოთოლი. მეტიც შეიძლება, მაგრამ ხეზე უნდა დარჩეს მინიმუმ 2 დიდი ფოთოლი. წაწყვეტილი ადგილი იტოტება და 2 წყვილი ახალი ფოთოლი ჩნდება. თუ ასე არ მოხდა, პროცედურა უნდა გაიმეოროთ. მეტი ასაკის მცენარესაც შეგიძლიათ ვარჯი შეულამაზოთ - დაუმოკლოთ ტოტები, მაგრამ ასეთ შემთხვევაში იქ ახალი ტოტები აღარ გაიზრდება და უშნოდ რჩება, ამიტომ ვარჯის ფორმირება სჯობს ახალგაზრდა ასაკიდან.
იგი ძალიან სიცოცხლისუნარიანი მცენარეა და არ სჭირდება განსაკუთრებული მოვლა, იტანს ხანგრძლივ უწყლობასაც. ადვილი გასამრავლებელია. მოტეხილ ტოტს დებენ წყალში, რამდენიმე დღეში ფესვიანდება.
სცადეთ მცენარის ვარჯის ფორმირება თქვენც და შედეგი მალე გაგაოცებთ. https://yvavilebismovla.ge/yvavilebi/103-krasula-anu-baraqis-xe-1.html თარგმანი თ. სუპატაშვილის