ოთახის მცენარეების გამრავლება


ოთახის მცენარეების უმეტესობა ადვილად მრავლდება სახლის პირობებში და ამისთვის სპეციალური ცოდნა არაა საჭირო, უამრავი მეთოდი არსებობს და მათგან შეიძლება თქვენთვის სასურველის არჩევა მცენარის სახეობის, ასაკის, მდგომარეობის და სხვა,გათვალისწინებით.
გამრავლება კალმით: ეს ყველაზე გავრცელებული მეთოდია. ამისთვის გამოდგება წვეროს, ღეროს ან ფოთლოვანი ნაწილი. გასამრავლებლად ირჩევენ შესაფერის ტოტს და აჭრიან 5-15სმ სიგრძის ნაწილს. გადაჭრის ადგილი ფოთლის ძირში უნდა იყოს. ფესვები მცენარეს ყველაზე ადვილად მუხლში გამოსდის. ამიტომ კალმის ძირში ფოთლებს აცლიან და რამდენიმე წმ ით დებენ ფიტოჰორმონში, რომ მცენარე ინფექციისგან დაიცვან. ღეროვანი კალმები რაც შეიძლება სწრაფად უნდა ჩაიდოს მიწაში მოჭრის მერე, მაგრამ კაქტუსებს და სუკულენტებს რამდენიმე  დღით აშრობენ და მერე რგავენ.
მიწაში აკეთებენ პატარა ჩაღრმავებას და შიგ დებენ კალამს,გარშემო უტკეპნიან. ერთ ქოთანში რამდენიმე ტოტს დებენ. დაფესვიანების მერე კი ცალკ-ცალკე გადააქვთ.მიწა მუდამ ტენიანი უნდა იყოს, გარშემო კი - სითბო. ქოთანს დებენ განთებულ ადგილზე, მაგრამ მზის სხივების გარეშე.
მიკროკლიმატის შესანარჩუნებლად ქოთანს აფარებენ ცელოფანს ისე, რომ ღეროს და ფოთლებს არ ედებოდეს. გამრავლებისთვის იყენებენ მხოლოდ საღ და ძლიერ ტოტებს, რომლებზეც არაა კოკრები. თუ ასეთ ტოტს ვერ პოულობენ, კოკრებიანს ჭრიან და კოკრებს აცლიან.
წვნიანი ღერები ზოგჯერ ცუდად ფესვიანდება, რადგან ბევრი წვენი მის ლპობას იწვევს. მცენარის სახეობიდან გამომდინარე, ზოგი უკეთ ფესვიანდება გახევებული ტოტებით, ზოგს კი შედარებით რბილი ნაწილით აფესვიანებენ.  ბალახოვან მცენარეებს წლის ნებისმიერ დროს გამოსდის ფესვი, ზოგს კი - აქტიური ზრდისას. უმეტესობისთვის დაფესვიანების კარგი დროა გაზაფხული, ზოგს კი - ნემსიწვერასს ან ფუქსიას ზაფხულის ბოლოს უკეთ აფესვიანებენ.

გამრავლება ფოთლით: ზოგ მცენარეს მოკლე ღერო აქვს ან ფოთლები როზეტს ქმნის. ასეთ მცენარეებს ფოთლით ამრავლებენ. სენპოლია, გლოქსინია, პეპერომია შეიძლება მთელი ფოთლით გამრავლდეს მოკლე ყუნწით, სუკულენტები - უყუნწოდ, სტრეპტოკარპუსი, ვეფხისტყავა - ფოთლის ნაწილებით. ასეთ შემთხვევაში მიწაში ირგება არა ტოტი, არამედ ფოთოლი, ან ფოთლის ნაწილი. პატარა ფოთლებს უბრალოდ აწყობენ მიწაზე და ოდნავ აღრმავებენ მიწაში. ფოთლის დაფესვიანებისას ცდილობენ მიწა მუდამ ტენიანი იყოს, მათ გარშემო კი თბილი მიკროკლიმატი. ამისთვის  გამოდგება ცელოფნის პაკეტის მინი სათბური.
გამრავლება ტოტის ნაწილებით:  ზოგ მცენარეს, რომელსაც სწორი სქელი ღერები აქვს, მისი ნაწილებით ამრავლებენ. ძველ ფოთლებდაცცვენილ ტოტებს ჭრიან ნაწილებად და მიწაში არჭობენ ვერტიკალურად ან დებენ ჰორიზონტალურად.  ხშირად ასეთ ტოტებს წყალში აფესვიანებენ.
გამრავლება გადაწვენით: ხვიარა  ამპელური მცენარეებისთვის გამრავლების ეს მეთოდი  გამოიყენება, თუმცა შედარებით მეტი დრო სჭირდება. ირჩევენ ძლიერ ტოტს და მიწაზე აწვენენ სხვა ქოთანში და სარჭით ამაგრებენ, დაფესვიანების მერე კი ტოტს დედა მცენარეს აშორებენ.
გამრავლება ნაზარდით:  როდესაც დიდ მცენარეს გვერდზე ახალი შვილეული ნაზარდი ამოუვა, ან დიდი ბოლქვი გვერდით შვილეულ ბოლქვებს გაიკეთებს, მათ აცლიან და ცალკე რგავენ, ისე რომ შვილეულ ნაზარდს რაც შეიძლება მეტი ფესვი გაჰყვეს. . შვილეული ბოლქვებიდან ამოსული მცენარე იყვავილებს 2-3 წლის  შემმდეგ,
გამრავლება ულვაშით:  თუ მცენარე ივითარებს ტოტის ან ზრდასრული ფოთლის ბოლოში ახალ შვილეულ მცენარეს, (ქლოროფიტუმი) მათ აშორებენ და რგავენ დამოუკიდებლად ან დარგვამდე აფესვიანებენ წყალში.
გამრავლება დაყოფით: ზოგჯერ მცენარე ქოთანში სწრაფად ბუჩქდება ან ახალ როზეტებს იკეთებს (ასპარაგუსი, სენპოლია, ქლოროფიტუმი) მათ ბუჩქეს ან როზეტებს ყოფენ და ცალკ- ცალკე რგავენ. გაზაფხულზე ან ზაფხულის დასაწყისში ამოაქვთ ქოთნიდან, ფესვებს ფრთხილად ფერთხავენ და ზედმეტ მიწას ასე აცლიან. მერე კი ფესვებს ჩაჭრიან ბასრი დანით ან ხელით აცალკევებენ რამდენიმე ნაწილად. მათ რგავენ. მიწას მოუტკეპნიან და ზომიერად რწყავენ. სანამ ახალი ნაზარდი არ გამოჩნდება.
გამრავლება თესლით: სახლში ოთახს მცენარეებს იშვიათად ამრავლებენ თესლით, მას მეტი დრო და სითბო სჭირდება, თუმცა პროცესი საინტერესოა, განსაკუთრებით ბავშვებს მოსწონთ ხეხილის გაზრდა კურკებიდან. შეიძლება ყვავილების თესლის ყიდვაც და მათი გამოზრდაც. ამისთვოს ქოთანს ავსებენ მიწით,, რწყავენ და ზემოდან აწყობენ თესლს. თუ იგი შედარებით დიდია, სველ მიწაში უბრალოდ არჭობენ. პატარა თესლს კი მოაპნევენ. ქოთანს აფარებენ პოლიეთილენის პაკეტს, დებენ ჩრდილში 16-20გრ ზე, როცა ამოვა, გადააქვთ ნათელ ადგილზე, მაგრამ არა პირდაპირი მზის სხივების ქვეშ. პაკეტს ხსნიან, რეგულარუ;ლდ ნამავენ და ქოთანს ატრიალებენ, რომ ნათესი სწორად გაიზარდოს და არ გადაწვეს სინათლის მხარეს. მოზრდილ ნათესს კი რგავენ ცალკე ქოთნებში.
კიდევ სხვა მეთდებოც არსებობს გამრავლების. ბევრი მცემარე იტანს უფრო მძიმე პირობებსაც - როდესაც არ აფარებენ პაკეტს, აქვთ სითბოში და რეგულარულად  ნამავენ, რომ მიწა არ გამოშრეს.
რომელი მეთოდი ივარგებს თქვენი მცენარისთვის, ეგ  თავად გაარკცვიეთ ენციკლოპედიებში, სადაც მცენარეთა სრული დახასიათებაა მოცემული და მითითებულია მათი შესაფერისი გამრავლების მეთოდებიც.

თარგმანი თ. სუპატაშვილის

15 May 0 0

лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно