ფინიკის პალმის მოვლის 5 უნივერსალური წესი
ფინიკის პალმა, იგივე ფენიქსი (ლათ. Phoenix), ოდიდგანვე არის ცნობილი თავისი სასარგებლო თვისებების გამო. მისი კულტივაციის შესახებ ინფორმაცია ჯერ კიდევ ჩვენს წელთ აღრიცხვამდე მე-6 საუკუნეში გვხვდება. განსაკუთრებული ინტერესის საგანი მისი ნაყოფია, რომელიც მრავალ სასარგებლო თვისებებთან ერთად, საკმაოდ გემრიელიცაა. ბუნებაში ფინიკის პალმის 20-მდე სახეობაა ცნობილი, მისი სამშლო არის ევრაზია და აფრიკა. საქმე იმაშია, რომ ოთახის ფინიკის პალმა ძალიან ადვილად მრავლება ნაყოფის კურკიდან. თავად ეს პროცესი იმდენად საინტერესოა, რომ მრავალი მიმართავს პალმის გამრავლების ამ ხერხს და წარმატებასაც აღწევს. მაგრამ, რამდენადაც ადვილია თესლის აღმოცენება, იმდენად რთულია ზრდასრული, ჯანმრთელი მცენარის გამოზრდა. ამიტომ, სასურველი შედეგის მიღებისათვის გთავაზობთ რამოდენიმე სასარგებლო რჩევას.1. შევარჩიოთ რაც შეიძლება თბილი და ნათელი ადგილი ფინიკის პალმა ის მცენარეა, რომელიც ვერ გრძნობს თავს კარგად სინათლის უკმარისობის დროს. ახალგაზრდა მცენარის დადგმა, მისი კომპაქტური ზომების გამო, მარტივია ფანჯრის რაფაზეც. მაგრამ, მცენარის ზომების ზრდასთან ერთად, ვაწყდებით განთავსების პრობლემებს. ფინიკის პალმას სჭირდება მზე და, შესაბამისად უნდა შევარჩიოთ ოთახის მზიანი მხარე, სამხრეთი, სამხრეთ-დასავლეთი, ან სამხრეთ-აღმოსავლეთი. ხელოვნური განათების აუცილებლობას ვაწყდებით არა მხოლოდ ზამთარში, მაგრამ ბუნებრივი განათების ჩანაცვლება შეუძლებელია. ზაფხულში უმჯობესია მცენარე გაიდგას ღია ცის ქვეშ, პირდაპირ მზეზე, სუფთა ჰარზე. გვახოვდეს, რომ ნებისმიერი პრობლემა ფოთლებზე: გაწელვა, გაყვითლება, მტვრევადობა, მიანიშნებს სინათლი ნაკლებობაზე.
საბედნიეროდ, ფინიკის პალმა არაა მომხთოვნი ტემპერატურის მიმართ. ზაფხულში ადვილად იტანს თაკარა მზეს, ზამთარში ეგუება +12°-მდე ტემპერატურის ვარდნას. მთავარია მაღალი ტემპერატურის დროს ჩავუტაროთ პეროდული გამაგრილებელი ღონისძიებები წყლის შესხურების საშუალებით.
ფინიკის პალმას სჭირდება დიდი სათავსო, რომ თავისუფლად გაიზარდოს როგორც სიმაღლეში, ისე სივრცეში, მამრამ, ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ მიეწოდოს სუფთა ჰაერი. პალმა რომ ფუფუშა გახდეს, სასურველია მცენარის მოტრიალება მზისაკენ. ისე უნდა მოვიქცეთ, რომ მცენარე 360° შემოვატრიალოთ მთელი წლის მანძილზე-თვეში ვატრიალებთ 30°-ით.
2. დავიცვათ ზომიერება მორწყვაში გრუნტის გამოშრობა ცუდად მოქმედებს ფინიკის პალმაზე. ტოტები იწყებენ ხმობას და მისი აღდგენა მორწვებით გამორიცხულია. ხოლო ზედმეტი მორწყვა იწვევს ფესვთა სისტემის პლობას. პალმა ირწყვება მაშინ, როცა გამოშრება გრუნტის ზედა ფენა. ზამთარში ბუნებრივია მორწყვა მცირდება, მაგრამ ვიქცევით იმავე პრინციპით, გრუნტის ზედა ფენის გაშრობით და ოთახის ტემპერატურის გათვალისწინებით. ცივი ზამთრის პირობებში, თუ ოთახის ტემპერატურა დაბალია, საგრძნობლად მცირდება მორწყვა, 3-5 პროცედურა მთელი ზამთრის მანძილზე სავსებით საკმარისია.
3. დავიცვათ ზომიერება კვებაში ფინიკის პალმას კვების ტრადიციული და კონსერვატორული მეთოდები სჭირდება. უმჯობესია გამოვიყენოთ პალმებისათვის განკუთვნილი კომპლექსური სასუქი მიკრო და მაკროელემენტების სპეციალური ბალანსით. კვება სჭირდება სტანდარტული 2 კვირაში ერთხელ. მაგრამ, სასუქი გამოიყენება მხოლოდ გაზაფხულსა და ზაფხულში. დანარჩენ სეზონზე კვება უნდა შევწყვიტოთ. არც ექსპერიმენტების ჩატარება იქნება გამართლებული-სასუქი უნდა გამოვიყენოთ ისე, როგორც შეფუთვაზე არის მითითებული, გაიხსნას საჭირო ოდენობა სასუქი საჭირო რაოდენობის წყალში. თუ კვებას გადავამეტებთ, გამოვიწვევთ პალმის ლპობას, ფოთლების დეფორმირებასა და გახმობას. საკვები ნივთიერებების ნაკლებობა იწვევს სიმაღლეში გაწელვას და დეკორატიული ფორმის კარგვას.
4. მცენარის ჰიგიენა მნიშვნელოვანია ფინიკის პალმებისათვის ხშირად იძლევიან ერთ, თითქოს და ბანალურ რჩევას - ნაკლებად შევაწუხოთ მცენარე. უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, პალმას არ უყვარს ადგილის შეცვლა, გადარგვა, ფესვებთან შეხება. თუმცა ამ თემასთან დაკავშრებით მითებიც ბევრია, ასე მაგალითად, თიქოს ფინიკის პალმას საერთოდ არ უყვარს შეხება.
ამ მითმა არ უნდა შეგვაფერხოს, რადგან ფინიკის პალმის ფოთლებს აუცილებლად სჭირდებათ გაწმენდა-გასუფთავება. თვეში რამდენჯერმე, თუნდაც კვირაში ერთხელ, ფინიკის პალმის ფოთლები, ორივე მხრიდან, სათითაოდ უნდა გაიწმინდოს მტვრისაგან ბამბის ტამპონით. ასეთი ტიპის ჰიგიენა, არა მხოლოდ უნარჩუნებს მცენარეს დეკორატიულობას, არამედ გაწმენდილი ფოთლის ზედაპირი ადვილად მონაწილეობს ფოტოსინთეზში და მცენარე ბუნებრივად და ჯანსაღად ვითარდება.
5. გადარგვა მხოლოდ უკიდურეს შემთვევაში ფინიკის გადარგვა საკმაოდ პრობლემატური თემაა. ყოველწლურად ქოთნის გამოცვლა შესაძლებელია 5 წლამდე ასაკის მცენარისათვის, და ისიც უკიდურეს შემთხვევაში, თუ მართლა სხვა გამოსავალი არ არსებობს. 5 წლამდე პალმა უბრალოდ უნდა გადავიტანოთ დიდ ქოთანში, ისე, რომ საერთოდ არ შევეხოთ ფესვებს. თუ ქოთანი საკმარისი ზომის აქვს, მაშინ გადატანა არ არის საჭირო, შესაძლებელია წელიწადში ორჯერ, გაზაფხულზე და ზაფხულის ბოლოს, გრუნტის ზედა ფენის მოხსნა და ახლის დაყრა.
თუ მაინც საქმე გადატანამდე მიდგა, მაშინ მხოლოდ დაბინძურებული გრუნტი და მიწის ის ნაწილი ეცლება, რაც თავისიც ჩამოცვივა. ხოლო, თუ ძველი ქოთნიდან პალმის ამოღება ძნელია, ალბათ აქვს აზრი შეველიოთ ქოთანს (გავტეხოთ, ასე მაგალითად).
ამ პალმას სჭირდება მაღალი სადრენაჟე ფენა. სუბსტრატიც უნდა შევარჩიოთ სპეციალურად პალმისთვის განკუთვნილი, ან უნდა ავიღოთ ჩვეულებრივი მიწა, გავურიოთ მსხვილი ქვიშა ან რაიმე გამაფხვიერებელი ინერტული მასალა.
ქოთნის შეცვლის შემდეგ უნდა შეუქმნათ მცენარეს იდეალური პირობები, დავიცვათ ორპირისაგან და პირდაპირი მზისაგან. ადგილს ვურჩევთ გრილს და ნათელს. თავიდან მცენარეს ვრწყავთ რამოდენიმე კვირის განმავლობაში, ისე, რომ გრუნტი იყოს ოდნავ ტენიანი და ნელ-ნელა ვაჩვევთ მორწყვის ჩვეულ რეჟიმს. კვება პალმას არ ეძლევა გადარგვიდან 5-6 კვირის მანძილზე.
თუ პალმა დაავადდა ან შევამჩნიეთ მავნებლები, მაშინ უნდა დავაკორექტიროთ მოვლა. და, რა თმა უნდა, მივმართავს მცენარეულ ქიმიას, ინსექციდებს, ფუნგიციდებს, რადგან მკურნალობის დაგვიანება გამოიწვევს მცენარის დაღუპვას.
ჩვენი ჯგუფი facebook_ზე შემოგვიერთდით ყვავილები და მათი მოვლის მეთოდები
თარგმანი ხ. კალატოზიშვილი
