ავოკადო

  ერთი შეხედვით ამ მცენარის გაზრდა საკმაოდ რთულია კურკიდან,  მაგრამ ეს ასე არ არის. მისი გაზრდა ყველას შეუძლია და მერე ნაყოფსაც დააგემოვნებს. მას მოქნილი ღერები აქვს, ფართო ფოთლებით, რაც საშუალებას იძლევა დეკორატიული კომპოზიციები შექმნან. ერთ ქოთანში  სამ  მცენარეს რგავენ, მერე კი  წნიან ლამაზ ნაწნავს.  არსებობს მოსაზრება, რომ სახლში ეს ხე რომანტიკულ ატმოსფეროს ქმნის.
მაღაზიიდან მოტანილ მწიფე ნაყოფს  სიმწიფე ასე უნდა შეუმოწმოთ: ორივე მხრიდან მოუჭირეთ ხელი და მერე გაუშვით. მწიფე უცებ აღიდგენს ძველ ფორმას, მაგრამ თუნდაც იგი ჯერ არ იყოს ასე მწიფე, მაინც შესაძლებელია მისი ყიდვა. გარკვეული დროის მერე მაინც დამწიფდება. იმისთვის, რომ ავოკადო სწრაფად დამწიფდეს, მასთან ახლოდ დებენ ვაშლს ან ბანანს. ისინი გამოჰყოფენ ეთილენს, რაც ხელს უწყობს სწრაფ დამწიფებას.
ავოკადოს ფცქვნიან, იღებენ კურკას და იმავე დღეს თესავენ. ამოსვლა 100 % იანია. დათესვა სამი გზითაა შესაძლებელი:
- გაუსუფთავებელ კურკას დებენ მიწაში ისე, რომ მესამედი დარჩეს მიწის ზევით.  ბლაგვი ბოლო მიწაში უნდა მოხვდეს. კვირაში ერთხელ რწყავენ.
- გაუსუფთავებელ კურკას სამ მხარეს კბილის ჩხირებით 3 მმ ზე არჭობენ და წყლიან ჭიქაში დებენ ბლაგვი ნაწილით. დახვრეტილი ადგილები წყლის ზემოთ უნდა იყოს.

- გასუფთავებულ კურკას დებენ წყალში, მესამედი წყლის ზემოთ უნდა დარჩეს. იგი უფრო სწრაფად იზრდება და ჩანს, როგოერ ვითარდება ფესვთა სისტემა და ღერო.
დასათესად სჯობს დიდი კურკა შეარჩიოთ. წყალი უნდა იყოს ნადგამი, თბილი. მასში გააქტივებულ ნახშირის  ჩაყრაც შეიძლება. მას ფესვი ამოუვა ერთ კვირაში, შეიძლება 2 თვის მერეც. გაზაფხული კარგი პერიოდია ამისთვის. ამ სეზონზე იგი სწრაფად იზრდება.
როცა ნერგი 3სმ გახდება, რგავენ მიწაში, ამისთვის გამოდგება ფხვიერი, ნოყიერი და კარგად დრენირებული ნიადაგი. ავოკადოს არ მოსწონს დაგუბებული წყალი ფესვებში. დრენაჟის ფენა 2 სმ უნდა იყოს, ქოთანი კი  არც ისე დიდი. მიწაში აკეთებენ ჩაღრმავებას და შიგ დებენ ნერგს. რწყავენ მცირე ოდენობის წყლით.

ქოთანს დებენ ნათელ ადგილზე. სასუქი სჭირდება თვეში ერთხელ ან 2 კვირაში ავოკადოსთვის გამოდგება მინერალური სასუქი. ასე იგი სწრაფად გაიზრდება. თუ ტოტები გაეწელა არასაკმარისი განათების გამო, თავებს აწყვეტენ. იმის დასადგენად, მორწყვის დრო მოვიდა თუ არა, მიწაში დებენ თითს, თუ ქვედა ფენა სველია, მორწყვა საჭირო არაა.
დეკორატიულობის მისაცემად სამ კურკას ერთად რგავენ, და ამოსულ ნერგებს მერე წნიან, ნაწნავი მჭიდრო არ უნდა იყოს,  ღერები თანდათან სქელდება და ამისთვის ადგილი უნდა დაუტოვოთ. მესამე წლიდან მას უკვე ყვავილები გამოსდის. ნაყოფი რომ მოგცეთ, საჭიროა მინიმუმ 2 ხე, - მცენარეს ჯვარედინი დამტვერვა სჭირდება მსხმოიარობისთვის.
ზაფხულში იგი გარეთ შეიძლება გაიტანოთ, ან  აგარაკზე წაიღოთ და დადოთ დიდი ხეების ქვეშ მზიან ადგილზე. მესამე წლიდან იგი ნაყოფსაც მოგცემთ. 

   
თარგმანი თ. სუპატაშვილის

06 June 0 59

лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно