5 იდეალური მცენარე ბავშვისთვის
ბავშვის ოთახის გამწვანებას მეტი სიფრთხილით უნდა მიუდგეთ და ისეთი მცენარეები შეარჩიოთ, რომლებსაც მეტი დადებითი და სასარგებლო თვისებები აქვთ.
მცენარეს ოთახში დიდი მნიშვნელობა აქვს, იგი ახალისებს, აცოცხლებს ოთახს და სიმყუდროვესდა ჰარმონიას ქმნის. ბავშვის ოთახში ისეთ მცენარეებს დებენ, რომლებიც მარტივი, უბრალო, მაგრამ საიმედოა, რომლებიც ერთი შეხედვით ღიმილის მომგვრელია და არ წარმოადგენენ საშიშროებას პატარისთვის. ამავდროულად, ისინი დადებითად უნდა მოქმედებდნენ ჰაერის შემადგენლობაზე, უნდაჰქონდეთ სწრაფი აღდგენის უნარი.
განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებენ მათ უნარს, გაასუფთაოს ჰაერი, გააუმჯობესოს მისი შემადგენლობა და ფიტონციდის როლი შეასრულოს, ებრძოლოს მტვერს და ალერგენებს. ბავშვის ოთახში შეაქვთ დადებითი ენერგეტიკის მქონე მცენარეები - კულტურები, რომლებიც არ არიან აგრესიული არც გარეგნობით და არც მახასიათებლებით. რბილი ფორმები, სასიამოვნო შესახები, იგი უნდა ერწყმოდეს მათ უნარს, კი არ შთანთქანჰაერი, არამედ გააუმჯობესონ მისი შემადგენლობა.
დიდი მცენარეები, რომლებიც ღამით, მთვარის შუქზეც ლამაზად გამოიყურებიან, ბავშვი შეიძლება შეაშინოს. არც ამპელურ მცენარეებს აქვს ადგილი საბავშვო ოთახში და არც ნაკლები მდგრადობის ქოთნის მცენარეებს - შეიძლება ადვილად გადმოვარდეს ან გადმოტრიალდეს. ბავშვებს ყველაფერი აინტერესებთ და ხელით ხშირად სინჯავენ უცხო საგნებს. ამიტომ მათ ოთახში არც უკადრისა -მცენარეებსდებენ, რომლებიც ვერ იტანენ შეხებას, მიბრუნებას, გადაადგილებას. მცენარეს უნდა ჰქონდეს სწრაფი აღდგენის უნარი გადატეხვის ან ტრამვის დროს, ყველაზე მთავარი კი - ეს მცენარე არ უნდა იყოს შხამიანი, ეკლიანი, ანუ ბავშვს არ უნდა მიაყენოს ზიანი. ასე, მაგ. თავნასკვა სიმდენად ბასრი ფოთლები აქვს, რომ შეიძლება გაუჭრას ხელი, ზოგ მცენარეს შხამიანი ღერო, ფოთოლი, ყვავილი ან ნაყოფი აქვს. არც ძლიერ სურნელოვანი მცენარის ადგილია საბავშვო ოთახში.
უკადრისა: (ბალზამინი) ყველაზე გამძლე ერთწლიანი კულტურა საკმაოდ მდგრადი და მოსავლელად ადვილი მცენარეა, რაც გაცილებით მეტად ზრდის მცენარის გავრცელების შესაძლებლობას. 20სმ სიმაღლის მცენარე, მარტივი, რბილი ფოთლებით, ბურთისებრივ არჯით და მარტივი ან ხუჭუჭა ნაირფერი ყვავილებით ოთახში საკმაოდ კარგად ძლებს - იტანს სიცხეს, მზეს, ყვავილობს ჩრდილშიც და ნახევრადჩრდილშიც, აქვს კარგი აღდგენის უნარი. ამ თვისებების გამო სწორედ ამ მცენარეს იყენებენ იმისთვს, რომ ბავშვებს ოთახის მცენარეებისმოვლა ასწავლონ. მისი გაზრდაც ადვილია ტოტიდან, არ ეშინია ზედმეტი მორწყვის და გვალვასაც უძლებს ცოტა ხნით.
