ვრგავთ იას

სენპოლია, ანუ როგორც ხალხი ეძახის ხშირად, ია,  საკმაოდ უპრეტენზიო მცენარეა. იგი ადვილად მრავლდება, თუ იცით, როგორ უნდა იმოქმედოთ. ადრე თუ გვიან ყველა ია იზრდება იმდენად, რომ მისი ფოთლების გამოყენება შეიძლება ახალი სრულყოფილი მცენარის  მისაღებად. ეს სასარგებლოაა ასევე დედა მცენარისთვისაც.
ეთოდები: რამდენიმე ხერხი არსებობს იის გამრავლების - ფოთლით, ტოტით, საყვავილე ღერით და შვილეული ნაზარდით. მაგრამ პირველი ყველაზე იოლ მეთოდად შეიძლება ჩაითვალოს.  იმისთვის, რომ ყველაფერი კარგად წარიმართოს, ჯერ უნდა შეირჩეს საღი და ძლიერი მცენარე, რომელიც კარგადაა გაზრდილი. მას ძლიერი ფოთლებიაქვს, რამდენიმე როგად მზარდი, ეს კი ნიშნავს, რომ მათ უკვე შეუძლიათ დაფესვიანება.
დაგჭირდებათ საშუალო ზომის ქოთანი. დიდ ქოთანში ბევრი მიწა დამღუპველი იქნება იისთვის. შემდეგ უნდა მომზადდეს ნიადაგი. ხშირად უშვებენ შეცდომას და იის ფოთოლს ზედმეტად ნოყიერ მიწაში დებენ. ასე ახალი მცენარე ვერ გავითარდება, რადგან იას ფხვიერი და საშუალოდ ნოყიერი ჰაერგამტარი მიწა სჭირდება.
რაში ირგვება ია:  სპეციალისტები არ გირჩევენ ერთ ჭურჭელში რამდენიმე ფოთლის ჩარგვას, ისინი ხელს შეუშლიან ერთმანეთს ზრდაში. ამიტომ სჯობს მათი ცალკე ჩარგვა. ნიადაგი, რომელშიც უნდა ჩაირგას ფოთოლი, სჯობს თავად მოამზადოთ. ყველა მოყვარულს საკუთარი რეცეპტი გააჩნია მიწის შემადგენლობისთვის.
ოპტიმალურია - 2წილი კორდის მიწა, 1წილი ტორფი, მდინარის ქვიშა, დაფხვნილი ხის ნახშირი, ბაღის ფოთლოვანი მიწა. ქოთანში ყრიან ცოტა დრენაჟს, ძირს უკეთებენ ნახვრეტს, რომ წყალი არ გაჩერდეს ქოთანში. ზოგჯერ მიწას უმატებენ ხავსს-სფაგნუმსაც, დოლომიტის ფქვილს და სუპერფოსფატს. ახალგაზრდა მცენარე კარგად იზრდება  მიწაში, რომელსაც დამატებული აქვს წიწვოვანი და ფოთლოვანი ნეშომპალა. როცა მიწა გამზადდება, მერე არჩევენ ხარისხიან ძლიერ ფოთოლს, საიდანაც სრულფასოვანი მცენარე უნდა გაიზარდოს. 

ვამზადებთ დასარგავ მასალას:  დიდ იას რამდენიმე რიგად ეზრდება ფოთლები. საძირედ არ გამოდგება ყველაზე დაბლითა ფოთლები, რადგან ისინი  შვილეულ მცენარეს  ვერ გაივითარებენ სიბერის გამო. არც შუაგულიდან ივარგებს ფოთლის აღება დასაფესვიანებლად, ასე შეიძლება მისი ზრდის წერტილი დააზიანოთ. თანაც ამ ადგილზე მზარდი ფოთლები ზომით პატარებია და  ჯერ თავად ისინი უნდა გაიზარდნონ. ასე, რომ უნდა მონახოთ ფოთოლი იის შუა რიგებში -  მეორე ან მესამე რიგში ქვემოდან, ისინი ჯერ კიდევ ახალგაზრდა, მაგრამ საკმაოდ ძლიერი ფოთლები არიან. ყურადღება მიაქციეთ ფოთლის ზედაპრს. იგი უდეფექტო უნდა იყოს და თანაბრად შეფერილი, ყვითელი ან ყავისფერი ლაქების და  ნაფხაჭნების გარეშე, არ უნდა ჰქონდეთ პარაზიტები. საჭიროა გრძელყუნწა ფოთლის არჩევა, რომელსაც შემდეგ კიდევ აჭრიან  კუთხით  ყუნწს ისე, რომ 2,5-3 სმ მდე დარჩეს ფოთოლთან. ეს იმისთვის კეთდება, რომ ფოთოლი მყარად იდგას მიწაში.
დარგვის წესი:  თავიდან მცენარეს რგავენ პლასმასის პატარა ერთჯერად ჭიქებში. პირველში ყრიან მიწას, მეორეს კი იყენებენ სადგამად. კიდევ დაგჭირდებათ გამჭირვალე პაკეტი, რომელიც მინი სათბურის როლს შეასრულებს და შეინარჩუნებს იისთვის საჭირო ტენიანობას. არსებობს დაფესვიანების 2 მეთოდი - წყლით ან მის გარეშე.
1. ფოთოლს დებენ წყლიან ჭიქაში, ისე, რომ ფოთლის ფირფიტა წყლის ზემოთ იყოს. 2 კვირაში გადანაჭერზე გამოუვა ფესვები და როცა ისინი 1-1,5 სმ ს მიაღწევენ სიგრძეში, ,მერე რგავენ წინასწარ მომზადებულ მიწაში.
2. ეს უფრო მარტივია: მიწას კარგად აფხვიერებენ  და ყრიან ქოთანში, რომელსაც სადრენაჟე ხვრელი აქვს ფსკერზე. მასში დებენ ფოთოლს, ოდნავ უტკეპნიან, რწყავენ და აფარებენ პაკეტს.  პირველ დღეებში ფოთოლმა შეიძლება მოიწყინოს, თუმცა საკმარისი ტენის და ტემპერატურის პირობებში სწრაფად გამოუშვებს ფესვებს. 3-4 კვირის შემდეგ პაკეტოს მოხსნაც შეიძლება და მცენარეს თანდათან აჩვევენ გარემოს, ოთახის ჩვეულ პირობებს. კიდევ რამდენიმე თვის შემდეგ ეს ახალი პატარა მცენარე დაგასაჩუქრებთ ლამაზი ყვავილებით. https://yvavilebismovla.ge/yvavilebi/62-iebis-movla-da-gamravleba-500.html

თარგმანი თ. სუპატაშვილის

11 May 0 0

лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно