იების მოვლა და გამრავლება
იების მოვლა და გამრავლება იის გამრავლების ყველაზე გავრცელებული მეთოდია მათი ფოთლის კალმებით გამრავლება,გამრავლებისთვის ყველაზე ხელსაყრელი დრო კი გაზაფხული და ზაფხული.მაგრამ იების მოყვარულებისათვის წელიწადის დროს მნიშვნელობა არ აქვს,ხელსაყრელი პირობების შექმნის შემთხვევაში გამრავლება ნებისმიერ პერიოდშია შესაძლებელი.გამოცდილებას კი საკუთარი პრაქტიკიდან ვღებულობთ.ამ სტატიაში დაწვრილებით მოცემულია როგორ გავამრავლოთ ეს ულამაზესი და უნაზესი მცენარე. დასაკალმებელი ფოთოლი უნდა იყოს ჯანმრთელი,დაზიანებების გარეშე,ზრდასრული მცენარის ქვედა მეორე რიგიდან აღებული.ჭრელფოთოლა ჯიშებიდან ვიღებთ ყველაზე ჯანმრთელ და მწვანე ფოთოლს.თუ იის ფოთოლი ტრანსპორტირებისას მოეშვა,ან იგი მოურწყავი მცენარიდან იქნა აღებული და ნაკლებად მკვრივია,მაშინ იგი 2-3 საათით მთლიანად უნდა ჩავუშვათ გადადუღებულ 25°c, სუსტ კალიუმის პერმანგანატიან წყალში,ტურგორის აღდგენამდე.ამის შემდეგ ფოთოლი ამოვიღოთ და გავაშროთ,შემდეგ გადავჭრათ ფოთლის ფირფიტიდან 3 სანტიმეტრის დაშორებით,სწორად ან ირიბად 45° კუთხით.
ფოთლის დაფესვიანება წყალში
ეს მეთოდი სხვა მეთოდებს შორის ყველაზე ტრადიციულია.იგი გვაძლევს საშუალებას დავაკვირდეთ და ვაკონტოლოთ დაფესვიანებას,მაგრამ დაფესვიანების პროცესი ამ შემთხვევაში ხანგრძლივდება ფოთლის კალმის ორმაგი შეგუების გამო (ჯერ წყალში,შემდეგ ნიადაგში). მომზადებულ იის ფოთოლს დებენ გასტერილებულ,სუფთა,უმჯობესია მუქი ფერის ჭურჭელში(დაუშვებელია ბროლის ჭურჭლის გამოყენება),რომელშიც გადადუღებული ან დისტილირებული წყალია ჩასხმული.ფოთოლი წყალში ჩაშვებული უნდა იყოს 1.5-2 სანტიმეტრის სიღრმეზე,მისი ბოლო არ უნდა ეხებოდეს ჭურჭლის ძირს ან კედლებს,რომ არ მოიგრიხოს.წყალში ჩავაგდოთ აქტივირებული ნახშირის ტაბლეტი,იგი ხელს შეუშლის მავნე მიკროფლორის განვითარებას.ჭურჭელში წყალი არ იცვლება,მოკლების შემთხვევაში ემატება ცოტ-ცოტა. ფესვების წარმოქმნის პროცესი მერყეობს 2 კვირიდან ერთ თვემდე და მეტიც,ჯიშიდან გამომდინარე.რაც უფრო მცირე დროა გასული მოჭრიდან წყალში ჩადებამდე,მით მალე ფესვიანდება ფოთოლი.
ფოთოლს ვაკრავთ ეტიკეტს,ვაწერთ მოჭრის თარიღს და ჯიშს.თუ იგი ლპობას დაიწყებს ახლიდან უნდა გადაიჭრას ჯანმრთელ ქსოვილამდე და დამუშავდეს ნახშირით.შემდეგ ისევ ახლიდან იწყება დაფესვიანება სტერილურ ჭურჭელში.მას შემდეგ რაც წარმოქმნილი ფესვები ორ სანტიმეტრს მიაღწევს სიგრძეში,ფოთოლი უნდა ჩაირგას მომზადებულ ნიადაგში.ჩასარგავად გამოიყენება 100 მლ-იანი პლასტიკატის ერთჯერადი ჭიქები,რომელშიც 1/3 დრენაჟი,დანარჩენი კი სუბსტრატია მოთავსებული.ფოთოლს შეიძლება გავუკეთოთ საყრდენი რომ არ წაიქცეს,რადგან იგი ღმად არ უნდა ჩაირგას,ასეთ შემთხვევაში ნერგები დაგვიანებით,ან საერთოდ არ ამოვა.ჩარგვის შემდეგ ფრთხილად დავუტკეპნოთ მიწა მოვრწყათ ოდნავ შემთბარი წყლით და დავასათბუროთ.გავუკეთოთ აღმნიშვნელი წარწერა.შვილების ამოყრის შემდეგ სათბურიდან შეიძლება ამოვსვათ.
სუბსტრატში დაფესვიანება
ეს მეთოდი გვაძლევს თითქმის 100%-მდე შედეგს და ბევრად ნაკლებ დროს საჭიროებს.არის სენპოლიის ისეთი ჯიშები რომლებიც წყალში ძნელად ფესვიანდება,ასევე შეიძლება მოგვიწიოს სუსტი ან ზრდადაუსრულებელი ფოთლის დაფესვიანება,ეს მეთოდი ასეთ შემთხვევებში ძალიან დაგვეხმარება.მინიატურული და ნახევრად მინიატურული ჯიშებისათვის კი იგი შეუცვლელია.იების მოყვარულთა უმეტესობა ამ მეთოდს იყენებს,რადგან იზოგება დრო,შედეგიანობა მაღალია,ფოთოლს არ უწევს სხვადასხვა გარემოსადმი შეგუება(ჯერ წყალში,შემდეგ ნიადაგში),თავიდანვე ადაპტაციას ახდენს მიწასთან,უფრო სწრაფად ხდება დაფესვიანებაც და აქედან გამომდინარე შვილების ამოსვლაც.ღეროს ვჭრით ისე,როგორც პირველ შემთხვევაში,ოღონდ მინიატურული ჯიშების შემთხვევაში ღეროს სიგრძე 1.5-2 სანტიმეტრია. კალმები ირგვება ერთჯერადი პლასმასის ჭიქებში,სადაც ⅓-ზე დრენაჟი უნდა მოთავსდეს.გამოიყენება კერამზიტის ბურთულები ან პენოპლასტის ნატეხები.შემდეგ იყრება სუბსტრატი,რომელსაც თითით ჩაღრმავება გაუკეთეთ და ჩაყარეთ პერლიტისა და მიწის ნაზავი(3:1).ასე მომზადებულ ჭურჭლში ირგვება ფოთოლი.პერლიტი უზრუნველყოფს ჰაერის ცირკულაციას ფესვების წარმოქმნის ადგილას და მათ სწრაფად განვითარებას უწყობს ხელს.რეკომენდებული არ არის სუფთა პერლიტის ჩაყრა ჩაღრმავებაში,რადგან ის მალე შრება,ასევე ძნელი იქნება მასში ფოთლის დაფიქსირება. (5)სუბსტრატის ნაცვლად შეიძლება გამოიყენოთ სფაგნუმის ხავსი,ან სუფთა პერლიტი შვილების წარმოქმნადე,შემდეგ კი გადაიტანოთ სუბსტრატში.სუბსტრატი ოდნავ ნესტიანი უნდა იყოს,პერლიტი კი ბოლომდე სველი.ფოთოლი უნდა დაფიქსირდეს უმიძრაოდ 1-1.5 სანტიმეტრის სიღრმეზე,მინიატურის შემთხვევაში 0.5 სანტიმეტრზე.ჩარგვის შემდეგ ფოთოლი მოათავსეთ სათბურში,ან ჩასვით გამჭვირვალე ცელოფნის პაკეტში.დროდადრო საჭიროა განიავება,ან გაუკეთეთ რამდენიმე ნახვრეტი ჰაერისათვის. სუბსტრატში წარმატებით დაფესვიანების ძირითადი პირობებია:
●მსუბუქი და ჰაეროვანი სუბსტრატი.
●სასათბურე პირობები.
●სტაბილური ტემპერატურა (22°-25°)
●12 საათიანი განათება.
●ზომიერი მორწყვა ნელთბილი წყლით,სუბსტრატის გამოშრობის გათვალისწინებით.
საჭიროა გახსოვდეთ,რომ პირობების მკვეთრი ცვლა ხდება მცენარის დაავადების მიზეზი.იების ზრდის და განვითარების იდეალურ შედეგს იძლევა ლუმინესცენციური ნათურებით განათებული სტელაჟი,სადაც ყოველთვის ერთნაირი პირობებია მცენარის განვითარებისათვის.
მიწის ნაზავი
მიწის ნაზავი ანუ სუბსტრატი წინაწარ უნდა მოვამზადოთ.იგი უნდა იყოს მსუბუქი,ჰაერგამტარი და სტერილური.გთავაზობთ მისი მომზადების ორ ვარიანტს. პირველი ვარიანტი: ➢ მზა გრუნტი ნერგებისათვის(2ლ)
➢ ⅔ ჭიქა ვერმიკულიტი ➢ 1 ჭიქა პერლიტი ➢ 1 ჭიქა წვრილად დაჭრილი სფაგნუმი ➢ ⅕ ჭიქა წვრილად დაფხვნილი ხის ნახშირი ➢ ½ კოვზი დოლომიტის ფქვილი. მეორე ვარიანტი: ➢ მზა გრუნტი ნერგებისათვის (2ლ) ➢ 1 ლ. “Живая земля” ან “Green World” ➢ 1 ჭიქა ვერმიკულიტი ➢ 1 ჭიქა პერლიტი ➢ 1.5 ჭიქა წვრილად დაჭრილი სფაგნუმი ➢ ⅖ ჭიქა წვრილად დაფხვნილი ხის ნახშირი ➢ ⅔ კოვზი ორმაგი სუპერფოსფატი. იის შვილეული ნერგების გადარგვა როდესაც ფოთლის კალმიდან ამოყრილი შვილეული ნერგების ზომა მიაღწევს 4-5 სანტიმეტრს(მინიატურების შემთხვევაში 1-3 სანტიმეტრს),მაშინ საჭირო ხდება მათი ცალცალკე გადარგვა.ნერგს უნდა ქონდეს რამდენიმე წყვილი ფოთოლი და ჩანდეს ზრდის ცენტრი.ფრთხილად ამოიღეთ დაფესვიანებული შვილებიანი ფოთოლი,მიწა ოდნავ გაუფერთხეთ და დიდი სიფრთხილით დააცალეთ შვილები დედა ფოთოლს.თუ ყველა შვილს არ გააჩნია ფესვები და გადასარგავად მზად არ არის,მაშინ ვაშორებთ მხოლოდ ყველაზე მოზრდილ და ფესვიან ნერგებს.დედა ფოთოლს კი ვაბრუნებთ ისევ სუბსტრატში.”ფენტეზი” ჯიშის იებთან გამოიჩინეთ სიფრთხილე,სიჭრელე ყოველთვის არ გადაეცემა შვილეულ ნერგებს,უნდა შეეცადოთ რომ ყველაზე სუსტებიც კი გადაარჩინოთ,რადგან მათ შეიძლება ყველაზე საინტერესო და ლამაზი ფერები გამოავლინონ.ჭრელფოთოლა ჯიშებს იმ შემთხვევაში აცილებენ დედას,თუ მათ საკმაო მწვანე ფერი აქვთ ფოთლებზე,ქლოროფილის უკმარისობის გამო შეიძლება ნერგი ვერ გამოზარდოთ.
თუ დედა ფოთოლი საღია და არ გაფუჭებულა,მაშინ შეგიძლიათ დააბრუნოთ სუბსტრატში,მისგან განმეორებით ნერგები მიიღება.მოცილებულ შვილებს მიწას მთლიანად ნუ გააცლით,მიწიანი ნერგები უკეთ აგრძელებენ ზრდას.ყველა შვილეული ნერგი ირგვება ცალკე იგივე წესით როგორც ფოთლის კალმები,სასურველია რაც შეიძლება მცირე ზომის ერთჯერადი ჭიქების გამოყენება.თუ მოცილებულ ნერგს ფესვები სუსტად განვითარებული აქვს ან საერთოდ არ გააჩნია მაშინ იგი ირგვება ნესტიან პერლიტში ან სფაგნუმში და ხდება დასათბურება,ფესვების განვითარებამდე,დაახლოებით ორი კვირის განმავლობაში.ნერგებს ეკვრება ეტიკეტი მათი დარგვის თარიღის მითითებით.
ახალგაზრდა როზეტების გადარგვა
როდესაც ნერგები მოიზრდება და მათი ფოთლები საკმაოდ გამოსცდება ერთჯერადი ჭიქის(50 მლ-იანი) ნაპირებს,მაშინ საჭირო ხდება მათი გადასმა(და არა გადარგვა) ოდნავ მოზრდილ (100 მლ-იან) ჭიქებში.ამისათვის ნერგი ისე უნდა გადაიტანოთ რომ მიწა არ დაუშალოთ,დარჩენილი ცარიელი ადგილი შეავსეთ სუბსტრატით.თუ გადარგული მცენარე არამყარად დგას და ქანაობს,მაშინ როზეტის გარშემო,ფოთლების ქვემოდან დაუფინეთ სფაგნუმი.თუ ამითაც ვერ მიაღწევთ მის მყარად დგომას,მაშინ ფოთლებს შორის,ღეროსთან ახლოს, ფრთხილად ჩაურჭეთ კბილის საწმენდი ხის ჩხირი.როდესაც ნერგი საკმაო რაოდენობის ფოთლებს განივითარებს,იუვენილური(ანუ სულ პირველად ამოსული) ძირის ფოთლები უნდა შეეცალოს.თუ გაშიშვლებული ღერო ძალიან ჩანს მიწის ზემოდან,დაუმატეთ ცოტაოდენი სუბსტრატი და დაიფარება,მაგრამ ქვედა ფოთლის ღეროები მიწას არ უნდა ეხებოდეს.
როზეტის გაახალგაზრდავება 1-ჩასმა. თქვენი იებისათვის დროდადრო საჭირო ხდება ტრავმირებული და დაზიანებული ფოთლების შეცლა.ამის გამო ღერო შიშვლდება და მცენარეს აუშნოებს.მის დასაფარად უმარტივესი მეთოდია სუბსტრატში მისი შედარებით ღრმად ჩასმა ან ცოტაოდენი სუბსტრატის დამატება.გაშიშვლებული ღეროს წინასწარ გაფხეკავთ სუფთა დანის ბლაგვი პირით და მოაცილებთ ძველი ფოთლის ღეროების ნარჩენებს,შემოახვიეთ ნესტიანი სფაგნუმი და ისე ჩარგეთ.თუ ქოთანში ადგილი აღარაა და იას სიღმეში ვერ ჩასვამთ,მაშინ ამოიღეთ ფრთხილად,შეაჭერით ზედმეტი ფესვები და ჩარგეთ ახალ ქოთანში იგივე მეთოდით.ასე ჩასმული მცენარე უნდა დასათბურდეს 1-1.5 კვირის განმავლობაში.
2-ახლიდან დაფესვიანება.თუ თქვენს იას 3 სანტიმეტრზე მეტად გაუშიშვლდა ღერო,დაკარგა ფორმა,გადაიხარა ცენტრიდან,მოგიწიათ მისი რამდენჯერმე ჩასმა უფრო ღრმად და ამასთან 3 წელზე მეტი ასაკისაა,მაშინ ის საჭიროებს ახლიდან დაფესვიანებას. ახლიდან დაფესვიანების შედეგად მიიღწევა: 1. როზეტის გაახალგაზრდავება. 2. გადანაჭერიდან მალევე მიიღებთ ახალ ამონაყარ გერებს(пасынки) რაც ძალიან აქტუალურია ქიმერების და ფენტეზი ჯიშის იების გამრავლებისათვის. 3. ამ მეთოდით შეიძლება გადაარჩინოთ ზედმეტად მორწყვისაგან ლპობადაწყებული ია. იების ახლიდან დაფესვიანება
1-პროცედურა მარტივია.იას ეცლება დაზიანებული ფოთლები,თუ ბევრი ფოთლები აქვს აცლით მთელ ქვედა რიგს.გადანაჭერ ადგილებზე ეყრება დანაყილი ნახშირი.ამის შემდეგ სტერილური ბასრი დანით ან ბრიტვით ია უნდა გადაიჭრას ფოთლების ბოლო რიგიდან ერთი სანტიმეტრით ქვემოთ და ღერო გასუფთავდეს ფოთლების ძველი,გამხმარი ნარჩენებისაგან.ასე გამზადებული ირგვება სუბსტრატში.არსებობს რამდენიმე მეთოდი. 1.ნესტიან მიწის ნაზავში გააკეთეთ ჩაღრმავება,ჩაყარეთ პერლიტისა და მიწის ნაზავი (1:3) და ჩარგეთ ია.ან შემოახვიეთ ნესტიანი სფაგნუმი და ისე ჩარგეთ.ორივე შემთხვევაში საჭიროა იის მყარად გაჩერება.ამისათვის გამოიყენეთ კბილის ჩხირები (იხ.ფოტო).
მცენარე უნდა დავასათბუროთ ან ჩავსვათ ცელოფნის პაკეტში. დაფესვიანება ხდება ერთი თვის განმავლობაში.ქვედა ფოთლები შეიძლება მოეშვას,არ შეშინდეთ და არ ამოიღოთ მცენარე მიწიდან.თუ სუბსტრატი ნესტიანია არ შეიძლება მორწყვაც.მას შემდეგ რაც მცენარეს განუვითარდება ფესვები და ფოთლები ტურგორს აღიდგენს,შეიძლება ამოვსვათ სათბურიდან.ასეთი წესით დაფესვიანება შეიძლება
როგორც ხელოვნურ განათებაზე,ისე დღის სინათლეზე,ოღონდ ამისათვის არ გამოიყენოთ ისეთი ფანჯრის რაფა,სადაც ცივა და ორპირი უბერავს. 2.გადაჭრილი იის დაფესვიანება შესაძლებელია წყალშიც.დაფესვიანების შემდეგ კი ნიადაგში გადააქვთ.დასაფესვიანებლად გამოიყენეთ ნადგომი,გადადუღებული წყალი,აუცილებელია ნახშირის ტაბლეტიც.გადაჭრილი იის ღერო მთლიანად უნდა მოთავსდეს წყალში,ფოთლებამდე,ისე რომ წყალს ფოთლები არ ეხებოდეს.აკონტროლეთ წყლის დონე და საჭიროების მიხედვით დაუმატეთ. (1)(2)
როდესაც ფესვების სიგრძე 3-5 სანტიმეტრს მიაღწევს,გადარგეთ მსუბუქ,ჰაერგამტარ სუბსტრატში,ოდნავ მორწყეთ და დაასათბურეთ რამდენიმე დღე. იებისათვის საჭირო პირობები
★ ტემპერატურა იებს მთელი წლის განმავლობაში ესაჭიროებათ უცვლელი ტემპერატურა.ზრდასრული მცენარეებისათვის დღის ოპტიმალური ტემპერატურა 20°-24°C.იები ხანგრძლივად ყვავიან თუ ტემპერატურა 20°C-ია,ყვავილები მსხვილია და დიდხანს არ ჭკნება.სენპოლიების ნორმალური ზრდისა და განვითარებისათვის უმჯობესია დღისა და ღამის ტემპერატურებს შორის 2-3°C განსხვავება.ღამით მაღალი ტემპერატურის დროს ქსოვილებში ინტენსიურად მიმდინარეობს სუნთქვის პროცესი და იხარჯება დიდი რაოდენობით ორგანული მასალა,რის გამოც მცენარის ზრდა ფერხდება.დედა ფოთლიდან ახლად მოცილებული შვილებისათვის ოპტიმალური ტემპერატურაა 23°-25°C.ია საკმაოდ ამტანი მცენარეა და შეუძლია დაბალი ტეპერატურის ატანა(10-15°C ამ შემთხვევაში მორწყვა მცირდება,ია მხოლოდ ზრდას შეანელებს).მაღალ ტემპერატურას იები შედარებით ძნელად იტანენ (30°-35°C).სიცხის დროს ყვავილობა მწირია,ყვავილები კი წვრილი,დეფორმირებული და უფერული.ამიტომ სიცხეებში საყვავილე ღეროებს აცლიან,რომ მცენარე არ გამოიფიტოს. ★ სინათლე სხვა მცენარეები მსგავსად სენპოლიებიც შეიძლება გამოვზარდოთ როგორც ხელოვნურ, ისე ბუნებრივ სინათლეზე.სხვადასხვა ჯიშის იებს სხვადასხვაგვარი განათება სჭირდება.მუქი მწვანე ფოთლების მქონე იებს მეტი სინათლე ესაჭიროება,ღიამწვანე და ხუჭუჭა ფოთლების მქონეს,შედარებით ნაკლები.ბუნებრივი განათების დროს იები უმჯობესია დავდგათ ჩრდილოეთის,აღმოსავლეთის,ან დასავლეთის ფანჯარაზე,მათ დიდი რაოდენობით გაფანტული სინათლე სჭირდებათ,მაგრამ ზაფხულში საჭიროა პირდაპირი მზის სხივებისაგან დაცვა.ზაფხულში იებისათვის უმჯობესია ჩრდილოეთის,ზამთარში კი სამხრეთის ფანჯარა. იმისათვის რომ იის როზეტი თანაბრად განვითარდეს ქოთანი პერიოდულად უნდა შემოვატრიალოთ.თუ სინათლე მცენარისათვის ჭარბია,მაშინ მას ფოთლები ძალიან უღიავდება,თითქმის უყვითლდება.ფოთოლი დეფორმირდება,ქოთნისკენ იზნიქება,ყუნწები მოკლე აქვს,ახლადამოსული ფოთლები კი შეჭმუჭნულია.ასევე მოკლეა საყვავილე ღეროებიც,ყვავილები თითქოს ფოთლებს ქვეშ იმალებიან და მალევე ჭკნებიან.ფოთლებზე წარმოიქმნება “დამწვრობა” ყავისფერი ლაქების სახით.
არასაკმარისი სინათლის პირობებში ფოთლის და საყვავილე ღეროები დაგრძელებულია,ფოთლები ზემოთ არის აწოწილი.ჭრელფოთოლა ჯიშებს უქრებათ სიჭრელე.თვითონ მცენარე კი წყვეტს ზრდას და ყვავილობას. ხელოვნური განათებისსათვის გამოიყენება დღის სინათლის ნათურები. არსებობს ორი სახის დღის სინათლის ნათურა - ДЛ და ЛИЦ. ДЛ ნათურები არ უზრუნველყოფს გასანათებელი ობიექტისათვის სინათლის სწორად მიწოდებას.ЛИЦ ნათურები გამოიყენება ისეთი ობიექტების გასანათებლად რომლებისთვისაც მნიშვნელოვანია განსაზღვრული ტონალობის სინათლის მიწიდება,მაგალითად ცისფერი და მწვანე სპექტრის.მაგრამ ისინიც ვერ უზრუნველყოფენ საჭირო რაოდენობის განათებას კონკრეტული სპექტრით.თუმცა პრაქტიკამ აჩვენა რომ საკმარისი ინტენსივობის შემთხვევაში იები იზრდება და ყვავის.ყველაზე ოპტიმალურად ითვლება სპეციალური ნათურები მცენარეთა გასანათებლად,მაგალითად OSRAM FLUORA.იგი ლურჯ და წითელ სპექტრს გამოასხივებს,რისი მეშვეობითაც მცენარე კარგად იზრდება და ვითარდება.
★ მორწყვა იების მორწყვა ხდება მაშინ როდესაც ქოთანში მიწის ზედა ფენა შეშრება. დაუშვებელია მიწის კომის ზედმეტი სისველე ან გამოშრობა.ჯობია ნაკლები დაუსხათ,ვიდრე ზედმეტად მორწყათ.წყალი უნდა იყოს რამდენიმე დღის ნადგამი,ოდნავ თბილი.დაუშვებელია წყლის ჩასხმა როზეტის შუაში,განსაკუთრებით ნერგებისათვის.ხანდახან იის ფოთლები საჭიროა ჩამოირეცხოს თბილი წყლით, მტვრის მოშორების მიზნით.ცივ პერიოდში თვეში ერთხელ,თბილ სეზონზე კი 1-2 კვირაში ერთხელ.თითოეული ფოთოლი სუფთავდება ინდივიდუალურად,ნელთბილი წყლის ნაკადით,ონკანის ქვეშ,ძალიან ფრთხილად,ზეწოლის გარეშე..ქოთანი გადახრილად დაიჭირეთ რომ მიწა არ ჩამოირეცხოს.ამის შემდეგ მცენარე დადგით ბნელ და თბილ ადგილზე (მაგალითად სააბაზანოში) რომ წყლის წვეთები შეაშრეს.თუ მას ცივ ან ნათელ ადგილას დადგამთ წყლის დარჩენილი წვეთებისაგან ლაქები ან დამწვრობები წარმოიქმნება.
ფოთლის დაფესვიანება წყალში


სუბსტრატში დაფესვიანება

●მსუბუქი და ჰაეროვანი სუბსტრატი.
●სასათბურე პირობები.
●სტაბილური ტემპერატურა (22°-25°)
●12 საათიანი განათება.
●ზომიერი მორწყვა ნელთბილი წყლით,სუბსტრატის გამოშრობის გათვალისწინებით.
საჭიროა გახსოვდეთ,რომ პირობების მკვეთრი ცვლა ხდება მცენარის დაავადების მიზეზი.იების ზრდის და განვითარების იდეალურ შედეგს იძლევა ლუმინესცენციური ნათურებით განათებული სტელაჟი,სადაც ყოველთვის ერთნაირი პირობებია მცენარის განვითარებისათვის.
მიწის ნაზავი
მიწის ნაზავი ანუ სუბსტრატი წინაწარ უნდა მოვამზადოთ.იგი უნდა იყოს მსუბუქი,ჰაერგამტარი და სტერილური.გთავაზობთ მისი მომზადების ორ ვარიანტს. პირველი ვარიანტი: ➢ მზა გრუნტი ნერგებისათვის(2ლ)
➢ ⅔ ჭიქა ვერმიკულიტი ➢ 1 ჭიქა პერლიტი ➢ 1 ჭიქა წვრილად დაჭრილი სფაგნუმი ➢ ⅕ ჭიქა წვრილად დაფხვნილი ხის ნახშირი ➢ ½ კოვზი დოლომიტის ფქვილი. მეორე ვარიანტი: ➢ მზა გრუნტი ნერგებისათვის (2ლ) ➢ 1 ლ. “Живая земля” ან “Green World” ➢ 1 ჭიქა ვერმიკულიტი ➢ 1 ჭიქა პერლიტი ➢ 1.5 ჭიქა წვრილად დაჭრილი სფაგნუმი ➢ ⅖ ჭიქა წვრილად დაფხვნილი ხის ნახშირი ➢ ⅔ კოვზი ორმაგი სუპერფოსფატი. იის შვილეული ნერგების გადარგვა როდესაც ფოთლის კალმიდან ამოყრილი შვილეული ნერგების ზომა მიაღწევს 4-5 სანტიმეტრს(მინიატურების შემთხვევაში 1-3 სანტიმეტრს),მაშინ საჭირო ხდება მათი ცალცალკე გადარგვა.ნერგს უნდა ქონდეს რამდენიმე წყვილი ფოთოლი და ჩანდეს ზრდის ცენტრი.ფრთხილად ამოიღეთ დაფესვიანებული შვილებიანი ფოთოლი,მიწა ოდნავ გაუფერთხეთ და დიდი სიფრთხილით დააცალეთ შვილები დედა ფოთოლს.თუ ყველა შვილს არ გააჩნია ფესვები და გადასარგავად მზად არ არის,მაშინ ვაშორებთ მხოლოდ ყველაზე მოზრდილ და ფესვიან ნერგებს.დედა ფოთოლს კი ვაბრუნებთ ისევ სუბსტრატში.”ფენტეზი” ჯიშის იებთან გამოიჩინეთ სიფრთხილე,სიჭრელე ყოველთვის არ გადაეცემა შვილეულ ნერგებს,უნდა შეეცადოთ რომ ყველაზე სუსტებიც კი გადაარჩინოთ,რადგან მათ შეიძლება ყველაზე საინტერესო და ლამაზი ფერები გამოავლინონ.ჭრელფოთოლა ჯიშებს იმ შემთხვევაში აცილებენ დედას,თუ მათ საკმაო მწვანე ფერი აქვთ ფოთლებზე,ქლოროფილის უკმარისობის გამო შეიძლება ნერგი ვერ გამოზარდოთ.
თუ დედა ფოთოლი საღია და არ გაფუჭებულა,მაშინ შეგიძლიათ დააბრუნოთ სუბსტრატში,მისგან განმეორებით ნერგები მიიღება.მოცილებულ შვილებს მიწას მთლიანად ნუ გააცლით,მიწიანი ნერგები უკეთ აგრძელებენ ზრდას.ყველა შვილეული ნერგი ირგვება ცალკე იგივე წესით როგორც ფოთლის კალმები,სასურველია რაც შეიძლება მცირე ზომის ერთჯერადი ჭიქების გამოყენება.თუ მოცილებულ ნერგს ფესვები სუსტად განვითარებული აქვს ან საერთოდ არ გააჩნია მაშინ იგი ირგვება ნესტიან პერლიტში ან სფაგნუმში და ხდება დასათბურება,ფესვების განვითარებამდე,დაახლოებით ორი კვირის განმავლობაში.ნერგებს ეკვრება ეტიკეტი მათი დარგვის თარიღის მითითებით.
ახალგაზრდა როზეტების გადარგვა

როზეტის გაახალგაზრდავება 1-ჩასმა. თქვენი იებისათვის დროდადრო საჭირო ხდება ტრავმირებული და დაზიანებული ფოთლების შეცლა.ამის გამო ღერო შიშვლდება და მცენარეს აუშნოებს.მის დასაფარად უმარტივესი მეთოდია სუბსტრატში მისი შედარებით ღრმად ჩასმა ან ცოტაოდენი სუბსტრატის დამატება.გაშიშვლებული ღეროს წინასწარ გაფხეკავთ სუფთა დანის ბლაგვი პირით და მოაცილებთ ძველი ფოთლის ღეროების ნარჩენებს,შემოახვიეთ ნესტიანი სფაგნუმი და ისე ჩარგეთ.თუ ქოთანში ადგილი აღარაა და იას სიღმეში ვერ ჩასვამთ,მაშინ ამოიღეთ ფრთხილად,შეაჭერით ზედმეტი ფესვები და ჩარგეთ ახალ ქოთანში იგივე მეთოდით.ასე ჩასმული მცენარე უნდა დასათბურდეს 1-1.5 კვირის განმავლობაში.
2-ახლიდან დაფესვიანება.თუ თქვენს იას 3 სანტიმეტრზე მეტად გაუშიშვლდა ღერო,დაკარგა ფორმა,გადაიხარა ცენტრიდან,მოგიწიათ მისი რამდენჯერმე ჩასმა უფრო ღრმად და ამასთან 3 წელზე მეტი ასაკისაა,მაშინ ის საჭიროებს ახლიდან დაფესვიანებას. ახლიდან დაფესვიანების შედეგად მიიღწევა: 1. როზეტის გაახალგაზრდავება. 2. გადანაჭერიდან მალევე მიიღებთ ახალ ამონაყარ გერებს(пасынки) რაც ძალიან აქტუალურია ქიმერების და ფენტეზი ჯიშის იების გამრავლებისათვის. 3. ამ მეთოდით შეიძლება გადაარჩინოთ ზედმეტად მორწყვისაგან ლპობადაწყებული ია. იების ახლიდან დაფესვიანება
1-პროცედურა მარტივია.იას ეცლება დაზიანებული ფოთლები,თუ ბევრი ფოთლები აქვს აცლით მთელ ქვედა რიგს.გადანაჭერ ადგილებზე ეყრება დანაყილი ნახშირი.ამის შემდეგ სტერილური ბასრი დანით ან ბრიტვით ია უნდა გადაიჭრას ფოთლების ბოლო რიგიდან ერთი სანტიმეტრით ქვემოთ და ღერო გასუფთავდეს ფოთლების ძველი,გამხმარი ნარჩენებისაგან.ასე გამზადებული ირგვება სუბსტრატში.არსებობს რამდენიმე მეთოდი. 1.ნესტიან მიწის ნაზავში გააკეთეთ ჩაღრმავება,ჩაყარეთ პერლიტისა და მიწის ნაზავი (1:3) და ჩარგეთ ია.ან შემოახვიეთ ნესტიანი სფაგნუმი და ისე ჩარგეთ.ორივე შემთხვევაში საჭიროა იის მყარად გაჩერება.ამისათვის გამოიყენეთ კბილის ჩხირები (იხ.ფოტო).

როგორც ხელოვნურ განათებაზე,ისე დღის სინათლეზე,ოღონდ ამისათვის არ გამოიყენოთ ისეთი ფანჯრის რაფა,სადაც ცივა და ორპირი უბერავს. 2.გადაჭრილი იის დაფესვიანება შესაძლებელია წყალშიც.დაფესვიანების შემდეგ კი ნიადაგში გადააქვთ.დასაფესვიანებლად გამოიყენეთ ნადგომი,გადადუღებული წყალი,აუცილებელია ნახშირის ტაბლეტიც.გადაჭრილი იის ღერო მთლიანად უნდა მოთავსდეს წყალში,ფოთლებამდე,ისე რომ წყალს ფოთლები არ ეხებოდეს.აკონტროლეთ წყლის დონე და საჭიროების მიხედვით დაუმატეთ. (1)(2)
როდესაც ფესვების სიგრძე 3-5 სანტიმეტრს მიაღწევს,გადარგეთ მსუბუქ,ჰაერგამტარ სუბსტრატში,ოდნავ მორწყეთ და დაასათბურეთ რამდენიმე დღე. იებისათვის საჭირო პირობები
★ ტემპერატურა იებს მთელი წლის განმავლობაში ესაჭიროებათ უცვლელი ტემპერატურა.ზრდასრული მცენარეებისათვის დღის ოპტიმალური ტემპერატურა 20°-24°C.იები ხანგრძლივად ყვავიან თუ ტემპერატურა 20°C-ია,ყვავილები მსხვილია და დიდხანს არ ჭკნება.სენპოლიების ნორმალური ზრდისა და განვითარებისათვის უმჯობესია დღისა და ღამის ტემპერატურებს შორის 2-3°C განსხვავება.ღამით მაღალი ტემპერატურის დროს ქსოვილებში ინტენსიურად მიმდინარეობს სუნთქვის პროცესი და იხარჯება დიდი რაოდენობით ორგანული მასალა,რის გამოც მცენარის ზრდა ფერხდება.დედა ფოთლიდან ახლად მოცილებული შვილებისათვის ოპტიმალური ტემპერატურაა 23°-25°C.ია საკმაოდ ამტანი მცენარეა და შეუძლია დაბალი ტეპერატურის ატანა(10-15°C ამ შემთხვევაში მორწყვა მცირდება,ია მხოლოდ ზრდას შეანელებს).მაღალ ტემპერატურას იები შედარებით ძნელად იტანენ (30°-35°C).სიცხის დროს ყვავილობა მწირია,ყვავილები კი წვრილი,დეფორმირებული და უფერული.ამიტომ სიცხეებში საყვავილე ღეროებს აცლიან,რომ მცენარე არ გამოიფიტოს. ★ სინათლე სხვა მცენარეები მსგავსად სენპოლიებიც შეიძლება გამოვზარდოთ როგორც ხელოვნურ, ისე ბუნებრივ სინათლეზე.სხვადასხვა ჯიშის იებს სხვადასხვაგვარი განათება სჭირდება.მუქი მწვანე ფოთლების მქონე იებს მეტი სინათლე ესაჭიროება,ღიამწვანე და ხუჭუჭა ფოთლების მქონეს,შედარებით ნაკლები.ბუნებრივი განათების დროს იები უმჯობესია დავდგათ ჩრდილოეთის,აღმოსავლეთის,ან დასავლეთის ფანჯარაზე,მათ დიდი რაოდენობით გაფანტული სინათლე სჭირდებათ,მაგრამ ზაფხულში საჭიროა პირდაპირი მზის სხივებისაგან დაცვა.ზაფხულში იებისათვის უმჯობესია ჩრდილოეთის,ზამთარში კი სამხრეთის ფანჯარა. იმისათვის რომ იის როზეტი თანაბრად განვითარდეს ქოთანი პერიოდულად უნდა შემოვატრიალოთ.თუ სინათლე მცენარისათვის ჭარბია,მაშინ მას ფოთლები ძალიან უღიავდება,თითქმის უყვითლდება.ფოთოლი დეფორმირდება,ქოთნისკენ იზნიქება,ყუნწები მოკლე აქვს,ახლადამოსული ფოთლები კი შეჭმუჭნულია.ასევე მოკლეა საყვავილე ღეროებიც,ყვავილები თითქოს ფოთლებს ქვეშ იმალებიან და მალევე ჭკნებიან.ფოთლებზე წარმოიქმნება “დამწვრობა” ყავისფერი ლაქების სახით.
არასაკმარისი სინათლის პირობებში ფოთლის და საყვავილე ღეროები დაგრძელებულია,ფოთლები ზემოთ არის აწოწილი.ჭრელფოთოლა ჯიშებს უქრებათ სიჭრელე.თვითონ მცენარე კი წყვეტს ზრდას და ყვავილობას. ხელოვნური განათებისსათვის გამოიყენება დღის სინათლის ნათურები. არსებობს ორი სახის დღის სინათლის ნათურა - ДЛ და ЛИЦ. ДЛ ნათურები არ უზრუნველყოფს გასანათებელი ობიექტისათვის სინათლის სწორად მიწოდებას.ЛИЦ ნათურები გამოიყენება ისეთი ობიექტების გასანათებლად რომლებისთვისაც მნიშვნელოვანია განსაზღვრული ტონალობის სინათლის მიწიდება,მაგალითად ცისფერი და მწვანე სპექტრის.მაგრამ ისინიც ვერ უზრუნველყოფენ საჭირო რაოდენობის განათებას კონკრეტული სპექტრით.თუმცა პრაქტიკამ აჩვენა რომ საკმარისი ინტენსივობის შემთხვევაში იები იზრდება და ყვავის.ყველაზე ოპტიმალურად ითვლება სპეციალური ნათურები მცენარეთა გასანათებლად,მაგალითად OSRAM FLUORA.იგი ლურჯ და წითელ სპექტრს გამოასხივებს,რისი მეშვეობითაც მცენარე კარგად იზრდება და ვითარდება.
★ მორწყვა იების მორწყვა ხდება მაშინ როდესაც ქოთანში მიწის ზედა ფენა შეშრება. დაუშვებელია მიწის კომის ზედმეტი სისველე ან გამოშრობა.ჯობია ნაკლები დაუსხათ,ვიდრე ზედმეტად მორწყათ.წყალი უნდა იყოს რამდენიმე დღის ნადგამი,ოდნავ თბილი.დაუშვებელია წყლის ჩასხმა როზეტის შუაში,განსაკუთრებით ნერგებისათვის.ხანდახან იის ფოთლები საჭიროა ჩამოირეცხოს თბილი წყლით, მტვრის მოშორების მიზნით.ცივ პერიოდში თვეში ერთხელ,თბილ სეზონზე კი 1-2 კვირაში ერთხელ.თითოეული ფოთოლი სუფთავდება ინდივიდუალურად,ნელთბილი წყლის ნაკადით,ონკანის ქვეშ,ძალიან ფრთხილად,ზეწოლის გარეშე..ქოთანი გადახრილად დაიჭირეთ რომ მიწა არ ჩამოირეცხოს.ამის შემდეგ მცენარე დადგით ბნელ და თბილ ადგილზე (მაგალითად სააბაზანოში) რომ წყლის წვეთები შეაშრეს.თუ მას ცივ ან ნათელ ადგილას დადგამთ წყლის დარჩენილი წვეთებისაგან ლაქები ან დამწვრობები წარმოიქმნება.
28 January
0
75 196