მიკროსორუმი - განსაკუთრებული გვიმრა

გვიმრა საკმაოდ ძველი მცენარეა, მაგრამ საკმაოდ განსხვავებული და ორიგინალურია მისი სახეობები. ზოგი კლასიკურია, ვაიებით, ზოგს სრულიად განსხვავებულიმწვანე მასა აქვს. აჟურული, მსუბუქი, ექსტრავაგანტური მიკროსორუმი - ერთერთი მათგანია. მას განიერი ტალღოვანი ფოთლები აქვს ნიანგის ტყავისებური ნახატით. იგი იშვიათი, მაგრამ უკვე მზარდი პოპულარული მცენარეა, გამოდგება სააბაზანოს, სამზარეულოს, და სხვა ოთახების გასამწვანებლად. მისი გაზრდა არაა რთული და საკმაოდ სწრაფადაც იზრდება. რაც უფრო იზრდება, მით მეტად ახარებს თვალს და პატარა ბუჩქიდან ფუმფულა და ხუჭუჭა სილამაზედ იქცევა. მისი ძარღვების უჯრედულობის გამო „ ნიანგს“ უწოდებენ ხშირად. იგი ავსტრალია-ოკეანიიდან მოვიდა ჩვენთან.
მიკროსორუმი საშუალო ზომი გვიმრაა მცოცავი ფესვით, 25-50სმ იზრდება. ფოთლების სიგრძე 60სმ ს არ აღემატება, ბუნებაში კი იგი მეტრიან ვაიებს ქმნის. მას მჯდომარე ფოთლი აქვს, მარტივი ან ფრთისებრ დანაწევრებული. ახალგაზრდა ვაიები ღოლოს  ფოთლებს ჰგავს და მხოლოდ ზრდასრულობაში იძენს დამახასიათელ დანაწევრებულ იერს. ფოთლები ზრდისას იკლაკნება, ეხვევა. სორუსები (წითელი წერტილები)  ცენტრალური ძარღვის გვერდებზეა განლაგებული ან ფოთლის ქვედა მხარეზე. სპორანგიუმები ღიაა, ერთ, ან მრავალუჯრედიანი, იგი გვიმრის რეპროდუქტიული ორგანოა,სადაც სპორები წარმოიქმნება.
სახეობები: გვარში დაახლოებით 50 სახეობაა, ოთახის კულტურად კი სამი ყველაზე კომპაქტური და დეკორატიული სახეობაა ცნობილი:
წერტილოვანი - მოკლე მხოხავი ფესვით, უხეში ელიფსური ფოთლებით მოკლე ყუნწზე, გარეგნულად ჰგავს ღოლოს.
ბანანისფოთოლა - უფრო იშვიათია, ასაკში მეტრამდე ტოტებს ივითარებს, ფოთოლი ტყავისებური, უჯრედულად დაძარღვული,  მაგრამ გარეგნულად ფორმით მართლაც ჰგავს ბანანს.
ფრთისებრი - ეს წყლის სახეობაა. აკვარუმში ხარობს და საკმაოდ ორიგინალური ფორმა აქვს.მშვენიერი მცენარეა აკვარიუმის გასალამაზებლად.  

მოვლა: ადვილი მოსავლელი მცენარეა. გამოდგება დამწყებთათვისაც. იგი უპრეტენზიო და ამტანია, თავად გატყობინებს არკომფორტულ პირობებზე და სწრაფად გამოსწორდება, თუ პირობებს შეუცვლით. სითბოსმოყვარული, აქტიურად მზარდი გვიმრაა.
განათება: სხვა გვიმრებისგან განსხვავებით, მოსწონთ განათებული ადგილი, მაგრამ მზე პირდაპირ არ უნდა ხვდებოდეს. ზამთარში დამატებითი განათება სჭირდება, რაზეც კარგად რეაგირებს. დღეს უკვე არსებობს ჯიშები, რომლებიც იტანენ ნახევრადჩრდილს
ტემპერატურა:  სითბოსმოყვარული გვიმრაა, უძლებს სიცხეს, მაგრამ ვერ იტანს პატარა შეციებასაც. კომფორტულია 20-28გრ. მთავარია ფესვების დაცვა გადაციებისგან. მისთვის მნიშვნელოვანია არა მარტო ჰაერის, არამედ სუბსტრატის ტემპერატურაც. ამიტომ მას დებენ შემაღლებაზე, რომ აარიდონ კონტაქტი ცივ რაფასთან, განსაკუთრებით ზამთარში. მისი გატანა გარეთ არც ზაფხულშია შესაძლებელი. ჰაერის განიავებისას კი ერიდებიან ორპირს იმ ოთახში, სადაც ეს გვიმრა დევს. 

მორწყვა და ჰაერის ტენიანობა: გვიმრას ტენიანობა ძალიან სჭირდება, მაგრამ ზედმეტ წყალს ვერ იტანს. სჯობს რეგულარული მორწყვა მიწის ზედა ფენის გაშრობისას, იგი გპატიობთ მცირე დროით მიწის გამოშრობას, მოურწყავად დატოვებას. ზამთარში კი რწყავენ, როცა მიწა შეშრება, 2 დღის გასვლის მერე. წყალი უნდა იყოს რბილი, ნადგამი, წვიმის ან ანადუღარი.
 ჰაერის ტენიანობა საკმაოდ მაღალი უნდა იყოს ოთახში, სადაც გვიმრაა. მოსწონს შესხურებაც, ამავდროულად მას დებენ სველ კერამზიტიან სადგამზეც.
 კვება: გვიმრას სჭირდება ორგანული სასუქი,  ან სპეციალური სასუქი გვიმრებისთვის, აქტიური ზრდის დროს, გაზაფხულ-ზაფხულში, 2-3 კვირაში ერთხელ.
გადარგვა: როცა ქოთანს ფესვები კარგად გაავსებს და გარეთ გამოსვლას დააპირებს, მერე სჭირდება ქოთნის შეცვლა. ასე ხდება 2-3 წელიწადში ერთხელ. გადარგვის ოპტიმალური დროა თებერვალ-მარტი. მისთვის გამოდგება განიერი დაბალი ქოთნები.  იგი კარგად გამოიყურება ჩამოკიდებულ კაშპოებშიც და ფეხიან ლარნაკებშიც. მიწა სჭირდება მსუბუქი და ჰაერგამტარი. გამოდგება ფოთლოვანი მიწის, ქვიშის, ტორფის ნარევი, ზოგჯერ ამატებენ ფიჭვის ქერქებს, სფაგნუმს და ხის ნახშირს.  მიწის რეაქცია 5,5-7 ის ფარგლებში უნდა იყოს. ქოთანში ყრიან დრენაჟს 2- 3 სმ სისქეზე, წინა ქოთანთან შედარებით არ უნდა იყოს ღრმად ჩაფული მიწაში. უნდა ეცადოთ, გადარგვისას ფესვები არ გაუშიშვლდეს. გადარგვის მერე ერთი კვირა მას დებენ ჩრდილში ჰაერის მომატებულ ტენიანობაზე, სჯობს მინისათბურში.

დაავადებები: გვიმრა საკმაოდ გამძლეა და მხოლოდ ძალიან მშრალი ჰაერი აზიანებს. თუ მეზობლად მწერები დაესია მცენარეს, მასზეც შეიძლება გადავიდეს ფარიანა, აბლაბუდა ტკიპა.მათ ებრძვიან მექანიკური და ქიმიური მეთოდებით,. ამათ გარდა, ხშირად სტუმრობს გვიმრას ტრიპსები, ცრუფარიანა და ფრთათეთრაც.
პრობლემები: ფოთლის წვერების ხმობა ჰაერის დაბალ ტენიანობაზე; მზეზე  ფოთლის გაყვითლება; ზრდის შეჩერება; ტურგორის დაქვეითება არარეგულარული კვებისას; ზრდის შეჩერება სინათლის ნაკლებობისას.
გამრავლება: პოპულარული მეთოდი ფესვის დაყოფაა. ასე შეიძლება მოიქცეთ ყოველი გადარგვისას, ჩაჭრილი ადგილი უნდა შეშრეს ჰაერზე და დამუშავდეს ნახშირის ფხვნილით. სპორებით მისი გამრავლება უფრო რთულია და იშვიათად იყენებენ ამ მეთოდს. მას სჭირდება სპორების გაშრობა, ტორფში დათესვა, ქვემოდან ჭურჭლის გათბობა, ჰაერის მაღალი ტენიანობა და სუსტი განათება.

თარგმანი თ. სუპატაშვილის
21 May 0 7

лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно