ბენჯამინის ფიკუსი

თუთისებრთა  ოჯახში, ფიკუსის გვარში ერთი ლამაზი, დეკორატიულფოთლიანი მცენარეა, რომელიც ბუნებაში ინდოეთში, აღ.აზიაში, ჩრ. ავსტრალიასა და ჩინეთში იზრდება. ბენჯამინის ფიკუსი მარადმწვანე  ხეა მონაცრისფრო ყავისფერი ქერქით. წვრილი ტოტებით, გრძელი ოვალური წაწვეტებულწვეროიანი, უმეტესად ჭრელი ფოთლებით, რომელთა სიგრძე 4-12სმ_ია პრიალა ზედაპირით და მორიგეობით არის განლაგებული ტოტზე. ბუნებაში იგი 25მ მდე იზრდება.
ტემპერატურა: კარგად გრძნობს თავს 25 გრ ზე ზაფხულში და 16 გრ ზე ზამთარში. მისთვის მავნებელია ტემპერატურის მკვეთრი ცვლილება, მიწის გადაციება, ზამთარში სჭირდება დამატებითი განათება და  შესხურება. რაც მეტად თბილა ოთახში, მით მეტი სინათლე სჭირდება.
განათება: მას მოსწონს ნათელი ადგილი,  დაცული მზის პირდაპირი სხივებისგან, განაათების ნაკლებობისას ფოთლები სცვივა, ზრდა ჩერდება, ამიტომ ცუდად იტანს ადგილის შენაცვლებას. ზამთარში დებენ ხელოვნურ განათებაზე.
ჭრელფოთოლა ფიკუსს მეტი სინათლე სჭირდება, ვიდრე მწვანეფოთლიანს.
მორწყვა:  მასზე გავლენას ახდენს ბევრი გარე ფაქტორი, ამიტომ მკაცრი გრაფიკი აქ არ გამოდგება. მორწყვა სჭირდება ფიკუსის მდგომარეობიდან გამომდინარე, ამიტომ მიწის კონტროლია აუცილებელი, ზამთარში ჭარბი მორწყვაა საშიში, ზაფხულში კი - მიწის გამოშრობა. 

გადარგვა: თუ მიწას ფესვები  კარგად აქვს შემოხვეული და სწრაფად შრება მორწყვის მერე, დრენაჟის ხვრელიდან კი ფესვები გამოდის, დროა, მცენარე გადარგოთ, ეს უმჯობესია გაზაფხულზე ან შემოდგომაზე მოხდეს. ახალგაზრდა მცენარე ირგვება ყოველ წელს.  ქოთნიდან ამოღებულ მცენარეს მიწის ზედა ფენას აცლიან.  მერე კი ახალ ქოთანში დებენ და ახალ მიწას ამატებენ. ამის მერე ადაპტაციის პერიოდის გავლა სჭირდება, როდესაც მისი ზრდა ნელდება, განსაკუთრებით, თუ ახალი ქოთანი დიდია.
სასუქი: მას კვებავენ მინერალური და ორგანული სასუქით გაზაფხულ-ზაფხულში კვირაში 2ჯერ. ზამთარში არ სჭირდება. აქტიური ზრდის  დროს აზოტიან სასუქს აძლევენ ფოთლების ზრდისთვის, ზამთარში კი - ნაკლები უნდა იყოს აზოტი, რომ არ გაიწელოს განათების ნაკლებობისას.  არც გადარგვის მერე 2  თვე არ სჭირდება სასუქი, რადგან ახალი მიწა შედარებით უფრო ნოყიერია.
გამრავლება: მცენარე მრავლდება ტოტის წვეროს გადანაჭრით. ასეთ ტოტებს დებენ წყალში მზეზე და ხშირად უცვლიან წყალს. რამდენიმე დღეში ფესვი გამოუვა. შეიძლება დაფესვიანება ქვიშაშიც. ფოთლის დაცვენისას შეიძლება მისი გამრავლება საჰაერო გადაწვენითაც. https://yvavilebismovla.ge/yvavilebi/175-kaucukovani-fikusis-movla-saxlis-pirobebshi.html


  

29 May 0 43

лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно