რატომ არ ყვავილობენ მცენარეები
ყველა მცენარე არ ყვავილობს სახლის პირობებში, ზოგს სათბურის პირობები სჭირდება ასაყვავებლად, რაც შედარებით ახლოსაა მათ ბუნებრივ პირობებთან, ზოგი კი არც სახლში, არც ორანჟერეაში და არც სათბურში იყვავილებს. თუმცა უმეტესობა ოთახის მცენარეებისა ყვავილობს სახლში, ბევრი მათგანი საკმაოდ პრეტენზიულია, ბევრიც ადვილად ეგუება ახალ გარემოს, ზოგი კი იმდენად იოლი მოსავლელია, რომ შეიძლება დაავიწყდეთ მათი მორწყვა, მიწის გამოცვლა, სასუქის მიცემა, მაგრამ ამის მიუხედავად ისინი კიდეც იზრდებიან, კიდეც ყვავილობენ. ასე ახასიათებს კაქტუსების, ბალბიფოთოლას სახეობებს, ბევრი მცენარე უნდა ყვაოდეს სახლის პირობებში, მაგრამ გარკვეული მიზეზების გამო ასე არ იქცევა. აი, ეს მიზეზებიც:
სინათლის ნაკლებობა: არაა აუცილებელი მზის პირდაპირი სხივები ხვდებოდეს ყველა მცენარეს, ბევრს ვერც გადააქვს ასე დიდი ოდენობის სინათლე, მაგრამ ყველა მცენარეს სჭირდება კარგი განათება. ცოტა მცენარე თუ იტანს ჩრ, მხარის ფანჯრის რაფაზე ყოფნას, მით უფრო ნახევრადბნელ ოთახის სიღრმეში ყოფნას, თუმცა ბევრი ყვავილობს ხელოვნური განათების ქვეშ, მით უფრო - დღის სინათლის ნათურები თუა. ამიტომ კარგად ორგანიზებულ ხელოვნურ განათებაზე მცენარე მშვენივრად გაიზრდება, იყვავილებს კიდეც, ასე რომ, თუ იგი არ ყვავის, პირველ რიგში უნდა ვიფიქროთ, ყოფნის მას განთება ,თუ არა. გასათვალისწინებელია ასევე დღის ხანგრძლივობაც, იგი არანაკლებ 10-12 სთ უნდა იყოს.
არასწორად შერჩეული მიწა: ნიადაგის სწორი ნარევის შერჩევას რატომღაც ყველაზე ნაკლები ყურადღება ექცევა ყოველთვის. იშვიათად თუ ვინმე ამოწმებს მის მჟავეობას.ხშირად ნაყიდი მიწის მჟავეობა არც ემთხვევა ეტიკეტზე მითითებულს. მცენარეთა უმეტესობას სუსტადმჟავე ნიადაგი ურჩევნია, -ph-5,5 – 6,5. (აზალია, ჰორტენზია, გარდენია, კამელია,ფუქსია, ანტურიუმი, ჭორტანა, ფრთათეთრა,) შედარებით ცოტაა მცენარეები, რომლებიც კარგად ხარობენ ნეიტრალურ ნიადაგზე - 6,5 – 7,5 (ვარდი, ქრიზანთემა, თავყვითელა), ეს ზემოჩამოთვლილი მცენარეები არ იყვავილებენ, თუ მათ დარგავთ შეუფერებელი მჟავეობის ნიადაგში, ან იყვავილებენ ცუდად.
არასწორად გადარგვა: ხშირად ხდება, რომ მცენარე შიმშილობს, რადგან მას არ უვლიდნენ კარგად, ან ჩარგულია მწირ ნიადაგში, ან პირიქით, ძალიან ბევრ სასუქს აძლევდნენ, რომელიც არასწორად იყო შერჩეული, მაგ. უფრო მეტ აზოტს. ამ დროს მცენარე დიდ ხასხასა ფოთლებს ივითარებს, ახალი ტოტებიც უხვად ამოაქვს და მთელი ძალები ვეგეტაციისკენ აქვს მართული.ზოგჯერ მათ სჭირდებათ დრო, რომ ახალი ძალები მოიკრიბონ ასაყვავებლად ან გაიკეთონ მარაგი., ასე ხდება ყოჩივარდას შემთხვევაში, როცა ყვავილობის მერე მოლქვების დამსხვილება ხდება, სადაც ყოჩივარდა ინახავს საკვებს მომავალი ყვავილობისთვის. ამიტომ არ შეიძლება ყვავილობის დასრულებისთანავე ყოჩივარდასთვის ფოთლების გადაჭრა და სარდაფში შენახვა, ცოტა ხნით უნდა გააგრძელოთ მისი მორწყვა, მაგრამ შეამციროთ სასუქის მიცემაც და როცა ფოთოლი სულ გაყვითლდება და გახმება, მერე შეიძლება მოჭრათ და შეინახოთ ბოლქვები.
მოსვენების პერიოდის დარღვევა ან არქონა: იმისთვის, რომ მცენარემ იყვავილოს ზამთრის ბოლოს ან გაზაფხულზე, ზოგს ესაჭიროება მოსვენების პერიოდი. ამ დროს მცენარეს დებენ სიგრილეში, თითქმის სულ მშრალად.განათება დამოკიდებულია სახეობაზე - ზოგს ჩრდილი სჭირდება, ზოგი განათებულ ადგილზეც კარგად ისვენებს
ძლიერ მშრალი ჰაერი: ესეც ერთი მიზეზი შეიძლება იყოს, მცენარე რომ არ ყვავილობს. თუ ოთახში თბილა - 26 გრ ზე მეტია, პერიოდულად წყლის შესხურება მხოლოდ დროებით შველის საქმეს - ეს ცოტაა, ამიტომ თუ მცენარეს მომატებული ტენიანობა სჭირდება, როგორც, მაგ. ორქიდეებს, ქოთანი უნდა დაიდოს სველ კერამზიტიან სადგამზე და ასევე გაგრძელდეს შესხურებაც .
დაზიანება მავნებლებით: ეს არც ისე ხშირი მიზეზია, მაგრამ ძლიერი დაზიანების დროს ტრიპსებით ან ფრთათეთრათი, მცენარე ცუდად იზრდება, არ ივითარებს კოკრებს. თუ დაზიანება არც ისე დიდია, შეიძლება იყვავილოს, მაგრამ მალე დაიცვენს გაშლილ ყვავილსაც და გასაშლელ კოკრებსაც.
კიდევ ბევრი მიზეზი არსებობს, რის გამოც შეიძლება მცენარემ არ იყვავილოს, - არასწორი გასხვლა- ზოგ მცენარეს საყვავილე კვირტები მხოლოდ ახალგაზრდა ტოტებზე უვითარდება, ზოგს კი შარშანდელ ნაზარდზე. ან კიდევ მორწყვის რეჟიმის დრღვევა - ძლიერი გამოშრობა მიწის ან პირიქით ზედმეტად მორწყვა ონკანის ქლორიანი, ხისტი წყლით კოკრების ცვენას განაპირობებს, ზოგს თავსებური ციკლი აქვს, მაგ. ორქიდეა მშრალ პერიოდში ყვავილობს, როცა ბუნებაში წვიმის სეზონი სრულდება, ამიტომ ამ პერიოდში მათი მორწყვა ხდება მიზეზი, რომ ყვავილი არ გაიკეთოს და მწვნე მასის ზრდა დაიწყოს ისევ.
იშვიათად ხდება ასეც, რომ სახლში ყვავიან ისეთი ყვავილები, რომლებიც იშვიათად ყვავილობენ ბუნებაშიც და პატრონი ვერ ხვდება, როგორ მოხდა ეს, რა გაუკეთა მცენარეს ისეთი, რომ იგი აყვავდა, ასე ხდება მაგ. ალოესთან. იგი ძალიან იშვიათად ყვავილობს ბუნებაში, მაგრამ ზოგთან სახლში ხშირად უყვავილია.
ხშირად იძლევიან მცენარის ყოველწლიური გადარგვის რეკომენდაციებს, მაგრამ პირველ წელს კი იყვავილებს, მერე კი ჯიუტად აღარ ყვავის ხოლმე. აქ მიზეზი ხშირად ქოთნის სიმჭიდროვე კი არაა, არამედ მიწის დამარილიანება, წლის განმავლობაში მორწყვისას წყლიდან ილექება მარილები, იცვლება მჟავეობა, მცენარე არ ყვავილობს და ხშირად ავადდება კიდეც.
ერთია, როცა მცენარე საერთოდ არ ყვავის, მეორე - როცა ყვავილობა ძალიან მწირია ან მერე უცებ ცვივა ყვავილი და კოკრები. მიზეზი სულ სხვადასხვა შეიძლება იყოს - მორწყვის რეჟიმის დარღვევა, ცივი წყლით მორწყვა, ორპირი, მცენარის გადადება ახალ ადგილზე, ტემპერატურის ცვლილება, ჭარბი სასუქი, მწერები და დაავადებები. ზოგჯერ ერთდროულად რამდენიმე მიზეზი მოქმედებს, მათ გამორიცხვის მეთოდით უნდა მიუდგეთ, როცა იცით, რა პირობები სჭირდება თქვენს მცენარეს სინამდვილეში და რა პირობებში იმყოფება თქვენთან, რა შეიძლება არ მოსწონებოდა ამ მცენარეს თქვენთან. https://yvavilebismovla.ge/movla/201-shecdomebi-mcenareta-movlis-dros.html
თარგმანი თ. სუპატაშვილის