კალანჰოე: საკმაოდ მრავალ სახეობას მოიცავსეს გვარი, უხვად და ლამაზად მოყვავილეა, თუმცა ბევრ სახეობას ლამაზი მრგვალი, დაკბილულ კიდიანი, სქელი, ხორციანი ფოთლების გამო ზრდიან, ბევრ მცენარეს ფერადი ყვავილებით შექმნილი ფარისებრი ყვავილედიაქვს, საკმაოდ დიდხანს ყვავილობს. იგიერთერთი ყველაზე ძველი მცენარეა. ადრე მას სახალწლოდ და საშობაოდ ჩუქნიდნენ, დღეს კი იგი კომპაქტურობის, უხვი ყვავილობის და ფოთლის ფორმის გამო თითქმის მთელიწელი იყიდება მაღაზიებში. მცენარეს აიძულებენ იყვავილოს გარკვეულ ვადებში. მას ზრდიან მრავალწლოვან მცენარედ. კარგად გადააქვს გაბნეული განათება, ადვილად ადაპტირდება სხვადასხვა პირობებში, არც ისე ხშირი მორწყვა უნდა. განმეორებით რომ იყვავილოს, სჭირდება 1-1,5 თვე დადება მოჩრდილულ ადგილზე პრაქტიკულად მორწყვის გარეშე.
ქლოროფიტუმი: დეკორატიულ ფოთლოვანი მცენარეებიდან საუკეთესო კანდიდატია. სწრაფად მზარდი, უნივერსალური ნებისმიერი ინტერიერისთვის, ყველაზე გავრცელებული, ადვილად გამრავლებადი მცენარეა
გაზაფხულ - ზაფხულში გამოაქვს გრძელი პწკალი შვილეული როზეტებით ზედ. მათზე პირველად მწვრილი თეთრი ყვავილები ამოდის და მერე ფოთლების პატარა როზეტები, რომლებიც ადვილად ფესვიანდება. მცენარეს უამრავი ასეთი პწკალი ამოსდის რომლებიც კასკადებადაა ჩამოშვებული და შესანიშნავი სანახავია. მცენარე ყველაზე ადვილი მოსავლელია, სჭირდება გაბნეული განათება, ზომიერი მორწყვა და იშვიათად სასუქი. ძალიან გამძლე და უპრეტენზიოა. ბავშვისთვის მთელი სიამოვნებაა, უყუროს, როგორ იზრდება ახალი მცენარე არა მარტო მიწაში, არამედ წყალშიც.
სენპოლია: იგივე უზუმბარის ია, შესანიშნავი იქნება ბავშვის ოთახისთვის. ხავერდოვანი ფოთლები შეკრულია როზეტებად, მათი ცენტრიდან ამოდის მშვენიერი პატარა მარტივი ან ხუჭუჭა სხვადასხვა ფერის ყვავილები
ია ბავშვებს აცნობს მოყვავილე კულტურებს, რომლებიც სწორ მოვლას უხვი ყვავილობით პასუხობენ. მისი გაზრდა ერთი ფოთლიდანაცაა შესაძლებელი და პატარა დამწყებ მეყვავილეს ბევრ რამესასწავლის. ფრთხილი მორწყვა, იშვიათი სასუქი და რბილი განათება - ესაა სულ, რაც ამ მცენარეს სჭირდება. იის უამრავი სახეობაა განსხვავებული ფორმის, ზომის, ფერის ყვავილებით დაფოთლებით. ია ბავშვის ოთახში ფერად აქცენტებს ქმნის და ამ ნაზი მცენარეების ყურება ბავშვისთვის მთელი სიამოვნებაა. იგი საუკეთესო მცენარეა, რომელიც ასწავლის ფოთლის დაფესვიანებას და მოყვავილე მცენარედ მის ჩამოყალიბებას.
ჰიბისკუსი: ოთახის მცენარეებიდან ესეც მშვენიერი ვარიანტია ბავშვის ოთახისთვის. იგი კომპაქტური, ხისებრი, საინტერესო სილუეტის მცენარეა მარტივი ფოთლებით და დიდი მკვეთრი ფერის ყვავილებით, რომლებიც აფერადებს და ახალისებს ოთახს
დღეს მისი უამრავი ჯიში არსებობს ყვავილის განსხვავებული ფერით, რომლებიც აპრილიდან იშლება ოქტმბრამდე. ეს მცენარე დადებითად მოქმედებს ჰაერის შემადგენლობაზე, აქვს რბილიკლასიკური ფორმები, არ ეშინია შეხების. იმისთვის, რომ მან დიდხანს იყვავილოს წლიდან წლამდე, უნდა დადოთ ნათელ ადგილზე, ხშირად დანამოთ ზამთარში, ზაფხულში კი უხვად მორწყათ და კარგად კვებოთ. (პრეპარატი HB-101 ან ცირკონით) მოყვავილების შემდეგ გრძელი ტოტების დამოკლებაა საჭირო.
ამათ გარდა, საბავშვო ოთახში გამოდგება კიდევ: დაფნა, ციტრუსები (ეკლიანი სახეობების გარდა) ასპიდისტრა, მირტი, ყავა, სპატიფილუმი და სხვ. https://yvavilebismovla.ge/yvavilebi/303-vrwyavt-mcenareebs-sworad.html

07 June
0
16