დამწყებ მეყვავილეებს

ოთახის ყვავილების მოშენების პროცესში არსებობს წესი - უფრო ადვილია თავიდან აცილება,ვიდრე გამოსწორება.შეცდომები ყველას მოსდის - დამწყებებსაც და პროფესიონალებსაც.ზოგჯერ შეუძლებელია დადგენა რა აწუხებს მცენარეს,მაგრამ არსებობს პირობები რომელთა დაცვაც აუცილებელია,თუმცა ამას ყველა არ ეკიდება სერიოზულად.ამიტომ გვინდა მოგცეთ შემდეგი რჩევები:

   - თუ თქვენ შეიძენთ ახალ მცენარეს,შეეცადეთ გაიგოთ მის შესახებ რაც შეიძლება მეტი.როგორი ტემპერატურა,მორწყვა,ტენიანობა ან განათება ესაჭიროება.რა თქმა უნდა  უკეთესია თუ ყველაფერი წინასწარ გეცოდინებათ.ხშირად იძენთ ისეთ მცენარეს რომლის ერთი დანახვითაც მოხიბლული ხართ,მაგრამ მის შესახებ თითქმის არაფერი იცით.

   - თუ თქვენ რამდენიმე ან ბევრი მცენარე გყავთ შეიძლება ხანდახან დაგავიწყდეთ რომელს რა ესაჭიროება,ამიტომ აწარმოეთ ჩანაწერები,სადაც თითოეულ მცენარეზე მცირე ინფორმაციას ჩაიწერთ - როდის უნდა მოირწყას ან გადაირგას,როგორი პირობები ესაჭიროება და ა.შ. საჭირო ინფორმაცია ხანდახან შეიძლება დაგავიწყდეთ.

   - შეეცადეთ მცენარეს მიუჩინოთ მუდმივი ადგილი,რადგან მათ უმრავლესობას არ უყვარს როდესაც ერთი ადგილიდან მეორეზე გადააქვთ.

  - პრაქტიკულად ყველა მცენარე მოითხოვს მორწყვას ნადგამი,რბილი წყლით.თუ ბევრი მცენარე გაქვთ შეიძლება იქონიოთ მოზრდილი ჭურჭელი სადაც წყალი ერთი-ორი დღის განმავლობაში იდგება.თუ მცირე რაოდენობის მცენარეები გაქვთ პლასტმასის ბოთლებიც გამოგადგებათ.ბოთლებს თავსახური არ დააფაროთ რომ ქლორი თავისუფლად ამოქრეს.არის ისეთი მცენარეები რომლებიც საერთოდ ვერ იტანენ ხისტ წყალს,მისგან შესაძლოა დაიღუპონ კიდეც.

  - თუ გადაწყვეტთ მცენარის გადარგვას,უმჯობესია გამოიყენოთ მაღაზიაში შეძენილი მზა სუბსტრატი კონკრეტული მცენარისათვის.ხშირად ჩვენს საიტზე მოცემულია ამა თუ იმ მცენარისათვის საჭირო სუბსტრატის შემადგელობა,მაგრამ ყველამ არ იცის სად მოიპოვოს კორდის მიწა ან ტორფი.ასეთ შემთხვევაში შეგიძლიათ აიღოთ ბაღის ან სათბურის მიწა და დაუმატოთ კარგად გარეცხილი მდინარის ქვიშა.ასეთი ნიადაგი გამოყენების წინ უნდა გაასტერილოთ - კალიუმპერმანგანატის სუსტი ხსნარით (ეს ხსნარი მოგაცილებთ წვიმის ჭიაყელებსაც) ან გააცხელოთ მიკროტალღურ ღუმელში რამოდენიმე წუთით.

  - ძირითადი მიზეზი,რის გამოც ოთახის მცენარეები იტანჯებიან არის - ცენტრალური გათბობა.გათბობის რადიატორები ფანჯრებთან არის განლაგებული,რის გამოც მათ სიახლოვეს მცენარეების დადგმა არ შეიძლება.შეეცადეთ ზამთარში დაატენიანოთ ჰაერი მცენარეების ირგვლივ.

  -  სუფთა ჰაერი თითქმის აუცილებელი პირობაა მცენარის კარგი განვითარებისათვის.მაგალითად კაქტუსები შესაძლოა იმის გამო არ აყვავდნენ რომ არ ყოფნიდეთ სუფთა ჰაერი.მაგრამ ვერც ერთი მცენარე ვერ იტანს ცივ,ორპირ ქარს.

  - თუ თქვენ შეამჩნევთ,რომ მცენარე დაავადდა,შეიძინეთ ლუპა და ყურადღებით დაათვალიერეთ ფოთლების ორივე მხარე,ღეროები,ყვავილები,ეძებეთ მავნებლები,თუმცა ისინი შეიძლება ვერც აღმოაჩინოთ.ზოგიერთს უკვირს საიდან ჩნდებიან ისინი.მათი უმეტესობა ვრცელდება მწერების მიერ (ბუზები),ზოგიერთი მათგანი ნიადაგში ბუდობს კვერცხების და მატლების სახით და ხელსაყრელ პირობებს ელოდება,ზოგიერთი მცენარე კი შეიძლება უკვე დაავადებული  შეიძინოთ და ვერ შეამჩნიოთ დაავადების ნიშნები,რომლებიც გარკვეული დროის შემდეგ აუცილებლად გამოვლინდება.

  ამ დროისათვის ნებისმიერ დიდ ქალაქში არსებობს ყვავილების მაღაზიები,სათბურები ან ბოტანიკური ბაღები სადაც შესაძლებელია სხვადასხვაგვარი მცენარის შეძენა.მაგრამ ბევრი ისეთ მცენარეს არ იძენს რომელიც მისი საცხოვრებელი პირობების შესაბამისია.მაგალითად სენპოლიებს მცხუნვარე მზეზე დგამენ სამხრეთის ფანჯრებზე და ორიოდე დღის შემდეგ გაოცებულები ათვალიერებენ მცენარეს,ვერც კი ხვდებიან რომ მას მზისგან ფოთლები დაეწვა.ან სინათლისმოყვარულ პასიფლორას ოთახის სიღრმეში დგამენ,ხედავენ თანდათან როგორ ფუჭდება მცენარე და ამაში გამყიდველს ან რომელიმე მავნებელს ადანაშაულებენ.

  თუ თქვენ გამუდმებით გავიწყდებათ მცენარის დროულად მორწყვა,ან ხშირად გიწევთ სახლიდან ხანგრძლივი დროით გამგზავრება - იქონიეთ სუკულენტები.ყველაზე გვალვისამტანი მცენარეა - მილიუსის რძიანა ან ჰოია.

  ჰიდროპონიკის გამოყენებაც ასევე დიდად ამსუბუქებს მორწყვის საზრუნავს.

ოთახის მცენარეების შეძენსას ყველა მეყვავილე თავისებურ ყურადღებას უთმობს მათ.ზოგიერთი პროფესიონალურად უდგება საქმეს და ყვავილებს მთელ თავისუფალ დროს უთმობს.ზოგიერთი დროდადრრო დახედავს თავის მწვანე ბინადრებს მორწყვა ხომ არ ესაჭიროებათ.ზოგს სიმწვანე უფრო ურჩევნია,ზოგი კი ყვავილებს უფრო აფასებს.თუ თქვენ გსურთ მცენარეებისაგან მაქსიმალური სიამოვნება მიიღოთ,უნდა ერკვეოდეთ არა მარტო მის დეკორატიულ თვისებებში,არამედ იცოდეთ მცენარეთა სხვადასხვა ჯგუფების შესახებ.ეს დაგეხმარებათ სწორად განათავსოთ ისინი,წარმატებით გაზარდოთ და დატკბეთ მისი მშვენიერებით.

  ნებისმიერ ყვავილების მოყვარულს უნდა ქონდეს სია იმ ნივთებისა რომლებიც  დასჭირდება მცენარეების მოვლის პროცესში.მაგალითად: სპირტი, სახატავი ფუნჯი,ბასრი დანა(ან სკალპელი),კალიუმის პერმანგანატი,ფუნგიციდები და ინსექტიციდები,გოგირდი,ხის ნახშირი,წითელი აგურის ნამსხვრევები,კერემზიტი,შესასხურებელი,წვრილწვერიანი სარწყავი,ნერგების ჩასარგავი პატარა ჭიქები და სხვა.

  გახსოვდეთ, რომ მცენარეების მოვლისას ყველა განიცდის მარცხს,ეს პირველ რიგში არასაკმარისი ცოდნის გამო ხდება.წინასწარ იფიქრეთ იმაზე,რომ თქვენს მიერ შერჩეულ მცენარეს სათანადო პირობები უნდა შეუქმნათ.ჩვენს საიტზე იპოვით მრავალ,თქვენთვის საჭირო ინფორმაციას.თუ რჩევებს და რეკომენდაციებს გაითვალისწინებთ,თქვენ დროულად შეამჩნევთ მავნებლებს და მცენარისათვის სახიფათო ნიშებს.უნდა იცოდეთ რომ,მცენარეს მხოლოდ მორწყვა,გადარგვა და შესხურება კი არ ესაჭიროება,არამედ ყურადღებით დაკვირვება და პერიოდულად დათვარიელება,შემხმარი და დაზიანებული ფოთლების დროულად მოცილება,ნესტიანი ტილოთი ფოთლების გაწმენდა.მზგავსი რჩევები ბმულზე

თარგმანი: ლ.ჯერენაშვილი-სალთხუციშვილის

24 April 0 0

лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно