მურაია - აღმოსავლური ხასიათის მცენარე

სახლის მცენარეებს შორის ბევრი მარადმწვანე მცენარეა მსგავსი აგებულებით, მურაიაც ერთი იმათგანი იქნებოდა, რომ არა მისი ყვავილობა და მსხმოიარობა. სურნელოვანი პატარა თეთრი ყვავილები პატარა ყვავილედებადაა გაერთიანებული, ნაყოფი კი წითელი, საჭმელად  ვარგისი კენკრაა. იგი მთელი წელი ულამაზესი სანახავია და ასაკთან ერთად მისი სილამაზე მატულობს. განსხვავებული და უჩვეულო იაპონური იერი მას თანამედროვე ინტერიერის შესანიშნავ მცენარედ აქცევს.
მურაია ტეგანისებრთა ოჯახიდანაა და ტროპიკულ ეგზოტიკას განეკუთვნება. ბუნებაში იგი გვხვდება აღ. აზიაში, ცეილონზე, ინდოეთში და ინდონეზიაში. უხვადმოყვავილე მცენარე ასაკშიც მშვენივრად გამოიყურება, მით უფრო, თუ ეცდებით, ბუნებრივთან მიახლოებული პირობები შეუქმნათ.
სახლის პირობებში მხოლოდ ერთი სახეობაა გავრცელებული - საგველა მურაია. მისი სინონიმი უცხო მურაიაა და ასე უფრო იცნობენ ჩვენში. ბუნებაშიც იგი კომპაქტური ბუჩქი ან პატარა ხეა, სახლში კი მხოლოდ ნახევარ მეტრამდე სიმაღლის პატარა ბუჩქად ყალიბდება,. ასაკთან ერთად ტოტებს ქერქი უვერცხლიფერდება, თითქოს ჭაღარავდება. მით უფრო ლამაზ იერს იღებს წლებთან ერთად და ეს მშვენიერ პირობას წარმოადგენს მურაიას ბონსაიდ გაზრდისთვის.
ფოთლები ტყავისებური, კვერცხის ფორმის მორიგეობით განლაგებულია ტოტზე. ვარჯში ზედა ფოთლები უფრო დიდია, ვიდრე ძირში, თუმცა მთლიანობაში მცენარე ჰაეროვანის შთაბეჭდილებას ტოვებს. ფოთოლიც არომატულია და ხელში გასრესისას ლიმონის სუნი აქვს. მაგრამ როდესაც სურნელოვნი 2სმ  დიამეტრის ყვავილები გაიშლება, სურნელთან ერთდ სილამაზე კიდევ უფრო ემატება. მისი დადება საძინებელში მთლად გამართლებული არაა, საკმაოდ ძლიერი სუნის გამო, რის მიხედვითაც მას ბევრი სხვა არომატული მცენარისგან გამოარჩევთ. ბევრს ჟასმინის სურნელს აგონებს, თუმცა მაინც არს სხვაობა მათ შორის. უკვე მოყვავილებული კოკრების ადგილს 2-3 სმ დიამეტრის წითელი კენკრა იკავებს. თეთრ ყვავილთან ერთად წითელი ნაყოფი მუქი მწვანე ფოთლების ფონზე მართლაც შესანიშნავი სანახაობაა, რომელიც მთელი წელი გრძელდება ხელსაყრელი პირობების შექმნის შემთხვევაში, ხოლო თუ დამატებითი განათება არ ექნა, მაშინ იგი ადრე გაზაფხულიდან გვიან შემოდგომამდე იყვავილებს.
მოვლა სახლის პირობებში: მოსავლელად არც ისე რთული მცენარეა, თუმცა ყურადღება მუდმივად სჭირდება.
განათება:კარგად გრძნობს თავს გაბნეულ სინათლეზე. მზის პირდაპირი სხივები მისთვის არ შეიძლება - იგი აფერხებს ყვავილობას და მცენარის ზრდას. განსაკუთრებით მნიშვნელოვნია განათება კოკრობის პერიოდში. იმისთვის, რომ მცენარემ იყვავილოს, სჭირდება 12 სთ იანი სინათლის დღე. თუ ყვავილობა უწევს შემოდგომაზე ან ზამთარში, უდგამენ დამატებით განათებასაც. მცენარისთვის ოპტიმალური ადგილია დას. ან აღ. მხარე. მას ხშირად ატრიალებენ განათების წყაროს მიმართულებით, რომ ვარჯი თანაბრად გაეზარდოს. ტემპერატურა: მცენარე სითბოს მოყვარულია, გარემოს ტემპერატურა არ უნდა დაეცეს 16 გრ ზე დაბლა, ერთი დღეც კი უფრო დაბალი ტემპერატურა შესაძლოა დამღუპველი აღმოჩნდეს მისთვის. მცენარე კომფორტულადაა 20-25 გრ ზე. მურაიას აუცილებლად სჭირდება სუფთა ჰაერი, მას მოსწონს განიავება და თბილ სეზონზე აივანზეც კარგად გრძნობს თავს.
მორწყვა და ჰაერის ტენიანობა: მისთვის საშიშია როგორც ზედმეტი წყალი, ისე მიწის გამოშრობაც. ამიტომ უხვი და იშვიათი მორწყვა საბოლოოდ არასტაბლურ გარემოს უქმნის და ასე მორწყვა მას არ გამოადგება.ზაფხულობით მას ხშირად რწყავენ, ზამთარში -  შედარებით იშვიათად. მორწყვისთვის საჭიროა რბილი, თბილი ნადგამი წყალი.
ჰაერის ტენიანობას რაც შეეხება, ესაჭიროება ძალიან მაღალი მაჩვენებლები, რადგან იგი მუსონური ტყის მცხოვრებია. მცენარეს ხშირად ნამავენ, ან ახლოს ჰაერის დამატენიანებელს დებენ. მშრალ ჰაერზე ყვავილის მტვერი სიცოცხლისუნარიანობას სწრაფად ჰკარგავს და ნაყოფს ასეთი მცენარე ვერ მოისხამს. მცენარეს ფოთლების წმენდაც სჭირდება და თბილი შხაპიც
კვება: მას კვებავენ მინერალური და ორგანული სასუქით მარტიდან სექტემბრამდე, 2კვირაში ერთხელ.
გასხვლა: მისგან მშვენიერი ბონსაი გამოდის, იგი ადვილად ექვემდებარება ფორმირებას და ხშირად ხდება ექსპერიმენტების საგანი. მცენარე ხშირად ისხვლება, რომ შეინარჩუნოს კომპაქტურობა. ამიტომ აქტიური ზრდის დასაწყისში სხლავენ ზამთრის ბოლოს და ტოტებს უმოკლებენ 1/3 მდე, აშორებენ ვარჯის  შიგნით მიმართულ და დაზიანებულ ტოტებსაც.
გადარგვა: მურაიას უნივერსალური გრუნტი სჭირდება, რომელიც შეიცავს ფოთლოვან, კორდის, ნეშომპალის მიწას და ქვიშას, მიწა უნდა იყოს სუსტადმჟავე. მისთვის გამოდგება ასევე მიწა ციტრუსებისთვის. გადარგავენ მას შემდეგ, რაც ფესვი კარგად გაავსებს წინა ქოთანს და მიწას შემოეხვევა. ეს წესი მოქმედებს ახალგაზრდა მცენარისთვისაც და ზრდასრულისთვისაც. დიდ მცენარეებს 5 წლიწადში ერთხელ რგავენ ან მიწის ზედა ფენას უცვლიან ყოველწლიურად. გადარგვისას არ შეიძლება ფესვის ყელის დაფარვა, უმეტეს შემთხვევაში იგი მიწიანად გადააქვთ ახალ ქოთანში. 

დაავადებები: მცენარე იშვიათად ავადდება, მაშინ, თუ დარღვეულია მისი მოვლის პრინციპები. მავნებლებიდან ხშირად ესევა აბლაბუდა ტკიპა და ფარიანა. ებრძვიან ქიმიით ან მექანიკური საშუალებებით. მურაიას ხშირი პრობლკმებია:
მშრალ ჰაერზე საყვავილე ღეროს ცვენა; ფოთლის წვერების გაყავისფერება; მათი გაყვითლება არასაკმარისად კვების ან ხისტი წყლით მორწყვის შედეგად; ფოთლების გახმობა და დალაქავება მზით დამწვრობის გამო.
გამრავლება: არც ისე ადვილია. ყველაზე ხშირად იყენებენ კალმის დაფესვიანებას, თუმცა ამისთვის სიცხე და მაღალი ტენიანობაა საჭირო სუბსტრატშიც და სათბურშიც. ამისთვის კარგი პერიოდია გაზაფხული. მცენარეს აჭრიან ტოტებს 7-20 სმ სიგრძით ფოთლების ზომას ანახევრებენ, რგავენ ინდივიდუალურ ქოთნებში დაფესვიანების შემდეგ და თანდათან აგუებენ გარე პირობებს,
თესლით შედარებით იშვიათად ამრავლებენ. მეთოდი რთულია, რადან სჭირდება ახალაღებული თესლი. თუმცა ამოსვლის უნარს თესლი 1 წელიც ინარჩუნებს 50 % ით., დათესვამდე თესლს ალბობენ თბილ წყალში, სჯობს ცალკ-ცალკე დათესვა პატარა ერთჯერად ჭიქებში თესლისოდენა სიღრმეში, წინასწარ მიწას რწყავენ, მერე კი აფარებენ მინას. დაახლოებით ერთ თვეში ამოდის. კარგი განათების და გრუნტის ხშირი დატენიანების პირობებში. დათესილი მურაია სწორი მოვლით 3-4 თვეში იყვავილებს კიდეც. 2 -3 სმ ით დიდ ქოთანში ახალგზრდა მცენარე მას შემდეგ გადააქვთ მიწით, რაც პირველ ჭურჭელს ფესვები კარგად აითვისებს 

https://yvavilebismovla.ge/movla/101-mcenareebis-gadargva-2-555.html

თარგმანი თ. სუპატაშვილის

18 May 0 47

лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно