ლატანია - პრეტენზიული ხავერდოვანი პალმა

ლატანია ერთერთი ყველაზე ლამაზი მარაოსებრი პალმაა დიდი სფერული ფორმის რთულ ფრთისებრი ვაიებით. ფოთლები კი უნიკალურად ხაოიანია და ამიტომ მიიღო ხალხში ხავერდოვანი პალმის სახელი. მას არ სჭირდება გრილი გამოზამთრება, მიუხედავად ამისა, ყველაზე პრეტენზულ პალმებს ეკუთვნის. მას დაცვა სჭირდება ორპირისგან და არც მავნებლებისადმი დიდი მედეგობით გამოირჩევა.  მისი სილამაზე და ორიგინალური ფორმა უნიკალურ აქცენტებს ქმნის ინტერიერში.
ეს მცენარე ჰგავს სხვა პალმებს, რაც ხშირად გაუგებრობას ქმნის. მიუხედავად იმისა, რომ იგი ცალკე გვარია, მას ხშირად ურევენ ლივისტონაში და ხშირად ამ ორ სახელს სინონიმად მიიჩნევენ.  ამის გამო შეცდომებსაც უშვებენ, როცა მათ ერთნაირად უვლიან. მათ განსხვავებული პირობები უნდათ მოვლისთვის: ლატანია რთული მცენარეა, თბილი გამოზამთრება სჭირდება და უფრო პრეტენზიულია. მიუხედავად მსგავსებისა, სხვაობაცაა აგებულებაში - ლატანიას ფოთოლი ფარშევანგის ბუმბულს ჰგავს, რადიალურად განლაგებული წილები პრაქტიკულად შეკრულ წრეს ქმნის, ლივისტონა კი ფორმით ფოცხს წააგავს და წილები ნახევარწრეს ქმნის. ლატანიას ტოტები და ძარღვები ხაოიანი აქვს, რაც მოწითალო ფერს აძლევს. მცენარე გვხვდება მხოლოდ აფრიკის აღ. ნაწილში და ზოგიერთ კუნძულზე, რის გამოც იგი იშვიათ და ფასეულ მცენარედ ითვლება.
გვარში შედის 3 სახეობა, მათგან ერთი - ლოდიგეზის ლატანია გამოიყენება სახლის კულტურად. ბუნებაში იგი 10 მ მდე იზრდება, აქვს ძლიერი ღერო,სახლში მცენარე ღეროს არ ივითარებს, სიმაღლე კი 3 მ მდეა, დიდხანს ინარჩუნებს კომპაქტურობას და წელიწადში ერთ ან მხოლოდ რამდენიმე ახალ ტოტს ივითარებს. ტოტები მარაოსებრადაა შეკრული. ფოთლებს წვრილი და შეუმჩნეველი ეკლები აქვს და საკმაოდ დიდი ზიანის მიყენება შეუძლია.ფოთლები წვერში იხლიჩება. მისი  წილები სხვივისებურია. ფოთლების დიამეტრი  არ აღწევს ბუნებაში მყოფი მცენარის დიამეტრს  - 1,5 მ ს. თუმცა ძველი ფოთლები ხანდახან აღწევენ 1,მ ს. ყვავილობს ბუნებაში მხოლოდ და ძალიან ლამაზ კრემისფერ-ყვითელ ყვავილებს უშვებს, რომლებიც საგველა ყვავილედად იკვრება, მერე კი მათ ადგილზე ჩნდება ნაყოფი, შავი ფერის პატარა კენკრა.
დანარჩენი 2 სახეობა ცუდად ეგუება ოთახის პირობებს და ძალზე იშვიათად გვხვდება ინტერიერში, თუმცა გარეგნულად სამივე მსგავსია, მხოლოდ ფერით და შეზღუდული საცხოვრებელი არეალით განირჩევა ერთმანეთისგან.
მოვლა:  კარგად გრძნობს თავს ტროპიკულ პირობებში, სადაც ჰაერის მაღალი ტენიანობა და სითბოა, სჭირდება ხშირი მორწყვა და დამატებითი პროცედურები, გადარგვისას განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო, ეს ყველაფერი მცენარეს რთულ მოსავლელს ხდის და გამოდგება მხოლოდ გამოცდილი მეყვავილეებისთვის.  სჯობს მსი შეძენა 1-2 წლის ასაკში, რადგან მოგვიანებით ცუდად ეგუება ახალ პირობებს.
განათება:  სინათლისმოყვარულია და თუმცა მზის პირდაპირ სხივებს ფოთლების დაწვა შეუძლიათ, 2-3 სთ ით მზე დასაშვებია. იდეალური ადგილი მისთვის აღ ან დას. მხარეა. მოსვენების პერიოდი მას იძულებითი აქვს შემცირებული სინათლის დღის და ჰაერის ტენიანობის გამო. ზამთარში მისთვის სტაბილური პირობების შექმნით იგი გააგრძელებდა ახალი ფოთლების გამოტანას ამ პერიოდშიც, ანუ სტაბილური გარემო მცენარეს უნარჩუნებს აქტიურობას მთელი წლის განმავლობაში.  მცენარეს საკმაოდ დიდი ფართობი სჭირდება. სუფთა ჰაერის გარეშე იგი ხშირად ავადმყოფობს, მას არ დებენ კედელთან, რომ ფოთოლი კედელს ეხებოდეს, არც გამათბობლებთან და კონდიციონერებთან.
ტემპერატურა:  სითბოსმოყვრულია და არ სჭირდება ცივად გამოზამთრება, ზამთარში ტემპერატურა არ უნდა ჩამოსცდეს 18 გრ ს. გაზაფხულ-ზაფხულში კი უნდა იყოს 20გრ ის ფარგლებში. იგი იტანს სიცხეს, მაგრამ არ შეიძლება ტემპერატურის მკვეთრი მერყეობა, 5 გრ ითაც კი. მისთვის არც ორპირი შეიძლება და ზამთარში უნდა დაიცვათ განიავების დროს. თუმცა სუფთა ჰაერი აუცილებელია მისთვის, სითბოში კი შეიძლება მისი აივანზე გატანაც.
მორწყვა: სჭირდება უხვი მორწყვა აქტიური ზრდის პერიოდში, განსაკუთრებით, როდესაც ახალი ფოთლები ამოსდის. გაზაფხულიდან შემოდგმამდე კვირაში 3 ჯერ ირწყვება. ცუდად რეაგირებს მიწის სრულ გაშრობაზე. ასევე არ მოსწონს ჭარბი წყალიც.ზამთარში მორწყვას ამცირებენ დ მიწას საშუალებას აძლევენ გაშრეს შუა ფენამდეც.  იგი ირწყვება ნადგამი ოდნავ თბილი წყლით. აქტიური ზრდისას არ შეიძლება მისი მორწყვა ოთახის ტემპერატურის წყლით. საჭიროა უფრო თბილი წყალი. თუ ქოთანში მაღალი დრენაჟია, მას დებენ წყლიან თასში, საიდანაც მცენარე თავად იწოვს მისთვის საჭირო ოდენობის წყალს
მცენარეს ჰაერის მაღალი ტენიანობაც სჭირდება - მინიმალური მაჩვენებელი 60 % უნდა იყოს. მეტი  - უკეთ აისახება ზრდის ტემპზე და ფოთლების სილამაზეზე. ამიტომ მას ხშირად ნამავენ-  დღეში 2 ჯერაც კი. სხვა მეთოდები ნაკლებ ეფექტურია მისთვის, მოსწონს ასევე ხშირი დაბანაც. ეს არამარტო მტვერს აცლის ფოთლებს, არამედ მავნე მწერების შემოტევის პროფილაქტიკური საშუალებაცაა
კვება:.  კვების რეჟიმი არატიპურია ამ პალმისთვის. მას კვებავენ მთელი წლის განმავლობაში მინიმალური დოზებით, მხოლოდ აქტიური ზრდისას შედარებით ხშირად - 10-14 დღეში ერთხელ. მას აძლევენ  ორგანული სასუქს, თუმცა მოსწონს კომპლექსური სასუქიც.

გასხვლა: მცენარეს ძველი ფოთლები თანდათან უხმება, კვდება და მოშორებას საჭიროებს, მაგრამ თუ მას ფოთოლს მანამდე მოაჭრით, სანამ ბოლომდე გახმება, ფოთლების დაცვენის პროცესი დაჩქარდება და ზედიზედ მიჰყვება ერთმანეთს, მოჭრისას მცენარეს უნდა დარჩეს 3-4 მმ სისქის გადანაჭერი.
 გადარგვა: მას სჭირდება მსუბუქი ნოყიერი მიწა პალმებისთვის. სუბსტრატი შედგება ფოთლოვანი, კორდის მიწის და ქვიშისგან. მიწა უნდა იყოს სუსტად მჟავე ან ნეიტრალური. მისი გადარგვა საკმაოდ რთულია დიდი ზომის გამო. მას მაშინ რგავენ, როცა ფესვები კარგად შემოეხვევა მიწას. მოზრდილ მცენარეს რგავენ 2-5 წელიწადში ერთხელ. ოპტიმალური პერიოდია გაზაფხული. ქოთნის ძირში მაღალ ფენად ყრიან დრენაჟს.  გრძელ ფესვებს ახვევენ და აწყობენ ფსკერზე, მიწას მცენარის ფესვების გარშემო არ ეხებიან,   მხოლოდ ზედა ფენას აშორებენ.  ფესვის ყელს არ ფლავენ ღრმად, რადგან ამან შეიძლება მცენარის სიკვდილიც გამოიწვიოს. გადრგვის მერე ფრხილად რწყავენ . 2 კვირით დებენ ჩრდილში ადაპტაციისთვის და უხვად ნამავენ. იმისთვის, რომ გადარგვა უფრო იშვიათად მოხდეს, მისთვის დასაშვებია უფრო დიდი ქოთნის შერჩევა წინასთან შედარებით, ვიდრე ეს სხვა მცენარეებზეა მითითებული - 7-10 სმ ითაც კი.
დაავადებები: მოვლის პირობების დარღვევისას მასზე სწრაფად სახლდება სხვადასხვა მავნე მწერი - აბლაბუდა ტკიპა, ცრუფარიანა, ფარიანა. სუბსტრატში წყლის დაგუბება კი იწვევს მის დაავადებას ფესვის ლპობით. ასეთ შემთხვევაში მიწა სრულად უნდა გამოშრეს - გადარგვა ამ დროს არ შეიძლება, - მცენარე მოკვდება. მავნებლებს ებრძვიან ინსექტიციდებით.
პრობლემები: ლაქები ფოთლებზე მშრალ ჰაერზე, ტემპერატურის ცვლილებისას, ორპირის ან არასაკმარისი მორწყვისას.
ფოთლების ზედიზედ და სწრაფად გახმობა გამხმარი ფოთლის არასწორი მოჭრის  შემთხვევაში.
ფოთლის წვერების გახმობა მშრალ ჰაერზე ან სუბსტრატის ზედმეტი ტენიანობის შემთხვევაში.
გამრავლება: ამ მცენარის გამრავლება თესლით შეიძლება, თუმცა მისი შოვნა ძნელია. მას თესავენ არაღრმა ჭურჭელში ნოყიერ  სუბსტრატში, 2 თვე დებენ 28-30 გრ ზე დასათბურებულად, ყოველდღე ანიავებენ. ნორმალურ პირობებში ამოდის დაახლოებით 60 დღეში. ვეგეტატიურად არ მრავლდება.

26 May 0 9

лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно