სინგონიუმი
ნიუკასებრთა ოჯახიდანაა,მისი სამშობლოა ცენტრალური და სამხრეთი ამერიკა.გვარში 30-მდე სახეობაა.ყველა მათგანი ბალახოვანი მცენარეებია ან ლიანები.ბევრნი ინვითარებენ საჰაერო ფესვებს.ფესვები ჰორიზონტალურია,რიზომული.ფოთლები გრძელყუნწიანია,ყუნწებით გარს ეხვევა ღეროს.ამ ოჯახის მცენარეები ძალიან გვანან თავის ახლო ნათესავებს ფილოდენდრონებს.მაგრამ მათი ფოთლები უფრო თხელი და რბილია.ფოთლის ფირფიტა ხშირად გლუვი კი არ არის,არამედ მასზე შეიმჩნევა დაძარღვა და ამობურცული ადგილები.ოთახის პირობებში არ ყვავის.სინგონიუმი გამოირჩევა იმით, რომ ასკთან ერთად იცვლის ფოთლის ფორმას - ახალგაზრდა მცენარეებს ისრისებური ფოთლები აქვთ,უფრო ასაკიანებს მკვეთრად გამოხატული წილებით და არასწორი ფორმის ვარსკვლავს მოგვაგონებს რომელსაც ერთი სხივი უფრო გრძელი აქვს.
ფეხფოთოლა სინგონიუმი Syngonium podophyllum - ღია მწვანე ფერის გული ფორმის ფოთლები აქვს,სიგრძით 7-13 სმ,რომლებიც გრძელ ყუნწებზე სხედან.ფოთლის ფირფიტა დაყოფილია 3-11 სეგმენტად,რომლებიც შეზრდილია ერთმანეთთან.არსებობს ჭრელი სახეობებიც,რომლებიც გამოირჩევიან ფოთლების ფორმით და შეფერილობით.
(1 Syngonium podophyllum ‘’Pixie’’)(2 Syngonium podophyllum ‘’Regina Red’’)(3 Syngonium angustatum)
ყურისებური სინგონიუმი Syngonium auritum მუქი მწვანე ფოთლების და მონაცრისფრო ღეროების მქონე მცენარეა,კარგად აქვს განვითარებული საჰაერო ფესვები.ფოთოლი დანაწევრებულია 3-5 სეგმენტად,რომელთაგან ცენტრალური უფრო მოზრდილია.გამოირჩევა სწრაფი ზრდით.იშვიათად ყვავის კიდეც - ტარო ყვავილედის ფურცელი 5 სანტიმეტრამდეა,ღია მწვანე ფერის მოწითალო ლაქით შიდა მხარეზე.
ვენდლანდის სინგონიუმი Syngonium wendlandii მუქი მწვანე ფოთლების მქონე გრძელყუნწებიანი მცენარეა,სამადგაყოფილი ფორმის ფოთლებით.ცენტრალური სეგმენტის სიგრძე 10 სანტიმეტრამდეა,გვერდითების 15-მდე.ფოთლის ზედაპირი ხავერდოვანია,ცენტრალური ძარღვი კი ვერცხლისფერი.
ვიწროფოთლება სინგონიუმი Syngonium angustatum ფოთლის სეგმენტები უფრო ვიწრო და წაგრძელებულია,ცენტრალური ძარღვის გაყოლებაზე ხშირად ღია მწვანე ზოლი დაყვება.საწყის სახეობას მთლიანად მწვანე ფოთლები აქვს,ფრთისებური,მაგრამ არა სამად გაყოფილი,არამედ 7-9 სეგმენტის მქონე.
(1 Syngonium podophyllum 'Imperial White')(2 Syngonium podophyllum 'White Butterfly')(3 Syngonium podophyllum 'Neon')
სინგონიუმის ჯიშებში ხშირად გაუგებრობას წააწყდებით.ზოგიერთი მათგანი დარეგისტრირებულია ოფიციალურ კატალოგებში,მათი პოვნა ადვილია ინგლისურენოვან საიტებზე,მაგალითად Syngonium podophyllum 'Imperial White', ან Syngonium podophyllum 'Pixie'.ზოგიერთები კი ფიგურირებენ მხოლოდ რუსულენოვან საიტებზე,მაგალითად Syngonium 'Spear Point'. ბევრი ჯიში შემოდის ტაილანდიდან და სახელწოდება ხშირად მითითებულიც კი არ არის,მხოლოდ სახეობაა აღნიშნული,რომელიც არსად არაა დარეგისტრირებული,თუმცა მეყვავილეებს შორის სწრაფად მრავლდება.
მოვლა. სინგონიუმი შეიძლება გაზარდოთ როგორც ამპელური მცენარე,დაკიდეთ ქოთანი მაღლა და მცენარის ტოტები ხალიჩასავით გადმოეფინება ქოთნიდან.მოსახერხებელია საყრდენად ხავსშემოხვეული ჯოხის გამოყენება,მცენარე თვითონ შემოეხვევა საყრდენს და ზემოთ გაიზრდება,ტოტების სიგრძე 1,5-18 მეტრს აღწევს.მცენარე კარგად იზრდება ჰიდროპონიკის გამოყენებით.საერთო ჯამში სინგონიუმი სწრაფად ვითარდება და საკმაოდ არაპრეტენზიულია სახლის პირობებში.
ტემპერატურა: კარგად იზრდება თბილ შენობებში დაახლოებით +18-20 გრადუსზე,ზამთარში არანაკლებ +16 გრადუსი სითბო ესაჭიროება.განსაკუთრებულ პირობებს და გრილად გამოზამთრებას არ მოითხოვს,მთავარია საკმარისი სინათლე მიეწოდებოდეს.
განათება: მკვეთრი,გაფანტული სინათლე,აუცილებელია პირდაპირი მზის სხივების მოჩრდილვა,განსაკუთრებით ზაფხულში,რაგდან შესაძლოა მზის სხივებისაგან დამწვრობა მიიღოს.მუქი მწვანე ფოთლების მქონე სახეობები იტანს შედარებით ჩრდილიან ადგილსაც,ჭრელფოთოლა სახეობებს მეტი სინათლე სჭირდებათ.მათთვის შესაფერისია აღმოსავლეთის ან ჩრდილო-დასავლეთის ფანჯარა.ზამთარში კარგი განათება ესაჭიროება,თორემ ფოთლები დაუწვრილდება და შეფერილობას დაკარგავს,ამიტომ ზამთარში ფანჯრებთან ახლოს მოათავსეთ,ან ჩაურთეთ დამატებითი განათება.
მორწყვა: უნდა იყოს რეგულარული,უხვი - გაზაფხულსა და ზაფხულში,ზამთარში კი ზომიერი.ნიადაგი ბოლომდე არ უნდა გამოშრეს,ყოველთვის ოდნავ ნესტიანი უნდა იყოს,მაგრამ ზედმეტად სველი არ უნდა დარჩეს დიდი ხნის განმავლობაში.დაუკვირდით სინესტეს სუბსტრატის სიღმეში.მორწყვებს შორის ზედაპირი უნდა ასწრებდეს შეშრობას.
კვება: აქტიური ზრდის პერიოდში მარტიდან სექტემბრამდე მიეწოდება კომპლექსური სასუქი,ყოველ ორ კვირაში ერთხელ.თუ საკვები ნივთიერებები ნიადაგში არასაკმარისადაა,ახალგაზრდა ფოთლები წვრილია.მაგრამ სასუქის სიჭარბეც მავნებელია - იწვევს ფოთლების ქლოროზს ან მათი კიდეების ნეკროზს (ყავისფერდება).
ჰაერის ტენიანობა: საჭიროებს ხშირ შესხურებას,თუ ტენიანობა 50% -ზე დაბალია.სინგონიუმს ტენიანი ჰაერი უყვარს,ოპტიმალურია 50%-60%.გახსოვდეთ,რომ ხშირი მორწყვა არ აკომპენსირებს ჰაერში ტენიანობის ნაკლებობას.ამიტომ ზამთარში ჰაერის დამატენიანებელი ჩართეთ,ან დადგით ქოთანი ფართო სადგამზე ნესტიანი ხავსით ან ქოქოსის ბოჭკოთი.
გადარგვა: ირგვება ყოველწლიურად ან ორ წელიწადში ერთხელ გაზაფხულობით.ნიადაგი: 2 წილი ფოთლოვანი ტყის მიწა,1 წილი ნეშომპალა,1 წილი ქვიშა ან ვერმიკულიტი. PH სუსტადმჟავე.ნიადაგს სიფხვიერისთვის შესაძლოა დაემატოს ფიჭვის ქერქის ნაკუწები (სუბსტრატის 1/5). ქოთანი ფართო შეურჩიეთ და არა ღრმა,ძირზე ნასვრეტებით.სინგონიუმის მომცრო ფოთლებიანი ჯიშები მიდრეკილია ზემოთ ზრდისაკენ,თითქოს ქოთნიდან ამოცოცებას ცდილობს და ტოვებს გამხმარ ძველ ფოთლებს.ეს მცენარის დეკორატიულ შეხედულებას აფუჭებს,თითქოს მოუვლელად გამოიყურება.ასეთ შემთხვევაში შეგიძლიათ შეარჩიოთ უფრო ჯანსაღ ღეროები და კვლავ ჩარგათ ერთად ქოთანში.
გამრავლება: მრავლდება კალმებით და გადაწვენით.სინგონიუმის ვეგეტატიური გამრავლება არანაირ სირთულეს არ წარმოადგენს.კალამი, ღეროს ნაწილით რომელსაც საჰაერო ფესვები აქვს მაშინვე შეგიძლიათ ჩარგათ.თუ საჰაერო ფესვები არ აქვს, კალამს დებენ წყალში დასაფესვიანებლად,ან რგავენ ტორფის,ვერმიკულიტის და სფაგნუმის ნარევში (თანაბარი წილებით) და ასათბურებენ.
მავნებლები: სინგონიუმს იშვიათად ესევა მავნებელი,მაგრამ ხანდახან მაინც შეიძლება დაზიანდეს ტრიფსებით და ფარიანებით.
ფარიანა - ფარიანები ყავისფერი,ხანდახან ნახევრად გამჭვირვალე მეჭეჭების მსგავი წარმონაქმნების სახით ჩნდებიან,მათი სხეული დაფარულია ფარით,ტოვებენ სველ წებოვან კვალს,სახლდებიან ფოთლების ორივე მხარეს და ღეროებზე.დაავადებული მცენარე ანელებს ან აჩერებს ზრდას ,ფოთლები უხმება.
ბრძოლის მეთოდები: საპნიანი ხსნარის და ჩვრის მეშვეობით ხელით მოაცილეთ მავნებლები თითოეულ ფოთოლს და ღეროს.ნიადაგი და მცენარე დაამუშავეთ სისტემური ინსექტიციდით აქტარათი.ძლიერი დასნებოვნების დროს პროცედურა გაიმეორეთ.შეიძლება შეასხუროთ აკტელიკი,ფიტოვერმი ან სხვა ინსექტიციდებიც.
ტრიფსები - ფოთლის ზედა მხარეზე ჩნდება ღია ფერის წერტილები,შტრიხები,უსწორმასწორო ფორმის ლაქები,რომლებიც ვერცხლისფრად პრიალებს.ზოგჯერ ფოთლებზე რჩება შავი,ჭვერტლისმაგვარი წვეთები.ფოთლები სწტაფად ხმება,მცენარე ზრდას წყვეტს.
ბრძოლის მეთოდები: საპნიან ხსნარში დასველებული ღრუბლით ჩამოწმინდეთ ფოთლები,რომ მოაცილოთ მავნებლების გამონაყოფი.შეასხურეთ ინსექტიციდი (ფიტოვერმი,დეცისი,აკტელიკი,ინტა-ვირი).შეიძლება ნიადაგი მოირწყას აქტარათი.ძლიერი დასნებოვნებისას გაიმეორეთ პროცედურები.
ტკიპები - დიდ ზიანს აყენებენ სინგონიუმს,ისინი შეიძლება ოთახში მოხვდეს ფანჯრიდან -განიავების დროს,ან სხვა მცენარიდან გადაედოს.ტკიპებს თავიდან ვერ შეამჩნევთ - სინგონიუმის ფოთლები ღია ფერისაა,ტკიპებისაგან კი ის მონაცრისფრო შეფერილობას იღებს.თუ ფოთოლს სინათლეზე გახედავთ შეამჩნევთ უწვრილეს ნაჩხვლეტ წერტილებს.ზოგჯერ ფოთლები ყვითლდება,ტკიპებს კი ვერ შეამჩნევთ (ზოგიერთი სახეობის დანახვა მხოლოდ მიკროსკოპშია შესაძლებელი),აბლაბუდაც არაა ყოველთვის.ასეთ შემთხვევაში მოუწყეთ მცენარეს ცხელი შხაპი: ჩადეთ აბაზანაში გვერდულად და ორი წუთით მიუშვით ცხელი შხაპი,ჯერ ერთი მხრიდან,შემდეგ კი მეორე.სამი დღის შემდეგ გაიმეორეთ.და ასე 4-5 ჯერ.შხაპის დროს ნიადაგი უნდა დაიფაროს პოლიეთილენის პაკეტით,რომ თავიდან აიცილოთ ჭარბი სინესტე,არ მორწყათ ვიდრე ნიადაგი არ შეუშრება.ქიმიური საშუალებებიდან გამოიყენება აკარაციდები (ფიტოვერმი,აქტელიკი,კლეშევიტი და სხვა.)
შესაძლო პრობლემები: ფოთლის წვერების და კიდეების ხმობა - ზედმეტად მშრალი ჰაერის გამო.
ფოთლები კარგავს სიპრიალეს და უფერულდება - ზედმეტი ტენიანობის და ჭარბი მორწყვის გამო.ფოთლები ასევე უფერულდება სინათლის ნაკლებობის დროსაც.
ახალი ფოთლები უფრო წვრილია ვიდრე ადრინდელი - ნიადაგში საკვები ნივთიერებების უკმარისობის ან განათების ნაკლებობის გამო.
ჭრელფოთოლა ფორმები კარგავენ სიჭრელეს და თითქმის მწვანე ფერის ხდებიან -სინათლის ნაკლებობის გამო.
თუ სინგონიუმს გაუჩნდა ყავისფერი ლაქები ფოთლის ფირფიტის ნაპირებზე ან ცენტრში - დაარეგულირეთ მორწყვის რეჟიმი.შესაძლოა მორწყვა ზედმეტი მოგივიდათ.
გარდა ამისა ჭარბი სინესტის,ნიადაგის დამჟავების და ზრდის შენელების მიზეზი ხდება ძალიან დიდი ზომის ქოთანი (1ფოტო მარჯვნივ) და ზედმეტად მძიმე, მკვრივი ნიადაგი. https://yvavilebismovla.ge/movla/272-niori-mcenareta-mavneblebis-da-daavadebebis-winaagmdeg.html
თარგმანი: ლ.ჯერენაშვილი-სალთხუციშვილის