ნიორი მცენარეთა მავნებლების და დაავადებების წინააღმდეგ
ნიორს ხშირად იყენებენ შხამქიმიკატების ნაცვლად ბოსტანში მცენარეთა დაავადებების და მავნებლების წინააღმდეგ, მისგან მზადდება ნაყენი. არსებობს 2 მეთოდი:
1.გამოდგება კომბოსტოს ჩრჩილის, რწყილის, ფრთათეთრას, ბუგრის, კოღოს, რქიანი მუხლუხოების წინააღმდეგ. მას ასე ამზადებენ : რამდენიმე თავ ნიორს წვრილად ჭრიან ან ნაყავენ, ყრიან სუფთა მცენარეულ ზეთში 1 დღით, მერე წურავენ, მიღებული მასის 2 ჩ.კ.ს ამატებენ 0,5ლ წყალს და რამდენიმე გრ თხევად საპონს, კარგად ურევენ, ისევ წურავენ და მერე ასხურებენ მცენარეებს. მეტი კონცენტრაციით შესაძლოა თავად მცენარე დაზიანდეს. ასეთ ხსნარში არსებული ნივთიერებები კარგად მოქმედებს მურა ლპობაზე, ფოთლის ლაქოვნებაზე, ქეცზე, ჟანგაზე და მცენარეთა სხვა სოკოვან დაავადებებზე.
2. მავნებლებთან ბრძოლისთვის - ნიორს ატარებენ ხორცის საკეპ მანქანაში, უმატებენ წყალს -1:1 პროპორციით, დებენ მჭიდროდ თავდახურულ ჭურჭელში თბილ ბნელ ადგილზე 1 კვირით, მიღებული ხსნარი დიდხანს ინახება. მის 20-70მლ უმატებენ ერთ სათლ წყალში და იმისთვის, რომ ხსნარი კარგად გაჩერდეს ფოთლებზე, კიდევ მასში ყრიან ცოტაოდენ სარეცხ ფხვნილს ან რამდენიმე გრ საპონს.
ამ ხსნარით შეიძლება დამუშავდეს ყველა მცენარე ,რაც იზრდება ბოსტანში, რომლებსაც რაღაც ღრღნოს, ან ავადააა სოკოვანი დაავადებებით. პირველ რიგში,იგი უხდება პომიდორს, კიტრს, ისპანახს, ბოლოკს.. მას ყველა მავნებელი გაურბის, მაგრამ ამ ხსნარს ერთი ნაკლი მაინც აქვს - იგი მოქმედებს პირველ წვიმამდე. წვიმა ჩამორეცხავს ფოთლებიდან ამ ხსნარს და მერე ისევ თავიდან უნდა დამუშავდეს მთელი მცენარეები, სამაგიეროდ ეს ეკოლოგიურად სუფთა პრეპარატია.
ნივრის ნაყენი იგი ზრდის მცენარეთა იმუნიტეტს, მის მოსამზადებლად 4-5 კბილ ნიორს ასხამენ 1ლ მდუღარეს, დებენ 20 წთ, მიღებულ ხსნარს აზავებენ 1ს.კ. 1ლ წყალზე და ამ ხსნარით რწყავენ მცენარეებს.
თარგმანი თ. სუპატაშვილის